ავტორი:

"... ერთადერთი, რასაც სიამოვნებით გავაკეთებდი საქართველოში" - რა თანამდებობაზე ხედავს საკუთარ თავს მიხეილ სააკაშვილი

"... ერთადერთი, რასაც სიამოვნებით გავაკეთებდი საქართველოში" - რა თანამდებობაზე ხედავს საკუთარ თავს მიხეილ სააკაშვილი

არც ერთ თანამდებობაზე ყოფნა არ მინდა, სიამოვნებით ვიქნებოდი ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარების ფონდში, ან ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე არასწორია მოქალაქეების დაშინება იმის შესახებ, რომ ახალაიები ან ქარდავები მობრუნდებიან ხელისუფლებაში.

"მე არც ერთი თანამდებობა არ მინდა, არ ვაპირებ არც ერთ თანამდებობაზე ყოფნას, ერთადერთი, რასაც სიამოვნებით გავაკეთებდი საქართველოში, ეს იქნება ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარების ფონდი, ან კომიტეტი, ასევე თუ აღდგა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სიამოვნებით ვიქნებოდი იქ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მინდა ვაკეთო პროექტები, რომელიც საქართველოსთვის შექმნის ძალიან მაგარ რაღაცეებს. ასე რომ მეუბნებით, რომ მელოდებით საქართველოში, მე თანამდებობაზე ყოფნას არ ვაპირებ. თანამდებობებზე უნდა მოვიდნენ სრულიად ახალი ხალხი, ხან ვისით გაშინებენ, ხან -ვისით: ახალაიები, ქარდავები, რაღა დროს მაგათი მოსვლაა? ჯერ ერთი, სად უნდა მოვიდნენ? ეგენი იყვნენ პოლიციელები. ის ხალხი, არსად არავინ არ მოდის. უნდა მოვიდნენ სრულიად ახალი ხალხი, უცხოელი მოსამართლეები უნდა ჩამოვიყვანოთ, პროკურორები შეარჩიონ არასამთავრობოებმა და ეს მაფია ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

VIDEO: "ერთადერთი, რასაც სიამოვნებით გავაკეთებდი საქართველოში, ეს იქნება..." - რა თანამდებობაზე ხედავს საკუთარ თავსმიხეილ სააკაშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები