სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თუ გინდა, შენი ძმა ცოცხალი დარჩეს, 8 "პრადოს" იყიდი და აქ დააყენებო" - ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც  "ნაცმოძრაობის" საწინააღმდეგო ბანერები დაუკვეთა
"თუ გინდა, შენი ძმა ცოცხალი დარჩეს, 8 "პრადოს" იყიდი და აქ დააყენებო" - ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც  "ნაცმოძრაობის" საწინააღმდეგო ბანერები დაუკვეთა

რო­გორც ირ­კვე­ვა, ბა­ნე­რე­ბის "არა ნა­ცებს, არა ბო­რო­ტე­ბას", რო­მელ­ზეც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი არი­ან გა­მო­სა­ხუ­ლი, დამ­კვე­თი წი­ნან­დლის ღვი­ნის ქარ­ხნის მფლო­ბე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ალექ­სან­დრე მე­გუთ­ნიშ­ვი­ლია."რუს­თა­ვი 2"-თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას მან გა­ნა­ცხა­და, რომ ის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ამ ფორ­მით მან სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა სცა­და.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ალექ­სან­დრე მე­გუთ­ნიშ­ვილ­თან 2013 წელს ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვიუ. გთავ­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

სან­დრო მე­გუთ­ნიშ­ვი­ლი:

- "რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ბიზ­ნესს მივ­ყა­ვი ხელი. ჩემს მე­გობ­რებს აქვთ ღვი­ნის ქარ­ხა­ნა, რომ­ლის დი­რექ­ტო­რიც წი­ნან­დალ­ში მე ვარ. 2010 წლის აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში და­მი­რე­კა კა­ხე­თის კუდ-ის თა­ნამ­შრო­მელ­მა, ვინ­მე ზაზა უზუ­ნაშ­ვილ­მა - 12 სა­ათ­ზე დათო ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს­თან უნდა მოხ­ვი­დეო. ლორ­თქი­ფა­ნი­ძის კა­ბი­ნეტ­ში დამ­ხვდნენ თე­ლა­ვის მარ­ნის დი­რექ­ტო­რი რა­მა­ზაშ­ვი­ლი, თე­ლა­ვის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის მთა­ვა­რი ექი­მი ყამ­ბა­რაშ­ვი­ლი და ჯარ­თის მიმ­ღე­ბი პუნ­ქტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი. ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ გვი­თხრა, - ყვე­ლამ ათ-ათი ათა­სი (დო­ლა­რი) უნდა მო­ი­ტა­ნოთ, ვინც არ მო­ი­ტანს, დე­დას მ...თ, მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მივ­ცემთ, ჩვენ­ზე დიდი მტე­რი არ ეყო­ლე­ბაო, თან და­ა­მა­ტა, ჩვენ­თვის არ გვინ­და, ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა, აფხა­ზე­თის რა­დი­ოს უნდა ჩა­ვუ­რი­ცხო­თო (?!). ვუ­თხა­რი, მე­პატ­რო­ნე ერე­ვან­შია, მე ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა არ შე­მიძ­ლია, თუმ­ცა პი­რა­დად 2.000 დო­ლარს დღეს­ვე მო­გარ­თმევთ და როცა მე­პატ­რო­ნე დაბ­რუნ­დე­ბა, რა­საც ყვე­ლა გა­და­იხ­დის, ჩვენც იმას გა­და­ვიხ­დით-მეთ­ქი (გა­გე­ბუ­ლი მქონ­და, რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის სი­ცო­ცხლე ჰქონ­დათ გამ­წა­რე­ბუ­ლი, კა­ხეთ­ში კუდ-ის ხსე­ნე­ბა თავ­ზარს სცემ­დათ, ის იყო რე­გი­ო­ნის ბა­ტონ-პატ­რო­ნი - რთვლო­ბას კაი ბიჭი იყა­ვი, ღა­მის 3 სა­ათ­ზე კუდ-ი რომ და­რე­კავ­და, ქარ­ხა­ნა არ გა­გე­ღო).

ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ თავი და­მიქ­ნია და - წადი, წადი, ფული იშო­ვეო. გა­მო­ვე­დით. თე­ლა­ვის მარ­ნის დი­რექ­ტო­რი ვერ იცნო. მკი­თხა, ვინ არი­სო, ზურა რა­მა­ზაშ­ვი­ლია-მეთ­ქი. მერე რა "ნე­და­ვოლ­ნი" ჩან­დაო (კაცს 10 000-ს აწერ­დნენ და თან კმა­ყო­ფი­ლიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო). ერთ სა­ათ­ში უზუ­ნაშ­ვილ­მა ისევ და­მი­რე­კა - დღეს­ვე თუ არ მო­ი­ტან ფულს, საქ­მე ცუ­დად წა­გი­ვაო. თე­ლა­ვის ბა­ზარ­ში ნაც­ნო­ბი მე­ვა­ლუ­ტე­ე­ბის­გან 1.000 დო­ლა­რი ვი­სეს­ხე... მეტი ვერ ვი­შო­ვე-მეთ­ქი. მაგ საქ­ცი­ელ­ზე უფ­რო­სე­ბი გამ­წარ­დე­ბი­ა­ნო, მი­თხრა, თან და­მე­მუქ­რა, მერე ვნა­ხავთ, ფული ვის აქვს და ვის არაო. ნარ­კო­მა­ნი არ ვარ და ყა­ჩა­ღი, ჩემ­თვის ვშრო­მობ და რა უნდა და­მაბ­რა­ლოთ, ან რაში მახ­დე­ვი­ნებთ ფულს-მეთ­ქი, - მი­ვა­ხა­ლე და გულ­მო­სუ­ლი წა­მო­ვე­დი.

სამი კვი­რის მერე ქარ­ხა­ნა­ში ზურა გრძე­ლიშ­ვილ­მა მო­მა­კი­თხა. შო­რი­დან ვიც­ნობ­დი, რა­ღაც პა­ტა­რა სა­წარ­მო ჰქონ­და. ჩემ­თან სამი მუშა იყო - ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ლექ­სო, გი­ორ­გი აბა­ში­ძე და ვა­ლე­რი ზარ­ნა­ძე. ზურა შო­რი­ახ­ლოს გა­ჩერ­და და ბი­ჭებს გა­და­ხე­და. და­ვუ­ძა­ხე, - მოდი, რითი შე­მიძ­ლია და­გეხ­მა­რო-მეთ­ქი. ჯერ მი­თხრა, ცალ­კე მინ­და გე­ლა­პა­რა­კოო, მერე მო­უ­ლოდ­ნე­ლად მკი­თხა, - ყუ­რძენს არ იბა­რებ­თო? რა დროს ჩა­ბა­რე­ბაა, სექ­ტემ­ბრი­დან ვი­წყებთ-მეთ­ქი. რა ფა­სა­დო. ჯერ არ ვიცი-მეთ­ქი. წა­სას­ვლე­ლად მიბ­რუნ­და, მერე მოტ­რი­ალ­და და - დე­დას მ...ვთო. გა­ვოც­დი. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ეცა - ვის ლან­ძღა­ვო. წა­კინ­კლავ­დნენ. გრძე­ლიშ­ვილ­მა და­იყ­ვი­რა, - ნა­ხეთ, ამ უზ­რდე­ლო­ბის­თვის რაც მო­გი­ვათ, კუდ-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარო. ელდა მეცა. ლექ­სოს და­ვუყ­ვი­რე, ხელი არ და­ა­კა­რო, მოგ­ზავ­ნი­ლია-მეთ­ქი. იმ წუთ­ში და­ვუ­რე­კე ჩემს ძმას - გრძე­ლიშ­ვილ­მა დედა გვა­გი­ნა და კუდ-ის სა­ხე­ლით დაგ­ვე­მუქ­რა, მიშ­ვე­ლე-მეთ­ქი - ჩემი ძმა წი­ნან­დლის გამ­გე­ბე­ლი იყო. წა­ვე­დით თე­ლავ­ში. გუ­ბერ­ნა­ტორ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ პეტ­რე კიკ­ნა­ძე და ალე­კო კა­ხი­ძე. ორი­ვეს მო­ვუ­ყე­ვი ყვე­ლა­ფე­რი. კა­ხი­ძე გუ­ბერ­ნა­ტორ­თან შე­ვი­და, გა­მო­ვი­და და და­მამ­შვი­და, - ნუ გე­ში­ნია, ქვე­ყა­ნა ჩა­ლით კი არ არის და­ხუ­რუ­ლი! წადი, იმუ­შა­ვე, ხელს არა­ვინ გახ­ლებ­სო.

სა­ღა­მოს 7 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, შინ და­მი­რე­კა უზუ­ნაშ­ვილ­მა - შენი ნახ­ვა მინ­და, ქარ­ხა­ნა­ში მო­დიო. მი­ვე­დი. და­რა­ჯი გა­ვაფრ­თხი­ლე, - უზუ­ნაშ­ვი­ლი შე­მო­უშ­ვი-მეთ­ქი. 8 მან­ქა­ნით მო­ვიდ­ნენ. ყვე­ლა იქ იყო: ლორ­თქი­ფა­ნი­ძე (ოპე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი), კა­ხე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ქო­ქი­აშ­ვი­ლი, თე­ლა­ვის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ბეჟა­ნიშ­ვი­ლი... აყ­ვირ­დნენ, - და­ნარ­ჩე­ნე­ბი სად არი­ა­ნო (ანუ ის სამი მუშა). იმათ რას ერ­ჩით-მეთ­ქი. ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ - ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი რომ შე­მო­დის, უნდა წა­მო­უდ­გე­თო. ავუხ­სე­ნი, რომ გრძე­ლიშ­ვილ­მა თა­ვად და­ი­წყო გი­ნე­ბა, მის­თვის ხელი არა­ვის და­უ­კა­რე­ბია. გამ­წა­რე­ბულ­მა მი­ვა­ხა­ლე - ეს იმი­ტომ ხდე­ბა, 10.000 რომ არ მო­გი­ტა­ნეთ-მეთ­ქი. ჩამ­სვეს ბეჟა­ნიშ­ვი­ლის მან­ქა­ნა­ში და წა­მიყ­ვა­ნეს თე­ლა­ვის პო­ლი­ცი­ა­ში. შე­მიყ­ვა­ნეს ცალ­კე კა­ბი­ნეტ­ში. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი და ის ორი ბიჭი თა­ვი­სი ფე­ხით მო­ვიდ­ნენ, მა­მა­ჩე­მი და ჩემი ძმაც მოჰ­ყვნენ. ყვე­ლა ცალ-ცალ­კე შეგ­ვიყ­ვა­ნეს. შე­მო­ვი­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი. 5 წუთ­ში ქო­ქი­აშ­ვი­ლი და ლა­ლი­აშ­ვი­ლი (კუდ-ის უფ­რო­სი) შე­მოც­ვივ­დნენ. ლა­ლი­აშ­ვი­ლი ვერ­ცხლის­ფერ "ბე­რე­ტას" ატ­რი­ა­ლებ­და, - დაგბ­რი­დავ­თო. ზურა, შე­მიძ­ლია ხატ­ზე და­ვი­ფი­ცო, რომ ხელი არ და­მი­კა­რე­ბია შენი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის-მეთ­ქი. და­მი­წყეს ცემა, ხელ­საც ვერ ვუბ­რუ­ნებ­დი... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"თუ გინდა, შენი ძმა ცოცხალი დარჩეს, 8 "პრადოს" იყიდი და აქ დააყენებო" - ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც  "ნაცმოძრაობის" საწინააღმდეგო ბანერები დაუკვეთა

"თუ გინდა, შენი ძმა ცოცხალი დარჩეს, 8 "პრადოს" იყიდი და აქ დააყენებო" - ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც  "ნაცმოძრაობის" საწინააღმდეგო ბანერები დაუკვეთა

როგორც ირკვევა, ბანერების "არა ნაცებს, არა ბოროტებას", რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები არიან გამოსახული, დამკვეთი წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ბიზნესმენი, ალექსანდრე მეგუთნიშვილია."რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას მან განაცხადა, რომ ის წინა ხელისუფლების დროს სრულიად უკანონოდ იყო დაკავებული და ამ ფორმით მან საკუთარი პოზიციის გამოხატვა სცადა.

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება ალექსანდრე მეგუთნიშვილთან 2013 წელს ჩაწერილი ინტერვიუ. გთავზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

სანდრო მეგუთნიშვილი:

- "რამდენიმე წელია, ბიზნესს მივყავი ხელი. ჩემს მეგობრებს აქვთ ღვინის ქარხანა, რომლის დირექტორიც წინანდალში მე ვარ. 2010 წლის აგვისტოს დასაწყისში დამირეკა კახეთის კუდ-ის თანამშრომელმა, ვინმე ზაზა უზუნაშვილმა - 12 საათზე დათო ლორთქიფანიძესთან უნდა მოხვიდეო. ლორთქიფანიძის კაბინეტში დამხვდნენ თელავის მარნის დირექტორი რამაზაშვილი, თელავის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ყამბარაშვილი და ჯართის მიმღები პუნქტების მფლობელები. ლორთქიფანიძემ გვითხრა, - ყველამ ათ-ათი ათასი (დოლარი) უნდა მოიტანოთ, ვინც არ მოიტანს, დედას მ...თ, მუშაობის საშუალებას არ მივცემთ, ჩვენზე დიდი მტერი არ ეყოლებაო, თან დაამატა, ჩვენთვის არ გვინდა, ქვეყანას სჭირდება, აფხაზეთის რადიოს უნდა ჩავურიცხოთო (?!). ვუთხარი, მეპატრონე ერევანშია, მე ფინანსური საკითხების გადაწყვეტა არ შემიძლია, თუმცა პირადად 2.000 დოლარს დღესვე მოგართმევთ და როცა მეპატრონე დაბრუნდება, რასაც ყველა გადაიხდის, ჩვენც იმას გადავიხდით-მეთქი (გაგებული მქონდა, რამდენიმე ბიზნესმენისთვის სიცოცხლე ჰქონდათ გამწარებული, კახეთში კუდ-ის ხსენება თავზარს სცემდათ, ის იყო რეგიონის ბატონ-პატრონი - რთვლობას კაი ბიჭი იყავი, ღამის 3 საათზე კუდ-ი რომ დარეკავდა, ქარხანა არ გაგეღო).

ლორთქიფანიძემ თავი დამიქნია და - წადი, წადი, ფული იშოვეო. გამოვედით. თელავის მარნის დირექტორი ვერ იცნო. მკითხა, ვინ არისო, ზურა რამაზაშვილია-მეთქი. მერე რა "ნედავოლნი" ჩანდაო (კაცს 10 000-ს აწერდნენ და თან კმაყოფილიც უნდა ყოფილიყო). ერთ საათში უზუნაშვილმა ისევ დამირეკა - დღესვე თუ არ მოიტან ფულს, საქმე ცუდად წაგივაო. თელავის ბაზარში ნაცნობი მევალუტეებისგან 1.000 დოლარი ვისესხე... მეტი ვერ ვიშოვე-მეთქი. მაგ საქციელზე უფროსები გამწარდებიანო, მითხრა, თან დამემუქრა, მერე ვნახავთ, ფული ვის აქვს და ვის არაო. ნარკომანი არ ვარ და ყაჩაღი, ჩემთვის ვშრომობ და რა უნდა დამაბრალოთ, ან რაში მახდევინებთ ფულს-მეთქი, - მივახალე და გულმოსული წამოვედი.

სამი კვირის მერე ქარხანაში ზურა გრძელიშვილმა მომაკითხა. შორიდან ვიცნობდი, რაღაც პატარა საწარმო ჰქონდა. ჩემთან სამი მუშა იყო - ჩემი ბიძაშვილი ლექსო, გიორგი აბაშიძე და ვალერი ზარნაძე. ზურა შორიახლოს გაჩერდა და ბიჭებს გადახედა. დავუძახე, - მოდი, რითი შემიძლია დაგეხმარო-მეთქი. ჯერ მითხრა, ცალკე მინდა გელაპარაკოო, მერე მოულოდნელად მკითხა, - ყურძენს არ იბარებთო? რა დროს ჩაბარებაა, სექტემბრიდან ვიწყებთ-მეთქი. რა ფასადო. ჯერ არ ვიცი-მეთქი. წასასვლელად მიბრუნდა, მერე მოტრიალდა და - დედას მ...ვთო. გავოცდი. ჩემი ბიძაშვილი ეცა - ვის ლანძღავო. წაკინკლავდნენ. გრძელიშვილმა დაიყვირა, - ნახეთ, ამ უზრდელობისთვის რაც მოგივათ, კუდ-ის თანამშრომელი ვარო. ელდა მეცა. ლექსოს დავუყვირე, ხელი არ დააკარო, მოგზავნილია-მეთქი. იმ წუთში დავურეკე ჩემს ძმას - გრძელიშვილმა დედა გვაგინა და კუდ-ის სახელით დაგვემუქრა, მიშველე-მეთქი - ჩემი ძმა წინანდლის გამგებელი იყო. წავედით თელავში. გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის მოადგილეები იყვნენ პეტრე კიკნაძე და ალეკო კახიძე. ორივეს მოვუყევი ყველაფერი. კახიძე გუბერნატორთან შევიდა, გამოვიდა და დამამშვიდა, - ნუ გეშინია, ქვეყანა ჩალით კი არ არის დახურული! წადი, იმუშავე, ხელს არავინ გახლებსო.

საღამოს 7 საათი იქნებოდა, შინ დამირეკა უზუნაშვილმა - შენი ნახვა მინდა, ქარხანაში მოდიო. მივედი. დარაჯი გავაფრთხილე, - უზუნაშვილი შემოუშვი-მეთქი. 8 მანქანით მოვიდნენ. ყველა იქ იყო: ლორთქიფანიძე (ოპერაციის ხელმძღვანელი), კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ქოქიაშვილი, თელავის პოლიციის უფროსი ბეჟანიშვილი... აყვირდნენ, - დანარჩენები სად არიანო (ანუ ის სამი მუშა). იმათ რას ერჩით-მეთქი. ლორთქიფანიძემ - ჩემი თანამშრომელი რომ შემოდის, უნდა წამოუდგეთო. ავუხსენი, რომ გრძელიშვილმა თავად დაიწყო გინება, მისთვის ხელი არავის დაუკარებია. გამწარებულმა მივახალე - ეს იმიტომ ხდება, 10.000 რომ არ მოგიტანეთ-მეთქი. ჩამსვეს ბეჟანიშვილის მანქანაში და წამიყვანეს თელავის პოლიციაში. შემიყვანეს ცალკე კაბინეტში. ჩემი ბიძაშვილი და ის ორი ბიჭი თავისი ფეხით მოვიდნენ, მამაჩემი და ჩემი ძმაც მოჰყვნენ. ყველა ცალ-ცალკე შეგვიყვანეს. შემოვიდა გამომძიებელი. 5 წუთში ქოქიაშვილი და ლალიაშვილი (კუდ-ის უფროსი) შემოცვივდნენ. ლალიაშვილი ვერცხლისფერ "ბერეტას" ატრიალებდა, - დაგბრიდავთო. ზურა, შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ ხელი არ დამიკარებია შენი თანამშრომლისთვის-მეთქი. დამიწყეს ცემა, ხელსაც ვერ ვუბრუნებდი... წაიკითხეთ სრულად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს