სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მაყურებელი ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება" - "მხოლოდ ქართული" იწყება
"მაყურებელი ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება" - "მხოლოდ ქართული" იწყება

დღეს "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში მე­გაპ­რო­ექ­ტი "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი 2" იწყე­ბა. პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე შე­იყ­ვა­რა. შოუს პრო­დი­უ­სე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, პრო­ექ­ტი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის­თვის მი­ე­ძღვნათ, გა­ა­მარ­თლა. "მხო­ლოდ ქარ­თულ­მა" ტე­ლე­სივ­რცე­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­კორ­დი მოხ­სნა. ნიკა ლო­მი­ძის­თვის მე­გაპ­რო­ექ­ტის რე­ჟი­სო­რო­ბა პირ­ვე­ლი იყო და რო­გორც ამ­ბობს, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შეს­ძი­ნა.

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო იყო, მთა­ვა­რია, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ სიმ­ღე­რებს აქამ­დე არ მღე­როდ­ნენ, ახლა სულ ღი­ღი­ნე­ბენ, ის­მე­ნენ და ქარ­თუ­ლად მღე­რი­ან. ამას ისი­ნი მა­ნამ­დე მარ­თლა არ აკე­თებ­დნენ. პრო­ექ­ტის მი­მართ მა­ყუ­რებ­ლი­სა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ასეთ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი 2" და­ბა­და, რო­მე­ლიც ეთერ­ში დღეს გავა. ეს რომ სტან­დარ­ტუ­ლი შოუ ყო­ფი­ლი­ყო და ასე­თი შე­დე­გი არ და­ე­დო, მე­ო­რე სე­ზონს ასე უცებ არ მი­ვა­ყო­ლებ­დით. ამ­ხე­ლა ინ­ტე­რე­სის გა­მოა, რომ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი 2"-ის შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რე­ბი ერთ თვე­ში და­ვი­წყეთ. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ვი­ა­რეთ და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. რაც შე­მე­ხე­ბა მე, ამ შო­უ­ზე მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ხალ­ხთან მუ­შა­ო­ბას ნიშ­ნავ­და და ასე­ვე, დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას. გარ­და ამი­სა, ვის­წავ­ლე ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის შე­ფა­სე­ბა, მოს­მე­ნის უნა­რი გა­მო­მი­მუ­შავ­და და ისე­თი მუ­სი­კა­ლუ­რი ფრა­ზე­ბის სწო­რად აღ­ქმა, შეც­დო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, რომ ამას სხვა დროს ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ისე გა­ვერ­კვიე მუ­სი­კა­ში, შე­მიძ­ლია ადა­მი­ანს მო­ვუს­მი­ნო და შე­ნიშ­ვნე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბიც მივ­ცე", - ამ­ბობს ნიკა.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­ახ­ლე­ებს, თუ რა ელო­დე­ბა პრო­ექ­ტის ერ­თგულ მა­ყუ­რე­ბელს, ლო­მი­ძე ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტმა ფი­ლარ­მო­ნი­ის დარ­ბაზ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. "რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის" ულა­მა­ზე­სი სცე­ნა ფი­ლარ­მო­ნი­ა­ზე გავცვა­ლეთ. ეს იმის გამო, რომ კონ­ცერ­ტებ­ზე დას­წრე­ბის სურ­ვი­ლი ბევ­რს ჰქონ­და და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ყვე­ლა ვერ ხვდე­ბო­და.

- ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა უც­ვლე­ლია?

- ჟი­უ­რის რაც შე­ე­ხე­ბა, ალ­ბათ სი­ურპრი­ზე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბა. 3 უც­ვლე­ლი წევ­რი კი იცით - მა­რი­ნა ბე­რი­ძე, სოფო ნი­ჟა­რა­ძე, გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი. არის კი­დევ ცვლი­ლე­ბე­ბი, ხოლო თუ რა, ეს სი­ურპრი­ზად შე­მო­ვი­ნა­ხეთ.

- თვი­თონ კონ­კურ­სის შერ­ჩე­ვის წე­სებ­ში რა სი­ახ­ლეა?

- პა­ტა­რა ცვლი­ლე­ბაა ათე­უ­ლის წე­სე­ბის შერ­ჩე­ვა­ში. აქამ­დე ჟი­უ­რი უს­მენ­და ყვე­ლა კონ­კურ­სანტს და მერე იწყებ­დნენ გან­ხილ­ვას, არ­ჩე­ვას, შე­თან­ხმე­ბას, თუ ათე­ულ­ში ვინ გა­და­ეყ­ვა­ნათ. ახლა გა­ვურ­თუ­ლეთ საქ­მე - და­ე­მა­ტათ ჯა­დოს­ნუ­რი ღი­ლა­კი, ანუ ოქ­როს ღი­ლა­კი. ჟი­უ­რის წევ­რს მოს­მე­ნის პრო­ცეს­ში შე­უძ­ლია, გა­და­იყ­ვა­ნოს, ან და­ემ­შვი­დო­ბოს კონ­კურ­სანტს. ისე­თი მაც­დუ­რია "ოქ­როს ღი­ლა­კი", აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ეს უფ­ლე­ბა ჟი­უ­რის სამ წევ­რს აქვს. ასე­ვე, სე­რი­ებ­ში არის სი­ახ­ლე­ე­ბი, აქამ­დე 3 შე­სარ­ჩე­ვი ტური იყო, ახლა ეს 4 სე­რი­ად გავა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებს მო­ი­ცავს. ბევ­რგან ვი­ყა­ვით, თუმ­ცა გა­და­ღე­ბე­ბი დიდ ქა­ლა­ქებ­ში იყო. კონ­კურ­სი გა­და­ვა შემ­დეგ წელს. ვი­წყებთ დღეს და ახა­ლი წლის მერე გა­მოვ­ლინ­დე­ბა "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის 2"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

- რო­გო­რია კას­ტინ­გის შე­დე­გე­ბი. რა მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს კონ­კურ­სან­ტებ­მა?

- პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი ალ­ბათ უფრო ქა­ო­ტუ­რი იყო, კონ­კურ­სან­ტებ­მა არ იცოდ­ნენ, სად მო­დი­ოდ­ნენ, რა ელო­დათ, რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა, ბევ­რი ამას მარ­თლა ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და. რა­საც ვერ ვი­ტყვი ამ სე­ზონ­ზე. გა­ცი­ლე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, მე­ტად ნა­ფიქ­რი ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ვიდ­ნენ. ამი­ტომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ძა­ლი­ან რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა. გა­უ­ჭირ­დე­ბათ ფა­ვო­რი­ტის ამორ­ჩე­ვა.

- გო­გო­ნე­ბი ჭარ­ბო­ბენ, თუ ბი­ჭე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ?

- ბი­ჭე­ბი ჭარ­ბო­ბენ და პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა აჭრა-გუ­რი­ის ტური. წამ­ყვა­ნე­ბი ისევ ის სუ­პერ გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი გვყავს, რომ­ლებ­მაც გა­და­სა­რე­ვად გა­არ­თვეს წინა სე­ზონ­ზე თავი ამ საქ­მეს. ასე რომ, მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შოუ ელო­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მაყურებელი ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება" - "მხოლოდ ქართული" იწყება

"მაყურებელი ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება" - "მხოლოდ ქართული" იწყება

დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში მეგაპროექტი "მხოლოდ ქართული 2" იწყება. პროექტი, რომელიც მაყურებელმა ტელეეკრანზე გამოჩენისთანავე შეიყვარა. შოუს პროდიუსერების გადაწყვეტილებამ, პროექტი ქართული სიმღერისთვის მიეძღვნათ, გაამართლა. "მხოლოდ ქართულმა" ტელესივრცეში ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ნიკა ლომიძისთვის მეგაპროექტის რეჟისორობა პირველი იყო და როგორც ამბობს, დიდი გამოცდილება შესძინა.

"ძალიან საინტერესო სამუშაო იყო, მთავარია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ქართულ სიმღერებს აქამდე არ მღეროდნენ, ახლა სულ ღიღინებენ, ისმენენ და ქართულად მღერიან. ამას ისინი მანამდე მართლა არ აკეთებდნენ. პროექტის მიმართ მაყურებლისა და გულშემატკივრების ასეთმა დამოკიდებულებამ "მხოლოდ ქართული 2" დაბადა, რომელიც ეთერში დღეს გავა. ეს რომ სტანდარტული შოუ ყოფილიყო და ასეთი შედეგი არ დაედო, მეორე სეზონს ასე უცებ არ მივაყოლებდით. ამხელა ინტერესის გამოა, რომ "მხოლოდ ქართული 2"-ის შესარჩევი ტურები ერთ თვეში დავიწყეთ. მთელი საქართველო მოვიარეთ და ნიჭიერი ადამიანები აღმოვაჩინეთ. რაც შემეხება მე, ამ შოუზე მუშაობა საინტერესო ხალხთან მუშაობას ნიშნავდა და ასევე, დიდ გამოცდილებას. გარდა ამისა, ვისწავლე ქართული სიმღერის შეფასება, მოსმენის უნარი გამომიმუშავდა და ისეთი მუსიკალური ფრაზების სწორად აღქმა, შეცდომების აღმოჩენა, რომ ამას სხვა დროს ვერც წარმოვიდგენდი. ისე გავერკვიე მუსიკაში, შემიძლია ადამიანს მოვუსმინო და შენიშვნები და შეფასებებიც მივცე", - ამბობს ნიკა.

რაც შეეხება სიახლეებს, თუ რა ელოდება პროექტის ერთგულ მაყურებელს, ლომიძე ამბობს, რომ პროექტმა ფილარმონიის დარბაზში გადაინაცვლა. "რუსთაველის თეატრის" ულამაზესი სცენა ფილარმონიაზე გავცვალეთ. ეს იმის გამო, რომ კონცერტებზე დასწრების სურვილი ბევრს ჰქონდა და რუსთაველის თეატრში ყველა ვერ ხვდებოდა.

- ჟიურის შემადგენლობა უცვლელია?

- ჟიურის რაც შეეხება, ალბათ სიურპრიზები და სიახლეები იქნება. 3 უცვლელი წევრი კი იცით - მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე, გიორგი უშიკიშვილი. არის კიდევ ცვლილებები, ხოლო თუ რა, ეს სიურპრიზად შემოვინახეთ.

- თვითონ კონკურსის შერჩევის წესებში რა სიახლეა?

- პატარა ცვლილებაა ათეულის წესების შერჩევაში. აქამდე ჟიური უსმენდა ყველა კონკურსანტს და მერე იწყებდნენ განხილვას, არჩევას, შეთანხმებას, თუ ათეულში ვინ გადაეყვანათ. ახლა გავურთულეთ საქმე - დაემატათ ჯადოსნური ღილაკი, ანუ ოქროს ღილაკი. ჟიურის წევრს მოსმენის პროცესში შეუძლია, გადაიყვანოს, ან დაემშვიდობოს კონკურსანტს. ისეთი მაცდურია "ოქროს ღილაკი", აუცილებლად გამოიყენებენ. ეს უფლება ჟიურის სამ წევრს აქვს. ასევე, სერიებში არის სიახლეები, აქამდე 3 შესარჩევი ტური იყო, ახლა ეს 4 სერიად გავა, რომელიც საქართველოს რეგიონებს მოიცავს. ბევრგან ვიყავით, თუმცა გადაღებები დიდ ქალაქებში იყო. კონკურსი გადავა შემდეგ წელს. ვიწყებთ დღეს და ახალი წლის მერე გამოვლინდება "მხოლოდ ქართულის 2"-ის გამარჯვებული.

- როგორია კასტინგის შედეგები. რა მონაცემები გამოავლინეს კონკურსანტებმა?

- პირველი სეზონი ალბათ უფრო ქაოტური იყო, კონკურსანტებმა არ იცოდნენ, სად მოდიოდნენ, რა ელოდათ, რამხელა პასუხისმგებლობაა ქართული სიმღერა, ბევრი ამას მართლა ვერ აცნობიერებდა. რასაც ვერ ვიტყვი ამ სეზონზე. გაცილებით პასუხისმგებლობით, მეტად ნაფიქრი ახალგაზრდები მოვიდნენ. ამიტომ მაყურებელი ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება. გაუჭირდებათ ფავორიტის ამორჩევა.

- გოგონები ჭარბობენ, თუ ბიჭები აქტიურობენ?

- ბიჭები ჭარბობენ და პირველი იქნება აჭრა-გურიის ტური. წამყვანები ისევ ის სუპერ გოგონები და ბიჭები გვყავს, რომლებმაც გადასარევად გაართვეს წინა სეზონზე თავი ამ საქმეს. ასე რომ, მაყურებელს ძალიან საინტერესო შოუ ელოდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ