სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რეგიონში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა, რომლითაც კობიდან გუდაურში 15 წუთში მოხვდებით
რეგიონში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა, რომლითაც კობიდან გუდაურში 15 წუთში მოხვდებით

გუ­და­ურ­ში კო­ბი­დან გა­დას­ვლა მალე სა­ბა­გი­რო გზით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ყვე­ლა­ზე გრძე­ლი სა­ბა­გი­რო გზის მშე­ნებ­ლო­ბა 2017 წლის ბო­ლოს და­ი­წყო და 15 დე­კემ­ბერს დას­რულ­დე­ბა. სა­ბა­გი­რო­თი არა მარ­ტო მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი არა­მედ მო­სახ­ლე­ო­ბაც ისარ­გებ­ლებს.

7.5 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გზის გავ­ლა, რო­მე­ლიც ჯვრის უღელ­ტე­ხილს გვერდს აუვ­ლის, 15 წუთ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. კობი-გუ­და­უ­რის სა­ბა­გი­რო გზა რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე გრძე­ლი იქ­ნე­ბა. სა­ბა­გი­რო გზის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 82 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს შპს "ფერი" ახორ­ცი­ე­ლებს.

მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, როცა ზამ­თარ­ში, დიდ­თოვ­ლო­ბის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის დროს, ჯვრის უღელ­ტე­ხილ­ზე გა­მა­ვა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა ჩა­კე­ტი­ლია, მსურ­ვე­ლე­ბი ყაზ­ბე­გი­დან გუ­და­ურ­ში გა­დას­ვლას სა­ბა­გი­რო­თი შეძ­ლე­ბენ.

"კო­ბი­დან გუ­და­ურ­ში და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა სა­თხი­ლა­მუ­რო სე­ზო­ნის გახ­სნის­თვის უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მშე­ნებ­ლო­ბა 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ტექ­ნი­კუ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იყო. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კო­ბის და­სა­წყი­სი­დან გუ­და­ურ­ში გა­დახ­ვალ 15 წუთ­ში.

მთლი­ა­ნად ჯვრის უღელ­ტე­ხილს გვერდს აუვ­ლის, ანუ კო­ბი­დან გუ­და­ურ­ში გა­და­დის და ჩერ­დე­ბა ზუს­ტად იმ ად­გი­ლას, სა­დაც დღეს გუ­და­უ­რის ცენ­ტრა­ლუ­რი სად­გუ­რია. კო­ბი­დან პირ­და­პირ ცენ­ტრა­ლურ სად­გურს უკავ­შირ­დე­ბა. ამი­ტომ, გარ­და მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი­სა, ამ სა­ბა­გი­რო­თი სარ­გებ­ლო­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა ზვა­ვის დროს.

პა­რა­ლე­ლუ­რად კეთ­დე­ბა სა­თხი­ლა­მუ­რი ტრა­სე­ბი, რო­მე­ლიც და­ტესტვის რე­ჟიმ­ში იქ­ნე­ბა და მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნის­თვის სრუ­ლი დატ­ვირ­თვით იმუ­შა­ვებს", - უთხრა AMBEBI.GE-ს გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ამ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რეგიონში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა, რომლითაც კობიდან გუდაურში 15 წუთში მოხვდებით

რეგიონში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა, რომლითაც კობიდან გუდაურში 15 წუთში მოხვდებით

გუდაურში კობიდან გადასვლა მალე საბაგირო გზით იქნება შესაძლებელი. ყველაზე გრძელი საბაგირო გზის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდება. საბაგიროთი არა მარტო მოთხილამურეები არამედ მოსახლეობაც ისარგებლებს.

7.5 კილომეტრიანი გზის გავლა, რომელიც ჯვრის უღელტეხილს გვერდს აუვლის, 15 წუთში იქნება შესაძლებელი. კობი-გუდაურის საბაგირო გზა რეგიონში ყველაზე გრძელი იქნება. საბაგირო გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 82 მილიონი ლარი დაიხარჯა სამშენებლო სამუშაოებს შპს "ფერი" ახორციელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შენგელიას განცხადებით, როცა ზამთარში, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, ჯვრის უღელტეხილზე გამავალი საავტომობილო გზა ჩაკეტილია, მსურველები ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლას საბაგიროთი შეძლებენ.

"კობიდან გუდაურში დამაკავშირებელი გზის მშენებლობა სათხილამურო სეზონის გახსნისთვის უკვე დასრულებული იქნება. მშენებლობა 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტექნიკურად ძალიან რთულად შესასრულებელი სამუშაოები იყო. საბოლოო ჯამში კობის დასაწყისიდან გუდაურში გადახვალ 15 წუთში.

მთლიანად ჯვრის უღელტეხილს გვერდს აუვლის, ანუ კობიდან გუდაურში გადადის და ჩერდება ზუსტად იმ ადგილას, სადაც დღეს გუდაურის ცენტრალური სადგურია. კობიდან პირდაპირ ცენტრალურ სადგურს უკავშირდება. ამიტომ, გარდა მოთხილამურეებისა, ამ საბაგიროთი სარგებლობა ყველა ადამიანს შეეძლება ზვავის დროს.

პარალელურად კეთდება სათხილამური ტრასები, რომელიც დატესტვის რეჟიმში იქნება და მომავალი სეზონისთვის სრული დატვირთვით იმუშავებს", - უთხრა AMBEBI.GE-ს გიორგი შენგელიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ