სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოს ეროვნული ლატარია კონკურსს აცხადებს
საქართველოს ეროვნული ლატარია კონკურსს აცხადებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რია, ანი­მა­ცი­უ­რი რგო­ლის დამ­ზა­დე­ბის მიზ­ნით, ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის კონ­კურსს აცხა­დებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რი­ი­დან აც­ნო­ბეს, კონ­კურ­სის საპ­რი­ზო ფონ­დი 2500 ლა­რია, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რგო­ლის ავ­ტორს გა­და­ე­ცე­მა 1500 ლა­რის ფუ­ლა­დი პრე­მია, მისი ნა­მუ­შე­ვა­რი კი ჩა­ეშ­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რი­ის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ა­ში. საპ­რი­ზო ფონ­დის და­ნარ­ჩე­ნი თან­ხა გა­და­ნა­წილ­დე­ბა კონ­კურ­სის იმ მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე, რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბიც ათ სა­უ­კე­თე­სო ანი­მა­ცი­ურ რგოლს შო­რის მოხ­ვდე­ბა.

ანი­მა­ცი­უ­რი ვი­დე­ორ­გო­ლი უნდა იყოს 15-დან 17 წა­მამ­დე, უნდა ჯდე­ბო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რი­ის სა­რეკ­ლა­მო კონ­ცეფ­ცი­ა­ში და პა­სუ­ხობ­დეს კომ­პა­ნი­ის სლო­განს #და­უ­ჯე­რე­ნიშ­ნებს, #მო­გე­ბა­შე­უძ­ლი­აყ­ვე­ლას.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რი­ის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს ახალ­გაზ­რდა და ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის გა­მოვ­ლე­ნას და გა­ზარ­დოს მათ­ში მო­ტი­ვა­ცია.

"მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ სხვა­დას­ხვა სა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი და ამით რაც შე­იძ­ლე­ბა ბევრ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­როთ. ამ ეტაპ­ზე გა­მო­ვა­ცხა­დეთ კონ­კურ­სი ანი­მა­ცი­უ­რი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლის დამ­ზა­დე­ბის მიზ­ნით ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ ანი­მა­ცი­უ­რი რგო­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის­თვის სა­ჭი­რო ცოდ­ნას. ამით გვსურს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდას გა­ვუ­ჩი­ნოთ მო­ტი­ვა­ცია და ხელი შე­ვუ­წყოთ მათ წარ­მა­ტე­ბას", – გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა.

კონ­კურ­სი 15 ნო­ემ­ბერს და­ი­წყე­ბა და ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მსურ­ვე­ლებ­მა უნდა გაგ­ზავ­ნონ სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია მე­ილ­ზე: pr@lotto.ge და და­ა­ფიქ­სი­რონ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველოს ეროვნული ლატარია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ლატარია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ლატარია, ანიმაციური რგოლის დამზადების მიზნით, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული ლატარიიდან აცნობეს, კონკურსის საპრიზო ფონდი 2500 ლარია, გამარჯვებული რგოლის ავტორს გადაეცემა 1500 ლარის ფულადი პრემია, მისი ნამუშევარი კი ჩაეშვება საქართველოს ეროვნული ლატარიის სარეკლამო კამპანიაში. საპრიზო ფონდის დანარჩენი თანხა გადანაწილდება კონკურსის იმ მონაწილეებზე, რომელთა ნამუშევრებიც ათ საუკეთესო ანიმაციურ რგოლს შორის მოხვდება.

ანიმაციური ვიდეორგოლი უნდა იყოს 15-დან 17 წამამდე, უნდა ჯდებოდეს საქართველოს ეროვნული ლატარიის სარეკლამო კონცეფციაში და პასუხობდეს კომპანიის სლოგანს #დაუჯერენიშნებს, #მოგებაშეუძლიაყველას.

საქართველოს ეროვნული ლატარიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას და გაზარდოს მათში მოტივაცია.

"მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, სხვადასხვა მიმართულებით განვახორციელოთ სხვადასხვა სახის სოციალური პროექტები და ამით რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ. ამ ეტაპზე გამოვაცხადეთ კონკურსი ანიმაციური სარეკლამო რგოლის დამზადების მიზნით ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ ანიმაციური რგოლების დამზადებისთვის საჭირო ცოდნას. ამით გვსურს, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას გავუჩინოთ მოტივაცია და ხელი შევუწყოთ მათ წარმატებას", – განაცხადა საქართველოს ეროვნული ლატარიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა.

კონკურსი 15 ნოემბერს დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია მეილზე: pr@lotto.ge და დააფიქსირონ კონკურსში მონაწილეობის სურვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი