სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კალაძე კოჰაბიტაციას "ქართული ოცნების" მიერ დაშვებულ შეცდომას უწოდებს
კალაძე კოჰაბიტაციას "ქართული ოცნების" მიერ დაშვებულ შეცდომას უწოდებს

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი შეც­დო­მა იყო ე.წ კო­ჰა­ბი­ტა­ცია. რა თქმა უნდა, ბევ­რი სხვა შეც­დო­მე­ბიც იყო, თუმ­ცა და­ნა­შა­უ­ლი ჩვენ არ ჩაგ­ვი­დე­ნია, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ზე.

„შეც­დო­მე­ბი­დან მე გა­მოვ­ყა­ვი კო­ჰა­ბი­ტა­ცია. შე­იძ­ლე­ბა, იმ დრო­ის­თვის ჩვენ მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სწო­რი იყო ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ოპო­ნენ­ტებ­მა ისევ ჩვენს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­მო­აბ­რუ­ნეს. აქაც ჩვენ ვართ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. ჩვენ ვერ შევ­ძე­ლით სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სწო­რად აგ­ვეხ­სნა და მიგ­ვე­ტა­ნა რას ნიშ­ნავ­და ეს ყო­ვე­ლი­ვე", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რაც შე­ე­ხე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 2012 წელს ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად გვერ­დით და­უდ­გნენ, მათი თავ­გან­წირ­ვა სა­თა­ნა­დოდ არ იყო და­ფა­სე­ბუ­ლი.

„მათი თავ­გან­წირ­ვა არ იყო სა­თა­ნა­დოდ და­ფა­სე­ბუ­ლი, რაც ჩვე­ნი და­ნა­შა­უ­ლია. ეს შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო სხვა­დას­ხვა ფორ­მით. შეც­დო­მე­ბია დაშ­ვე­ბუ­ლი. ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი არის ქვე­ყა­ნა­ში იყოს სიმ­შვი­დე და სტა­ბი­ლუ­რო­ბა", - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ აპი­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯგუ­ფე­ბად და­ყო­ფას და ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას.

„ჩვენ არ ვა­პი­რებ­დით ისე მოქ­ცე­ვას, რო­გორც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ 2010 წელს იქ­ცე­ო­და - ყვე­ლას ხაზი გა­და­უს­ვა. ისი­ნი ადა­მი­ა­ნებს ყოფ­დნენ ჯგუ­ფე­ბად, „ჩა­რე­ცხი­ლე­ბად“, მი­სი­ა­ნე­ბად. პი­რა­დად ჩემ­თვის და ჩემი გუნ­დის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა დავ­ყოთ დაჯ­გუ­ფე­ბე­ბად", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: კახა კა­ლა­ძე - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი შეც­დო­მა იყო ე.წ კო­ჰა­ბი­ტა­ცია

kvimbo
0

კოჰაბიტაცია კი არ იყო თქვენი შეცდომა, არამედ ის, რომ ნაცების მიერ დაშვებული შეცდომების გამო ხალხი იძულებული გახდა თქვენ აერჩიეთ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

კალაძე კოჰაბიტაციას "ქართული ოცნების" მიერ დაშვებულ შეცდომას უწოდებს

კალაძე კოჰაბიტაციას "ქართული ოცნების" მიერ დაშვებულ შეცდომას უწოდებს

„ქართული ოცნების" მიერ დაშვებული ერთ-ერთი შეცდომა იყო ე.წ კოჰაბიტაცია. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა შეცდომებიც იყო, თუმცა დანაშაული ჩვენ არ ჩაგვიდენია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვაზე.

„შეცდომებიდან მე გამოვყავი კოჰაბიტაცია. შეიძლება, იმ დროისთვის ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ოპონენტებმა ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოაბრუნეს. აქაც ჩვენ ვართ დამნაშავეები. ჩვენ ვერ შევძელით საზოგადოებისთვის სწორად აგვეხსნა და მიგვეტანა რას ნიშნავდა ეს ყოველივე", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას" 2012 წელს ყველაფრის მიუხედავად გვერდით დაუდგნენ, მათი თავგანწირვა სათანადოდ არ იყო დაფასებული.

„მათი თავგანწირვა არ იყო სათანადოდ დაფასებული, რაც ჩვენი დანაშაულია. ეს შეიძლება მომხდარიყო სხვადასხვა ფორმით. შეცდომებია დაშვებული. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა", - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არ აპირების საზოგადოების ჯგუფებად დაყოფას და ერთმანეთთან დაპირისპირებას.

„ჩვენ არ ვაპირებდით ისე მოქცევას, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ 2010 წელს იქცეოდა - ყველას ხაზი გადაუსვა. ისინი ადამიანებს ყოფდნენ ჯგუფებად, „ჩარეცხილებად“, მისიანებად. პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოება დავყოთ დაჯგუფებებად", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე - "ქართული ოცნების" მიერ დაშვებული ერთ-ერთი შეცდომა იყო ე.წ კოჰაბიტაცია

LIVE: "360 გრადუსი" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სერგო რატიანი, ლევან კობერიძე

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

LIVE "ნიუსრუმიდან" - გიგი უგულავა