ავტორი:

მიხეილ გიორგაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს

მიხეილ გიორგაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან თურქეთის ერთ–ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

„მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა არ გართულებულა, ჩვეულებრივ სტაბილურია. იგი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს“, – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს მიხეილ გიორგაძეს ავარიის შედეგად თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

მიხეილ გიორგაძე ავარიაში 18 ნოემბერს მოყვა. შემთხვევა ყვარელში მოხდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ