"მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის დოკუმენტური ფილმის ბანერის ფოტოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გააზიარა. მისი თქმით, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.
"თვითონ გამოაკრა 48, ძალიან კარგად ვიცი ვისი მომხრეა და ვისი - არა. ამავე დროს გერმანულადაც ვკითხულობ. მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, მე თვითონ. ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?" - განაცხადა ზურაბიშვილმა.
გუშინ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გააზიარა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ბანერის ფოტო, რომელსაც რიცხვი 48 ეწერა და დააწერა "მადლობა ხატიას". ცნობილია, რომ ხატია ბუნიათიშვილი მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაბის" მხარდამჭერია. როცა ზურაბიშვილის პოსტს ფეისბუქში ქილიკი მოჰყვა, პრეზიდენტობის კანდიდატის გვერდიდა სამადლობელი პოსტი გაქრა.