სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ორგანიზმი ამდენი წამლით და სასმელით მოწამლა..." - რა წერია ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნაში
"ორგანიზმი ამდენი წამლით და სასმელით მოწამლა..." - რა წერია ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნაში

მსა­ხი­ობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან სამი თვე გა­ვი­და. მისი დედა ქალ­ბა­ტო­ნი ცი­ა­ლა ბეჟაშ­ვი­ლი "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს, თუ რო­გორ უმკლავ­დე­ბა უდი­დეს ტკი­ვილს და რო­გო­რი იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში ზუზუ, რო­მე­ლიც ყვე­ლას უდარ­დე­ლი ახ­სოვს. ცი­ა­ლა ბეჟაშ­ვილ­მა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ზეც ისა­უბ­რა, რო­მელ­შიც წე­რია თუ რა გახ­და მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

"არ მჯე­რა, რომ ჩემი შვი­ლი აღარ არის და მხო­ლოდ ეს მაძ­ლე­ბი­ნებს. მგო­ნია, რომ მოვა, კარს შე­მო­ა­ღებს… ძა­ლი­ან მი­ჭირს, მე­ნატ­რე­ბა და სულ ვე­ლო­დე­ბი. ჩვენ ყო­ველ­თვის ერ­თად ვი­ყა­ვით. სა­ღა­მოს ერ­თად ვუ­ყუ­რებ­დით ტე­ლე­ვი­ზორს. ჯერ გა­და­ცე­მებს ვარ­ჩევ­დით, მერე ვჭო­რა­ობ­დით. ყვე­ლა­ფერს მიყ­ვე­ბო­და..."

- რა­ი­მე წი­ნათ­გრძნო­ბა ხომ არ გქონ­დათ?

- გარ­კვე­უ­ლი გან­ცდა მხო­ლოდ იმ დღეს მქონ­და. სა­ღა­მოს ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ­დი და იცით, რა და­მე­მარ­თა? თით­ქოს სა­ვარ­ძე­ლი და­ვიწ­როვ­და და ვე­ღარ და­ვე­ტიე. იმ დღეს მო­ვი­და და და­ი­ძი­ნა. სა­ღა­მოს 9 სა­ა­თი იყო. ზუ­ზუს რომ ეძი­ნა, სახ­ლში ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ­დი, რად­გან ძა­ლი­ან ფხი­ზე­ლი ძილი ჰქონ­და, მეც და ზუ­ზუც ღა­მუ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ვი­ფიქ­რე, 10-ის 15 წუ­თია და ხომ არ და­ვი­ძი­ნებ-მეთ­ქი. მე­გო­ბარს და­ვუ­რე­კე, ხომ არ იძი­ნებ, ცოტა ხნით მო­ვალ-მეთ­ქი. სახ­ლი­დან კი წა­ვე­დი ტრან­სპორ­ტით, მაგ­რამ იქი­დან ფე­ხით წა­მო­ვე­დი. მალე წა­მო­ვე­დი, რა­ღაც­ნა­ი­რად ვერ ვის­ვე­ნებ­დი. ჩვე­ვად მქონ­და, და­ძი­ნე­ბის წინ ზუ­ზუს­თვის უნდა და­მე­ხე­და, ნამ­დვი­ლად ეძი­ნა თუ არა და მერე მე ვწვე­ბო­დი. რომ დავ­ბრუნ­დი, ცოტა ხან­ში შე­ვი­ხე­დე, მაგ­რამ ლო­გინ­ში აღარ იყო.

ტე­ლე­ფი­ზო­რის ყუ­რე­ბა და­ვი­წყე. სა­ვარ­ძელ­ში ვერ მოვ­თავ­სდი... ზუზუ კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო და თუ ცუდ­ზე, სულ მღე­რო­და. ცოტა ხან­ში სა­დარ­ბა­ზო­დან მისი სიმ­ღე­რის ხმა შე­მო­მეს­მა. კა­რიც გა­ვა­ღე, მაგ­რამ შევ­ცდი, ზუზუ არ იყო... არა­ვინ მღე­რო­და, ზა­ზას ხმა მე შე­მო­მეს­მა. 5-6-ჯერ მა­ინც გა­და­ვი­ხე­დე ფან­ჯრი­დან, რად­გან ზა­ზას ხმა მეს­მო­და, ვი­თომ მღე­რო­და. კონ­ფლიქ­ტუ­რი არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ იმ ღა­მეს ფან­ჯა­რას ვერ მოვ­შორ­დი...

ზა­ზას მი­მართ არა­სო­დეს მქო­ნია რა­ი­მე ში­შის გან­ცდა. ერთი წა­მი­თაც არა­სო­დეს და­მიშ­ვია, რომ აღარ მე­ყო­ლე­ბო­და, იმ­დე­ნად უყ­ვარ­და სი­ცო­ცხლე...

- "სარ­კის" ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ფსი­ქოტ­რო­პულ წამ­ლებს სვამ­და...

- მარ­თა­ლია, ნამ­დვი­ლად სვამ­და და­მამ­შვი­დე­ბელ წა­მალს და მა­გან დაგვღუ­პა... გული არ ჰქო­ნია კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და მე არ მე­უბ­ნე­ბო­და, რომ არ მე­ნერ­ვი­უ­ლა. მე მიფრ­თხილ­დე­ბო­და და მე აგერ ვზი­ვარ, ყა­ვა­საც ვსვამ, სი­გა­რეტ­საც ვე­წე­ვი და საჭ­მელ­საც გემ­რი­ე­ლად გე­ახ­ლე­ბით. რომ მცოდ­ნო­და, გული აწუ­ხებ­და, ხომ მივ­ხე­დავ­დი?!

- ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი უკვე მი­ი­ღეთ. რა წე­რია, შე­იძ­ლე­ბა გვი­თხრათ?

- მი­თხრეს, თუ გინ­დათ, ნუ იტყვი­თო, მაგ­რამ რა მაქვს და­სა­მა­ლი?! ფსი­ქოტ­რო­პულ წა­მალს რომ სვამ­და, არაფ­რით შე­იძ­ლე­ბო­და, ამ დროს სას­მე­ლი და­ე­ლია. დი­ლით წა­მალს სვამ­და, სა­ღა­მოს სას­მელს. სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, არ შე­იძ­ლე­ბა და ნუ სვამ-მეთ­ქი. გულ­მა ვე­ღარ გა­უძ­ლო.

- რო­მელ მე­გო­ბარ­თან იყო მი­სუ­ლი დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ის გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს?

- მე­გო­ბარ­თან არ იყო და ვის­თან იყო, დღემ­დე არ ვიცი. ქუ­ჩა­ში შე­იძ­ლე­ბო­და ვინ­მე შეხ­ვედ­რო­და, ეთ­ქვა, წამო ჩემ­თან, დავ­ლი­ო­თო და გაჰ­ყო­ლო­და. ერ­თა­დაც რომ დავ­დი­ო­დით, მა­ში­ნაც ასე ხდე­ბო­და. სა­ღა­მო­ო­ბით სულ ერ­თად დავ­დი­ო­დით. თვა­ლის ოპე­რა­ცია რომ გა­ვი­კე­თე, მას მერე მარ­ტო არ­სად მიშ­ვებ­და და დამ­ყვე­ბო­და. შე­ეძ­ლო, ქუ­ჩა­ში შემ­თხვე­ვით გაც­ნო­ბილ­თან და­ე­ლია, ემ­ხი­ა­რუ­ლა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას აჰ­ყვა, და­ლია და წა­მო­ვი­და. რო­გორც ჩანს, ლიფ­ტში უმტყუ­ნა გულ­მა...

ორ­გა­ნიზ­მი ამ­დე­ნი წამ­ლი­თა და სას­მე­ლით მო­წამ­ლა. წა­მალს რომ და­ლევ­და, მხო­ლოდ ორ სა­ათს თუ იძი­ნებ­და. მერე ეღ­ვი­ძე­ბო­და და შფო­თავ­და. უამ­რა­ვი სა­დარ­დე­ბე­ლი და სა­ფიქ­რა­ლი ჰქონ­და. ზა­ზას პირ­ვე­ლი სა­დარ­დე­ბე­ლი როლი იყო. როცა როლს მის­ცემ­დნენ, ვერ გად­მოგ­ცემთ, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი იყო...

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე, ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ორგანიზმი ამდენი წამლით და სასმელით მოწამლა..." - რა წერია ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნაში

"ორგანიზმი ამდენი წამლით და სასმელით მოწამლა..." - რა წერია ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნაში

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებიდან სამი თვე გავიდა. მისი დედა ქალბატონი ციალა ბეჟაშვილი "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორ უმკლავდება უდიდეს ტკივილს და როგორი იყო სინამდვილეში ზუზუ, რომელიც ყველას უდარდელი ახსოვს. ციალა ბეჟაშვილმა ექსპერტიზის დასკვნაზეც ისაუბრა, რომელშიც წერია თუ რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი.

"არ მჯერა, რომ ჩემი შვილი აღარ არის და მხოლოდ ეს მაძლებინებს. მგონია, რომ მოვა, კარს შემოაღებს… ძალიან მიჭირს, მენატრება და სულ ველოდები. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით. საღამოს ერთად ვუყურებდით ტელევიზორს. ჯერ გადაცემებს ვარჩევდით, მერე ვჭორაობდით. ყველაფერს მიყვებოდა..."

- რაიმე წინათგრძნობა ხომ არ გქონდათ?

- გარკვეული განცდა მხოლოდ იმ დღეს მქონდა. საღამოს ტელევიზორს ვუყურებდი და იცით, რა დამემართა? თითქოს სავარძელი დავიწროვდა და ვეღარ დავეტიე. იმ დღეს მოვიდა და დაიძინა. საღამოს 9 საათი იყო. ზუზუს რომ ეძინა, სახლში ვერაფერს ვაკეთებდი, რადგან ძალიან ფხიზელი ძილი ჰქონდა, მეც და ზუზუც ღამურები ვიყავით. ვიფიქრე, 10-ის 15 წუთია და ხომ არ დავიძინებ-მეთქი. მეგობარს დავურეკე, ხომ არ იძინებ, ცოტა ხნით მოვალ-მეთქი. სახლიდან კი წავედი ტრანსპორტით, მაგრამ იქიდან ფეხით წამოვედი. მალე წამოვედი, რაღაცნაირად ვერ ვისვენებდი. ჩვევად მქონდა, დაძინების წინ ზუზუსთვის უნდა დამეხედა, ნამდვილად ეძინა თუ არა და მერე მე ვწვებოდი. რომ დავბრუნდი, ცოტა ხანში შევიხედე, მაგრამ ლოგინში აღარ იყო.

ტელეფიზორის ყურება დავიწყე. სავარძელში ვერ მოვთავსდი... ზუზუ კარგ ხასიათზე იყო და თუ ცუდზე, სულ მღეროდა. ცოტა ხანში სადარბაზოდან მისი სიმღერის ხმა შემომესმა. კარიც გავაღე, მაგრამ შევცდი, ზუზუ არ იყო... არავინ მღეროდა, ზაზას ხმა მე შემომესმა. 5-6-ჯერ მაინც გადავიხედე ფანჯრიდან, რადგან ზაზას ხმა მესმოდა, ვითომ მღეროდა. კონფლიქტური არ იყო დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი მოხდებოდა, მაგრამ იმ ღამეს ფანჯარას ვერ მოვშორდი...

ზაზას მიმართ არასოდეს მქონია რაიმე შიშის განცდა. ერთი წამითაც არასოდეს დამიშვია, რომ აღარ მეყოლებოდა, იმდენად უყვარდა სიცოცხლე...

- "სარკის" ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ფსიქოტროპულ წამლებს სვამდა...

- მართალია, ნამდვილად სვამდა დამამშვიდებელ წამალს და მაგან დაგვღუპა... გული არ ჰქონია კარგ მდგომარეობაში და მე არ მეუბნებოდა, რომ არ მენერვიულა. მე მიფრთხილდებოდა და მე აგერ ვზივარ, ყავასაც ვსვამ, სიგარეტსაც ვეწევი და საჭმელსაც გემრიელად გეახლებით. რომ მცოდნოდა, გული აწუხებდა, ხომ მივხედავდი?!

- ექსპერტიზის პასუხი უკვე მიიღეთ. რა წერია, შეიძლება გვითხრათ?

- მითხრეს, თუ გინდათ, ნუ იტყვითო, მაგრამ რა მაქვს დასამალი?! ფსიქოტროპულ წამალს რომ სვამდა, არაფრით შეიძლებოდა, ამ დროს სასმელი დაელია. დილით წამალს სვამდა, საღამოს სასმელს. სულ ვეუბნებოდი, არ შეიძლება და ნუ სვამ-მეთქი. გულმა ვეღარ გაუძლო.

- რომელ მეგობართან იყო მისული დოლიძის ქუჩაზე, სადაც ის გარდაცვლილი ნახეს?

- მეგობართან არ იყო და ვისთან იყო, დღემდე არ ვიცი. ქუჩაში შეიძლებოდა ვინმე შეხვედროდა, ეთქვა, წამო ჩემთან, დავლიოთო და გაჰყოლოდა. ერთადაც რომ დავდიოდით, მაშინაც ასე ხდებოდა. საღამოობით სულ ერთად დავდიოდით. თვალის ოპერაცია რომ გავიკეთე, მას მერე მარტო არსად მიშვებდა და დამყვებოდა. შეეძლო, ქუჩაში შემთხვევით გაცნობილთან დაელია, ემხიარულა. შეიძლება ვიღაცას აჰყვა, დალია და წამოვიდა. როგორც ჩანს, ლიფტში უმტყუნა გულმა...

ორგანიზმი ამდენი წამლითა და სასმელით მოწამლა. წამალს რომ დალევდა, მხოლოდ ორ საათს თუ იძინებდა. მერე ეღვიძებოდა და შფოთავდა. უამრავი სადარდებელი და საფიქრალი ჰქონდა. ზაზას პირველი სადარდებელი როლი იყო. როცა როლს მისცემდნენ, ვერ გადმოგცემთ, როგორი ბედნიერი იყო...

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი "სარკე"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ