სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დატკბით ყოველი დღით, თქვენ შვილებთან ურთიერთობით..." - მოდელი თიკო ჩხეიძე გარდაცვლილ ქალიშვილზე ემოციურ პოსტს წერს
"დატკბით ყოველი დღით, თქვენ შვილებთან ურთიერთობით..." - მოდელი თიკო ჩხეიძე გარდაცვლილ ქალიშვილზე ემოციურ პოსტს წერს

აგ­ვის­ტო­ში, თბი­ლის­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რის ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლისა და მო­დელ თიკო ჩხე­ი­ძის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ტატა რე­ვიშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. ოჯა­ხის ტრა­გე­დია მთელ­მა ქვე­ყა­ნამ გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა და სამ­ძი­მა­რი გა­მო­ხა­ტა...

თიკო ჩხე­ი­ძე ქა­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ხში­რად წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ემო­ცი­უ­რი პოს­ტე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში, რე­ვიშ­ვი­ლე­ბის ოჯახს გამ­ძლე­ო­ბას უსურ­ვე­ბენ. ახ­ლა­ხან, თიკო ჩხე­ი­ძემ "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე ქა­ლიშ­ვი­ლის ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც მისი თქმით, პირ­ვე­ლად ტა­ტას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ნახა. ვი­დე­ო­ში 9 წლის გო­გო­ნა რუ­სუ­ლად სა­უბ­რობს და ამ­ბობს რომ ის "კოს­მო­სუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბაა", შე­უძ­ლია გაქ­რეს და გახ­დეს უხი­ლა­ვი...

"ეს ვი­დეო პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, ტატა უკვე აღარ მყავ­და. ტე­ლე­ფო­ნი ხე­ლი­დან გა­მი­ვარ­და... შე­ე­ცა­დეთ დატ­კბეთ ყო­ვე­ლი დღით თქვენ შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით! ადა­მი­ანს შვილ­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ გა­აჩ­ნია. მათ ზე­მოთ არა­ფე­რი დგას, გარ­და ღმერ­თი­სა (ღმერ­თი, რო­მელ­ზეც რაც არ უნდა ნა­წყე­ნი იყო ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, მა­ინც თავ­დახ­რი­ლი თხოვ მი­ტე­ვე­ბას) შვი­ლი არის გვირ­გვი­ნი, სი­ნათ­ლე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის.

შე­ე­ცა­დეთ აუს­რუ­ლოდ მათ სურ­ვი­ლე­ბი, უბ­რა­ლოდ არ უნდა და­გე­ზა­როთ მათი სურ­ვი­ლის მოს­მე­ნა, მათ­თან სა­უ­ბა­რი. აღ­მო­ა­ჩენთ რომ მათ ჩვენ­თან ჩა­ხუ­ტე­ბის და სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და, თით­ქმის არ აქვთ სხვა სურ­ვი­ლე­ბი... და რამ­დენ სიყ­ვა­რულს ვკარ­გავთ ყო­ველ­დღე" - წერს თიკო ჩხე­ი­ძე ქა­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"დატკბით ყოველი დღით, თქვენ შვილებთან ურთიერთობით..." - მოდელი თიკო ჩხეიძე გარდაცვლილ ქალიშვილზე ემოციურ პოსტს წერს

"დატკბით ყოველი დღით, თქვენ შვილებთან ურთიერთობით..." - მოდელი თიკო ჩხეიძე გარდაცვლილ ქალიშვილზე ემოციურ პოსტს წერს

აგვისტოში, თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი ქალიშვილი, ტატა რევიშვილი ემსხვერპლა. ოჯახის ტრაგედია მთელმა ქვეყანამ გულთან ახლოს მიიტანა და სამძიმარი გამოხატა...

თიკო ჩხეიძე ქალიშვილის შესახებ ხშირად წერს სოციალურ ქსელში. ემოციური პოსტების კომენტარებში, რევიშვილების ოჯახს გამძლეობას უსურვებენ. ახლახან, თიკო ჩხეიძემ "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ქალიშვილის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მისი თქმით, პირველად ტატას გარდაცვალების შემდეგ ნახა. ვიდეოში 9 წლის გოგონა რუსულად საუბრობს და ამბობს რომ ის "კოსმოსური ცნობიერებაა", შეუძლია გაქრეს და გახდეს უხილავი...

"ეს ვიდეო პირველად რომ ვნახე, ტატა უკვე აღარ მყავდა. ტელეფონი ხელიდან გამივარდა... შეეცადეთ დატკბეთ ყოველი დღით თქვენ შვილებთან ურთიერთობით! ადამიანს შვილზე დიდი ბედნიერება არ გააჩნია. მათ ზემოთ არაფერი დგას, გარდა ღმერთისა (ღმერთი, რომელზეც რაც არ უნდა ნაწყენი იყო ან გაბრაზებული, მაინც თავდახრილი თხოვ მიტევებას) შვილი არის გვირგვინი, სინათლე ადამიანის ცხოვრების.

შეეცადეთ აუსრულოდ მათ სურვილები, უბრალოდ არ უნდა დაგეზაროთ მათი სურვილის მოსმენა, მათთან საუბარი. აღმოაჩენთ რომ მათ ჩვენთან ჩახუტების და სიყვარულის გარდა, თითქმის არ აქვთ სხვა სურვილები... და რამდენ სიყვარულს ვკარგავთ ყოველდღე" - წერს თიკო ჩხეიძე ქალიშვილის შესახებ.

"ჩემი სამივე შვილი ჩვეულებრივად განაგრძობს სკოლაში და ბაღში სიარულს" - რას წერს ამირან გამყრელიძის ვაჟი "ფეისბუქში"

რა ხდებოდა "ფეისბუქზე", როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ფოტოები, შარჟები და ცნობილების პოსტები

"შევედით პალატაში, თვალები ღია ჰქონდა, გვიყურებდა, თუმცა საუბარი არ შეეძლო" - რას წერს კოკო გამსახურდია ძმის მდგომარეობაზე