სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თელავში 22 წლის ბიჭმა რესტორნიდან ძვირადღირებული ნივთები მოიპარა და მოპარული მანქანით გადამალა
თელავში 22 წლის ბიჭმა რესტორნიდან ძვირადღირებული ნივთები მოიპარა და მოპარული მანქანით გადამალა

შსს-მ თე­ლავ­ში მომ­ხდა­რი ქურ­დო­ბა გახ­სნა. და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი.

ორი დღის წინ, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე რეს­ტორ­ნი­დან პირ­მა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი მო­ი­პა­რა, რო­მე­ლიც მო­პა­რუ­ლი­ვე მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­მა­ლა.

"კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თე­ლა­ვის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ. რ. ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ დ.რ. მიმ­დი­ნა­რე წლის 22 ნო­ემ­ბერს, გვი­ან ღა­მით, ქა­ლაქ თე­ლავ­ში, ერთ-ერთ კაფე-ბარ­ში შე­ვი­და, სა­ი­და­ნაც სხვა­დას­ხვა ელექტრო­ტექ­ნი­კა მო­ი­პა­რა. იქვე მდე­ბა­რე, ამა­ვე კა­ფის მე­პატ­რო­ნის სახ­ლი­დან კი ფული - 220 ლარი წა­ი­ღო. ბრალ­დე­ბულ­მა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან რამ­დე­ნი ქუ­ჩის მო­შო­რე­ბით გა­ჩე­რე­ბუ­ლი, მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნაც მო­ი­პა­რა, მას­ში ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბი მო­ა­თავ­სა და მი­ი­მა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დ.რ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბი, ფული და ავ­ტო­მან­ქა­ნა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და "ბ" და მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

თელავში 22 წლის ბიჭმა რესტორნიდან ძვირადღირებული ნივთები მოიპარა და მოპარული მანქანით გადამალა

თელავში 22 წლის ბიჭმა რესტორნიდან ძვირადღირებული ნივთები მოიპარა და მოპარული მანქანით გადამალა

შსს-მ თელავში მომხდარი ქურდობა გახსნა. დაკავებულია ერთი ახალგაზრდა მამაკაცი.

ორი დღის წინ, ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორნიდან პირმა ძვირადღირებული ნივთები მოიპარა, რომელიც მოპარულივე მსუბუქი ავტომანქანით გადამალა.

"კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1996 წელს დაბადებული დ. რ. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.რ. მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ქალაქ თელავში, ერთ-ერთ კაფე-ბარში შევიდა, საიდანაც სხვადასხვა ელექტროტექნიკა მოიპარა. იქვე მდებარე, ამავე კაფის მეპატრონის სახლიდან კი ფული - 220 ლარი წაიღო. ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან რამდენი ქუჩის მოშორებით გაჩერებული, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანაც მოიპარა, მასში ნაქურდალი ნივთები მოათავსა და მიიმალა.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად დ.რ. თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები, ფული და ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს