სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან" - ჩერგოლეიშვილი "ერთი ოჯახის" შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე
"არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან" - ჩერგოლეიშვილი "ერთი ოჯახის" შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე

"ტა­ბუ­ლას" დი­რექ­ტო­რი, გიგა ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლე თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი გიგი უგუ­ლა­ვას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცახ­დე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა. ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის­თვის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა" და "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ ოჯა­ხად არ აქ­ცევს, რო­გორც ამას სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის ნდო­ბა რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, იქი­და­ნაც გა­მოჩ­ნდა, რა გან­ცხა­დე­ბაც გა­ა­კე­თა "ერთ ოჯახ­ზე".

ის, რომ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა, მას­თან ერთ ოჯა­ხად არა­ნა­ი­რად არ გვაქ­ცევს - მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლის რე­ა­ლო­ბად გა­სა­ღე­ბა, მისი საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტია.

არ­სე­ბო­ბენ წე­ბო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც კარს რომ უკე­ტავ, ფან­ჯრი­დან მოძ­ვრე­ბი­ან და იმათ ფან­ჯა­რაც და­კე­ტი­ლი უნდა და­ახ­ვედ­როო - ბე­ბი­ა­ჩემ­მა მას­წავ­ლა ჰალ­სტუ­ხის შეკ­ვრას­თან ერ­თად და ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჰელ­სინკში, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთ ლი­დერს, გიგი უგუ­ლა­ვას შეხ­ვდა. ჰელ­სინკში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" ყრი­ლო­ბას ეს­წრე­ბი­ან.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლი ერ­თო­ბა იქ­მნე­ბა, ბევ­რად უფრო ფარ­თო, ვიდ­რე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოა".

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" ყრი­ლო­ბა­ზე ვხვდე­ბით, იმი­ტომ რომ "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ" გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­ახ­ლო­ე­ბა­ში, სა­ერ­თო პლატ­ფორ­მის შექ­მნა­ში.

გიგი უგუ­ლა­ვას მად­ლო­ბა ვუ­თხა­რი მარ­თლა ძა­ლი­ან მა­გა­რი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის­თვის, რაც გა­ა­კე­თეს გი­გიმ და სხვა ლი­დე­რებ­მა. ეს არის ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის ბო­ლომ­დე დამ­კვიდ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათ ჰყავთ ძა­ლი­ან ბევ­რი აქ­ტი­ვის­ტი, მათ ჰყავთ ძა­ლი­ან ბევ­რი გულ­წრფე­ლი მომ­ხრე და ყვე­ლა­ნი მივ­ხვდით, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენ ვართ ერთი ოჯა­ხი, ჩვენ გვაქვს ერთი სამ­შობ­ლო, გვაქვს ერთი სა­მიზ­ნე, გვყავს ერთი მტე­რი და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გვაქვს გა­და­სარ­ჩე­ნი", - აღ­ნიშ­ნა სა­კაშ­ვილ­მა.

"ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის გიგა ბო­კე­რი­ას გან­ცხა­დე­ბით კი, "ივა­ნიშ­ვი­ლის მარ­ცხის შემ­დეგ, ისი­ნი და ენმ-ი კვლავ ოპო­ნენ­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან".

„ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს“, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და მთელ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღეს ერთი ამო­ცა­ნა გვაქვს - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბა და ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მშვი­დო­ბი­ა­ნად და არ­ჩევ­ნე­ბის გზით გაშ­ვე­ბა. ამას სჭირ­დე­ბა მე­ო­რე ტურ­ში გრი­გოლ ვა­შა­ძის გა­მარ­ჯვე­ბა, რა­საც სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა და პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა უნდა მოყ­ვეს, რათა არც ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას არ ჰქონ­დეს ისე­თი ძა­ლა­უფ­ლე­ბა რო­გო­რიც ჰქონ­და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ შემ­დეგ და მი­თუ­მე­ტეს, ივა­ნიშ­ვილს დღეს. ეს თქვა გიგი უგუ­ლა­ვამ და ეს პო­ზი­ცია არა­ერ­თხელ და­ვი­კა­ვეთ სა­ჯა­რო­დაც. ამის შემ­დგომ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ კვლავ ოპო­ნენ­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ერ­თმა­ნეთ­ში კონ­კუ­რენ­ცია ექ­ნე­ბათ და შემ­დეგ ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი გა­და­წყვეტს, ვინ იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ვინ - ოპო­ზი­ცი­ა­ში.

ეს პო­ზი­ცია სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბი­დან იყო ცნო­ბი­ლი - ჩვენ კონ­კუ­რენ­ტე­ბი და ოპო­ნენ­ტე­ბი ვართ, მაგ­რამ ეროვ­ნუ­ლი ამო­ცა­ნა გვაქვს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის რჩე­უ­ლი კან­დი­და­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­ვა­მარ­ცხოთ. ეს სჭირ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას და ამის­თვის ვუ­ჭერთ მე­ო­რე ტურ­ში მხარს გრი­გოლ ვა­შა­ძეს,“ - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

პარ­ტი­ის კი­დევ ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ "სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­სა და მე­ო­რე ტუ­რის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე ისა­უბ­რა.

„ამ დრო­ის­თვის ჯერ ისიც არ არის ცნო­ბი­ლი, თუ რო­დის და­ნიშ­ნა­ვენ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურს, მაგ­რამ როცა იქ­ნე­ბა, ეს გა­მარ­ჯვე­ბა ბო­ლომ­დე უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ. გრი­გოლ ვა­შა­ძე უნდა გახ­დეს პრე­ზი­დენ­ტი და უნდა ვიბ­რძო­ლოთ იმის­თვის, რომ რიგ­გა­რე­შე, პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს. დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბით უნდა და­ი­წყოს და შემ­დეგ უკვე რე­ა­ლუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა გან­სა­ზღვროს ხალ­ხმა“, - აცხა­დებს გიგი უგუ­ლა­ვა.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური სა­ვა­რა­უ­დოდ, 2 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან" - ჩერგოლეიშვილი "ერთი ოჯახის" შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე

"არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან" - ჩერგოლეიშვილი "ერთი ოჯახის" შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე

"ტაბულას" დირექტორი, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის განცახდებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. ჩერგოლეიშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაერთიანება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" ერთ ოჯახად არ აქცევს, როგორც ამას სააკაშვილი მიიჩნევს.

"სააკაშვილის ნდობა რომ წარმოუდგენელია, იქიდანაც გამოჩნდა, რა განცხადებაც გააკეთა "ერთ ოჯახზე".

ის, რომ ჩვენი ინტერესები სალომე ზურაბიშვილის დამარცხებასთან მიმართებით ერთმანეთს დაემთხვა, მასთან ერთ ოჯახად არანაირად არ გვაქცევს - მაგრამ სასურველის რეალობად გასაღება, მისი საყვარელი სპორტია.

არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან და იმათ ფანჯარაც დაკეტილი უნდა დაახვედროო - ბებიაჩემმა მასწავლა ჰალსტუხის შეკვრასთან ერთად და ძალიან გამომადგა", - წერს ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ჰელსინკში, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას შეხვდა. ჰელსინკში პოლიტიკოსები "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობას ესწრებიან.

სააკაშვილის თქმით, ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოა".

"მნიშვნელოვანია, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ "ევროპის სახალხო პარტიამ" გადამწყვეტი როლი ითამაშა "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში.

გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, რაც გააკეთეს გიგიმ და სხვა ლიდერებმა. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი", - აღნიშნა საკაშვილმა.

"ევროპულ საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით კი, "ივანიშვილის მარცხის შემდეგ, ისინი და ენმ-ი კვლავ ოპონენტები იქნებიან".

„ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთელ ქართულ საზოგადოებას დღეს ერთი ამოცანა გვაქვს - სალომე ზურაბიშვილის დამარცხება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად და არჩევნების გზით გაშვება. ამას სჭირდება მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, რასაც საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოყვეს, რათა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება როგორიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და მითუმეტეს, ივანიშვილს დღეს. ეს თქვა გიგი უგულავამ და ეს პოზიცია არაერთხელ დავიკავეთ საჯაროდაც. ამის შემდგომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ოპონენტები იქნებიან, ერთმანეთში კონკურენცია ექნებათ და შემდეგ ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ - ოპოზიციაში.

ეს პოზიცია საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან იყო ცნობილი - ჩვენ კონკურენტები და ოპონენტები ვართ, მაგრამ ეროვნული ამოცანა გვაქვს, რომ ივანიშვილის რჩეული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დავამარცხოთ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამისთვის ვუჭერთ მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს,“ - განაცხადა ბოკერიამ.

პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "სახალხო პარტიის" წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობასა და მეორე ტურისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრა.

„ამ დროისთვის ჯერ ისიც არ არის ცნობილი, თუ როდის დანიშნავენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, მაგრამ როცა იქნება, ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე, პროპორციული არჩევნები ჩატარდეს. დეოლიგარქიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით უნდა დაიწყოს და შემდეგ უკვე რეალური ძალაუფლება განსაზღვროს ხალხმა“, - აცხადებს გიგი უგულავა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, 2 დეკემბერს გაიმართება.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს