სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მეც განწირული ვყავდი სასიკვდილოდ..." - ქალი ყვება, რომ მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე 10 წლის წინ სასტიკად გაუსწორდა
"მეც განწირული ვყავდი სასიკვდილოდ..." - ქალი ყვება, რომ მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე 10 წლის წინ სასტიკად გაუსწორდა

9 წლის ნანა ბე­რი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის კი­დევ ერთი მსხვერ­პლი პირ­ვე­ლად ათი წლის შემ­დეგ იხ­სე­ნებს, რო­გორ და­ეს­ხა თავს მას ბე­რი­ა­ნი­ძე და სას­ტი­კად გა­უს­წორ­და. ახალ­გაზ­რდა ქალ­მა 10 წლის წინ მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლე­ბი სა­ა­გენ­ტო "კვი­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­იხ­სე­ნა და თქვა, რომ ის სას­წა­უ­ლით გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს:

"სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დი და უკ­ნი­დან მო­მე­პა­რა ვი­ღაც, ჩან­თას მარ­თმევ­და. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ვუ­წიე და ხელი მკრა, ძირს და­მაგ­დო და სა­ხე­ში წიხ­ლი ჩა­მარ­ტყა, თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მო­მა­ყე­ნა, ჩემი მოკ­ვლა უნ­დო­და... ოთხჯერ ჩა­მარ­ტყა წიხ­ლი სა­ხე­ში. საშ­ვე­ლად რომ და­ვიყ­ვი­რე, მე­ზო­ბე­ლი გა­მო­იქ­ცა და ეს რომ და­ი­ნა­ხა გა­იქ­ცა. მაგ­რამ თავ­ში ჩარ­ტყმა მო­ას­წრო, ჩან­თა გა­ი­ტა­ცა. მე მისი სახე და­ვი­ნა­ხე...

სა­შინ­ლად ვი­ყა­ვი. თავ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მაქვს ახ­ლაც. ხელი რომ მო­ვი­კი­დე, ხორ­ცე­ბი ეკი­და, სის­ხლი მომ­დი­ო­და... მეც გან­წი­რუ­ლი ვყავ­დი სა­სიკ­ვდი­ლოდ, ღვთის წყა­ლო­ბით გა­დავ­რჩი..." - იხ­სე­ნებს მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს ი.ბ.

ი.ბ. ამ­ბობს, რომ მა­ლე­ვე პო­ლი­ცი­ა­ში და­ი­ბა­რეს და მან მა­შინ­ვე ამო­იც­ნო თავ­დამ­სხმე­ლი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე, რო­მელ­საც მა­შინ რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი და 17 წელი მი­უ­სა­ჯეს.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ, რაც 9 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი გა­ი­გო, 10 წლის წი­ნან­დე­ლი სა­ში­ნე­ლი შემ­თხვე­ვა გა­ახ­სენ­და:

"ახლა რომ გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი და შემ­დეგ რომ და­ვი­ნა­ხე მისი სახე, ხე­ლახ­ლა გა­ნახ­სენ­და ყვე­ლა­ფე­რი. მინ­და, უმ­კაც­რე­სად და­ი­სა­ჯოს, უნდა მო­ი­ხა­დოს ეს სას­ჯე­ლი ბო­ლომ­დე!" - ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ი.ბ.

იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ბრა­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე. ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობს 14 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლის ძი­ე­ბა, რომ­ლის საქ­მე­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ ასე­ვე ნე­ბი­ე­რი­ძე ფი­გუ­რი­რებს.

იხი­ლეთ ვი­დეო kvira.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მეც განწირული ვყავდი სასიკვდილოდ..." - ქალი ყვება, რომ მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე 10 წლის წინ სასტიკად გაუსწორდა

"მეც განწირული ვყავდი სასიკვდილოდ..." - ქალი ყვება, რომ მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე 10 წლის წინ სასტიკად გაუსწორდა

9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის კიდევ ერთი მსხვერპლი პირველად ათი წლის შემდეგ იხსენებს, როგორ დაესხა თავს მას ბერიანიძე და სასტიკად გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალმა 10 წლის წინ მომხდარი შემთხვევის დეტალები სააგენტო "კვირასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გაიხსენა და თქვა, რომ ის სასწაულით გადაურჩა სიკვდილს:

"სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი და უკნიდან მომეპარა ვიღაც, ჩანთას მართმევდა. წინააღმდეგობა გავუწიე და ხელი მკრა, ძირს დამაგდო და სახეში წიხლი ჩამარტყა, თავის არეში მძიმე დაზიანებები მომაყენა, ჩემი მოკვლა უნდოდა... ოთხჯერ ჩამარტყა წიხლი სახეში. საშველად რომ დავიყვირე, მეზობელი გამოიქცა და ეს რომ დაინახა გაიქცა. მაგრამ თავში ჩარტყმა მოასწრო, ჩანთა გაიტაცა. მე მისი სახე დავინახე...

საშინლად ვიყავი. თავზე რამდენიმე ჭრილობა მაქვს ახლაც. ხელი რომ მოვიკიდე, ხორცები ეკიდა, სისხლი მომდიოდა... მეც განწირული ვყავდი სასიკვდილოდ, ღვთის წყალობით გადავრჩი..." - იხსენებს მომხდარის დეტალებს ი.ბ.

ი.ბ. ამბობს, რომ მალევე პოლიციაში დაიბარეს და მან მაშინვე ამოიცნო თავდამსხმელი იაგო ნებიერიძე, რომელსაც მაშინ რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალი და 17 წელი მიუსაჯეს.

დაზარალებული ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 9 წლის გოგონას მკვლელობის ამბავი გაიგო, 10 წლის წინანდელი საშინელი შემთხვევა გაახსენდა:

"ახლა რომ გავიგე ეს ამბავი და შემდეგ რომ დავინახე მისი სახე, ხელახლა განახსენდა ყველაფერი. მინდა, უმკაცრესად დაისაჯოს, უნდა მოიხადოს ეს სასჯელი ბოლომდე!" - ამბობს დაზარალებული ი.ბ.

იაგო ნებიერიძეს წაყენებული აქვს ბრალი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე. ასევე, მიმდინარეობს 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ძიება, რომლის საქმეშიც, სავარაუდოდ ასევე ნებიერიძე ფიგურირებს.

იხილეთ ვიდეო kvira.ge-ზე

გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

ჰაკერები, ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით, მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდნენ - დაკავებულია 4 პირი