სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბერა ქორწილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს "ფეისბუქზე" ეხმაურება - "იმდენი წყევლა-კრულვა, ბოღმა და შური დავინახე..."
ბერა ქორწილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს "ფეისბუქზე" ეხმაურება - "იმდენი წყევლა-კრულვა, ბოღმა და შური დავინახე..."

ექ­სპრე­მი­ე­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი მის ქორ­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით ეხ­მა­უ­რე­ბა. ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ტყუ­ილს უწო­დებს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს მისი ჯვრის­წე­რის გამო სვე­ტი­ცხოვ­ლი­დან მრევ­ლი გა­მო­უშ­ვეს.

"მე არ შე­მიძ­ლია ნა­ხევ­რად სიყ­ვა­რუ­ლი ან მე­გობ­რო­ბა, ნა­ხევ­რად ერ­თგუ­ლე­ბა ან მტრო­ბა. თუ მიყ­ვარს - მიყ­ვარს ბო­ლომ­დე, მთე­ლი გუ­ლით, და ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ვი­მე­ტებ ყვე­ლა­ფერს რაც მა­ბა­დია: დროს, ემო­ცი­ებს, ძა­ლას და თა­ვად სი­ცო­ცხლე­საც. დღეს, ისე რო­გორც არას­დროს, ჩემს გულ­ში სიყ­ვა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა მე­ფობს.

ნიც­შე სიყ­ვა­რულს სი­ნათ­ლეს ადა­რებ­და ("სიყ­ვა­რუ­ლი ნუ­გე­ში არაა, ის თა­ვად სი­ნათ­ლეა") და მეც გულ­წრფე­ლად მინ­დო­და, რომ ჩემი სიყ­ვა­რუ­ლის სი­ნათ­ლეს, თუნ­დაც ერთი დღით, გა­ე­ნა­თე­ბი­ნა ყვე­ლას გული, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­საც, მაგ­რამ შევ­ცდი.

იმ­დე­ნი წყევ­ლა-კრულ­ვა, ლან­ძღვა-გი­ნე­ბა, ბოღ­მა და შური და­ვი­ნა­ხე, რომ წა­მი­ე­რად კი­ნა­ღამ და­ვე­თან­ხმე ნიც­შეს, რო­მე­ლიც წერ­და, რომ "ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე ბო­რო­ტი ცხო­ვე­ლია". ამი­ტო­მაც ახლა მივ­მარ­თავ მათ, ვისი გო­ნე­ბაც ბოღ­მი­თა და შუ­რით არ არის შე­ბინ­დუ­ლი და ვი­საც უბ­რა­ლოდ მა­ვან­თა პო­ლი­ტი­კურ­მა ან­გა­ჟი­რე­ბამ სი­მარ­თლე არ და­ა­ნა­ხა.

და­ვი­წყებ იმით, რომ ეკ­ლე­სი­ი­დან არც არა­ვინ გა­მო­უ­ძე­ვე­ბი­ათ და არც არა­ვის­თვის ლოც­ვა არ აუკ­რძა­ლავთ. ეს უბ­რა­ლოდ უტი­ფა­რი ტყუ­ი­ლია, რო­მე­ლიც მის გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა სინ­დი­სის­თვის მი­მინ­დვია.

ჩემ­მა აწ უკვე მე­უღ­ლემ კი, ეკ­ლე­სი­ა­ში მოს­ვლა 20 წუ­თით და­აგ­ვი­ა­ნა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ცობ­ში მოხ­ვდა. შე­სა­ბა­მი­სად, იოლი მი­სახ­ვედ­რია, რომ ჩვე­ნი მან­ქა­ნე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, ქა­ლაქ­ში გზე­ბი არა­ვის გა­და­უ­კე­ტავს.

არც ქორ­წი­ლის მომ­ზა­დე­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით ყვა­ვი­ლე­ბის მორ­თვას მოჰ­ყო­ლია იმ თან­ხის ხარ­ჯვა, რა­ზე­დაც ასე აპე­ლი­რებ­დნენ გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში იყო, ვი­ნა­ი­დან ზო­მი­ე­რე­ბა ჩემი ოჯა­ხის და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნია. და თუ იმ დღეს რა­მე­ში გა­მო­ი­ხა­ტა ზო­მი­ე­რე­ბის და­კარ­გვა - მხო­ლოდ მე­გობ­რულ ერ­თგუ­ლე­ბა­ში, სიყ­ვა­რულ­ში, სი­ხა­რულ­სა და ერ­თად დგო­მა­ში.

ჩემი ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არაფ­რით არ უკავ­შირ­დე­ბა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­სა და სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრებს, შე­სა­ბა­მი­სად, გა­უ­გე­ბა­რია კრი­ტი­კოს­თა პრე­ტენ­ზი­ე­ბი და­ხარ­ჯუ­ლი სახ­სრე­ბის მო­ცუ­ლო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. არ მეს­მის, რაზე უნდა ვა­ბა­რებ­დე მათ ან­გა­რიშს?!

ქველ­მოქ­მე­დე­ბა სუ­ლი­ე­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა და არა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნი სი­კე­თეს ში­ნა­გა­ნი მო­თხოვ­ნი­ლე­ბით აკე­თებს, და თუ ქველ­მოქ­მე­დე­ბა რა­ი­მე სა­ხის ვალ­დე­ბუ­ლე­ბით იტ­ვირ­თე­ბა, მა­შინ ის კარ­გავს თა­ვის არსსა და მადლს. მინ­და ყვე­ლას ვუ­სურ­ვო, რომ გა­უხ­სნან გული სიყ­ვა­რულს. მხო­ლოდ სიყ­ვა­რულს ძა­ლუძს გა­ხა­დოს ადა­მი­ა­ნი უფრო ძლი­ე­რი, ქალი უფრო ლა­მა­ზი, მა­მა­კა­ცი უფრო კე­თი­ლი, სული უფრო მსუ­ბუ­ქი, ცხოვ­რე­ბა კი უფრო მშვე­ნი­ე­რი!" - წერს ბერა.

შე­გახ­სე­ნებთ, სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟმა ჯვა­რი 11 ნო­ემ­ბერს და­ი­წე­რა. ბე­რას მეჯ­ვა­რე­ე­ბი მისი უმ­ცრო­სი ძმა ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი და რე­პე­რი ამი­კო ჯა­ნე­ლი­ძე არი­ან. ჯვრის­წე­რის შემ­დეგ ქორ­წი­ლი კო­ჯორ­თან მდე­ბა­რე კომ­პლექსში Bioli Hall-ში გა­ი­მარ­თა. ქორ­წი­ლის­თვის მთლი­ა­ნი კომ­პლექ­სი უამ­რა­ვი ყვა­ვი­ლით იყო მორ­თუ­ლი.

ფოტო: LIU Studio, Save Moment Studio

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ბერა ქორწილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს "ფეისბუქზე" ეხმაურება - "იმდენი წყევლა-კრულვა, ბოღმა და შური დავინახე..."

ბერა ქორწილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს "ფეისბუქზე" ეხმაურება - "იმდენი წყევლა-კრულვა, ბოღმა და შური დავინახე..."

ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი მის ქორწილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება. ბერა ივანიშვილი ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი ჯვრისწერის გამო სვეტიცხოვლიდან მრევლი გამოუშვეს.

"მე არ შემიძლია ნახევრად სიყვარული ან მეგობრობა, ნახევრად ერთგულება ან მტრობა. თუ მიყვარს - მიყვარს ბოლომდე, მთელი გულით, და ამ სიყვარულისთვის ვიმეტებ ყველაფერს რაც მაბადია: დროს, ემოციებს, ძალას და თავად სიცოცხლესაც. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩემს გულში სიყვარული და ბედნიერება მეფობს.

ნიცშე სიყვარულს სინათლეს ადარებდა ("სიყვარული ნუგეში არაა, ის თავად სინათლეა") და მეც გულწრფელად მინდოდა, რომ ჩემი სიყვარულის სინათლეს, თუნდაც ერთი დღით, გაენათებინა ყველას გული, მათ შორის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისაც, მაგრამ შევცდი.

იმდენი წყევლა-კრულვა, ლანძღვა-გინება, ბოღმა და შური დავინახე, რომ წამიერად კინაღამ დავეთანხმე ნიცშეს, რომელიც წერდა, რომ "ადამიანი ყველაზე ბოროტი ცხოველია". ამიტომაც ახლა მივმართავ მათ, ვისი გონებაც ბოღმითა და შურით არ არის შებინდული და ვისაც უბრალოდ მავანთა პოლიტიკურმა ანგაჟირებამ სიმართლე არ დაანახა.

დავიწყებ იმით, რომ ეკლესიიდან არც არავინ გამოუძევებიათ და არც არავისთვის ლოცვა არ აუკრძალავთ. ეს უბრალოდ უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიმინდვია.

ჩემმა აწ უკვე მეუღლემ კი, ეკლესიაში მოსვლა 20 წუთით დააგვიანა, მხოლოდ იმიტომ, რომ საცობში მოხვდა. შესაბამისად, იოლი მისახვედრია, რომ ჩვენი მანქანების გასატარებლად, ქალაქში გზები არავის გადაუკეტავს.

არც ქორწილის მომზადებას და განსაკუთრებით ყვავილების მორთვას მოჰყოლია იმ თანხის ხარჯვა, რაზედაც ასე აპელირებდნენ გაბოროტებული ადამიანები. ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია. და თუ იმ დღეს რამეში გამოიხატა ზომიერების დაკარგვა - მხოლოდ მეგობრულ ერთგულებაში, სიყვარულში, სიხარულსა და ერთად დგომაში.

ჩემი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არაფრით არ უკავშირდება ქვეყნის ბიუჯეტსა და სახელმწიფო სახსრებს, შესაბამისად, გაუგებარია კრიტიკოსთა პრეტენზიები დახარჯული სახსრების მოცულობასთან მიმართებაში. არ მესმის, რაზე უნდა ვაბარებდე მათ ანგარიშს?!

ქველმოქმედება სულიერი მოთხოვნილებაა და არა ვალდებულება. ადამიანი სიკეთეს შინაგანი მოთხოვნილებით აკეთებს, და თუ ქველმოქმედება რაიმე სახის ვალდებულებით იტვირთება, მაშინ ის კარგავს თავის არსსა და მადლს. მინდა ყველას ვუსურვო, რომ გაუხსნან გული სიყვარულს. მხოლოდ სიყვარულს ძალუძს გახადოს ადამიანი უფრო ძლიერი, ქალი უფრო ლამაზი, მამაკაცი უფრო კეთილი, სული უფრო მსუბუქი, ცხოვრება კი უფრო მშვენიერი!" - წერს ბერა.

შეგახსენებთ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ჯვარი 11 ნოემბერს დაიწერა. ბერას მეჯვარეები მისი უმცროსი ძმა ცოტნე ივანიშვილი და რეპერი ამიკო ჯანელიძე არიან. ჯვრისწერის შემდეგ ქორწილი კოჯორთან მდებარე კომპლექსში Bioli Hall-ში გაიმართა. ქორწილისთვის მთლიანი კომპლექსი უამრავი ყვავილით იყო მორთული.

ფოტო: LIU Studio, Save Moment Studio

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ