ავტორი:

"ამ პერიოდში უამრავი ჭორი, არასწორი ინფორმაციაა მოსალოდნელი" - როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე რეტროგრადული მერკური

"ამ პერიოდში უამრავი ჭორი, არასწორი ინფორმაციაა მოსალოდნელი" - როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე რეტროგრადული მერკური

16 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე მერკური რეტროგრადული იქნება. როგორ აისახება ეს მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე? ამასთან დაკავშირებით ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, კონტაქტებზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე, ინფორმაციაზე, ხელშეკრულებებზე, საბუთებზე, მგზავრობაზე, სწავლაზე, ვაჭრობასა და ნათესაურ კავშირებზე, შესაბამისად, ყველა პროცესი, რომელიც ამ თემებთანაა დაკავშირებული გარკვეული შეფერხებებით წარიმართება. ამიტომ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი ახლო მომავალში, სჯობს გადადოთ 7 დეკემბრამდე

ყველაზე მეტი ყურადღება მართებთ ბუღალტრებს, მწერლებს, ჟურნალისტებს, მთარგმნელებს, ასევე ყველას, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ქაღალდებთან და ციფრებთან.

ამ პერიოდში შეცდომების დაშვების, დეზინფორმაციის, არასწორი აღქმისა და გადმოცემის მაღალი ალბათობაა . გადაამოწმეთ თქვენს მიერ წარმოებული საქმეები. კააარგად დარწმუნდით, რომ სწორად გაიგეთ ინფორმაცია და ასევე, გადაამოწმეთ, ხომ სწორად გაიგო თქვენმა ოპონენტმა თქვენი ნათქვამი, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები. ისედაც უამრავი ჭორი, არასწორი ინფორმაციაა მოსალოდნელი ამ პერიოდში.

რთულდება ახალი ცოდნის აღება, ამიტომ მოთმინება გამოიჩინეთ. ასევე პრობლემაა კონცენტრაცია, სამუშაოში ჩართვა, გულის დადება

შეეცადეთ არანაირ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ან საბუთებს არ მოაწეროთ ხელი, მით უფრო, თუ ეს შენაძენს, ან ზოგადად ვაჭრობის სფეროს ეხება – დიდია ალბათობა რაღაც ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავდით, იყოს გაურკვევლობები და შეფერხებები, თუ თუ მაინც გიწევთ გარიგების დადება - ათასჯერ გადაამოწმეთ და გაეცანით ხელშეკრულების საგანს, შეისწავლეთ თითოეული პუნქტი სრულყოფილად

ნუ გასცემთ დაპირებებს - შემდეგ რთული იქნება მათი შესრულება.

არ არის სასურველი ახალი საიტის, ჟურნალ-გაზეთების გაშვება, სარეკლამო კამპანიის წამოწყება.

თუ არის საშუალება გადადეთ ტექნიკის შეძენა 3 კვირით, რადგან მერკური ტექნიკაცაა ამავდროულად (ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი და ა.შ.) და ზოგადად, სიფრთხილით მოეპყარით ნებისმიერ ტექნიკას, არის გაფუჭების, დაკარგვის ალბათობა.

თავი შეიკავეთ იმპულსური საყიდლებისგან, თუ მაინც გიწევთ შეძენა, კარგად შეამოწმეთ საქონელი წუნზე

გზებზე სიფრთხილე მართებთ მძღოლებს, ვინაიდან შესაძლოა დაბნეული, არაადეკვატური ქცევა სხვათა მხრიდან, შესაბამისად, არის მეტი ავარიის ალბათობა და ისედაც, შეამოწმეთ თქვენი ავტომობილი, შეირბინეთ პროფილაქტიკაში

კიდევ, გაფრთხილდით, არ გახდეთ ქურდობის მსხვერპლი.

სამაგიეროდ, ამ პერიოდში კარგი იქნება დაუმთავრებელი, გაწელილი საქმეების დასრულება, მოუწესრიგებელი საბუთების მოწესრიგება, მიცემული სიტყვის შესრულებაპერიოდი კარგია იმ სტუდენტებისთვის, ვისაც საგნის გადაბარება სჭირდება

თუ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება მერკურის რეტროგრადულ პერიოდს ემთხვევა, დიდი ალბათობით ეს ურთიერთობა მალე დასრულდება, ნუ გამოცდით ბედს

ამ პერიოდში შესაძლოა ძველმა ნაცნობებმა შეგახსენოთ თავი და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა

ეს პერიოდი კარგია ადამიანებისთვის, ვისაც ჰოროსკოპში რეტრო მერკური აქვს, მათ უამრავი ახალი შესაძლებლობა მიეცემათ. მათთვის პირიქით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იქნება".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს