პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, ყველა ადამიანმა 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანემ საკვირაო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ განაცხადა. "მისმა უწმინდესობამ ოთხშაბათის არჩევნებთან დაკავშირებით გვთხოვა გამოგვეცხადებინა, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. მეორე ტურში ამომრჩეველმა არჩევანი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთოს.