სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აშშ თუ რუსეთი - ვის უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს (+ინფოგრაფიკა)
აშშ თუ რუსეთი - ვის უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს (+ინფოგრაფიკა)

ახა­ლი ცივი ომი სა­ო­ცა­რი სის­წრა­ფით იკ­რებს ძა­ლას, პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი უკვე ია­რა­ღის ჟღა­რუნ­ში გა­და­დის. ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს, მსოფ­ლი­ო­ში ვის უფრო ძლი­ე­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ჰყავს - აშშ-ს თუ რუ­სეთს? ამა­ზე ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ვეც­დე­ბით, ჩვენს მკი­თხველს ახალ ცივ ომში და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ორი მთა­ვა­რი ძა­ლის სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლო­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სუ­რა­თი შევ­თა­ვა­ზოთ.

სამ­ხედ­რო სტრუქ­ტუ­რა

აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი შედ­გე­ბა ჯა­რე­ბის შემ­დე­გი სა­ხე­ო­ბე­ბის­გან: სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბი, სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი, სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბი, სა­ზღვაო ქვე­ით­თა კორ­პუ­სი და სა­ნა­პი­რო დაც­ვა, ასე­ვე - ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობს 1 მლნ 382 ათა­სი კაცი, რე­ზერვში - 840 ათა­სი, ხოლო სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო რე­ზერ­ვი 14 მლნ ადა­მი­ა­ნამ­დეა. 2018 წლის სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯეტ­მა 700 მლრდ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რაც ქვეყ­ნის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის 3%-ზე მე­ტია.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ჯა­რე­ბის სამი სა­ხე­ო­ბა - სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბი, სა­ჰა­ე­რო-კოს­მო­სუ­რი ძა­ლე­ბი, სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტი და ჯა­რე­ბის ორი გვა­რე­ო­ბა - სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­რა­კე­ტო ჯა­რე­ბი და სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო ჯა­რე­ბი. სულ მსა­ხუ­რობს 1 მლნ 903 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, აქე­დან 1 მლნ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეა. რე­ზერ­ვი 2,5 მლნ ადა­მი­ანს აღ­წევს. 2018 წლის სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯეტ­მა 46 მლრდ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რაც ქვეყ­ნის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის 2,85%-ს შე­ად­გენს.

ხმე­ლეთ­ზე

აშშ-ის არ­მია (იგი­ვე სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბი) 990 ათას კაცს ით­ვლის, რო­მელ­თა­გან 460 ათა­სი რე­გუ­ლა­რულ და­ნა­ყო­ფებ­ში მსა­ხუ­რობს, 335 ათა­სი - ეროვ­ნულ გვარ­დი­ა­ში, ხოლო 195 ათა­სი - შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რე­ზერვში ირი­ცხე­ბა.

შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შია 2 384 ტან­კი "აბ­რამ­სი", 4 559 ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა "ბრედ­ლი", 2 852 ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი "სტრა­ი­კე­რი", 17 ათა­სამ­დე სხვა­დას­ხვა ტი­პის ჯავ­შან­მან­ქა­ნა, 1 242 ბუქ­სი­რე­ბა­დი და 969 თვით­მა­ვა­ლი ჰა­უ­ბი­ცა, 1 205 ზალ­პუ­რი ცე­ცხლის რე­აქ­ტი­უ­ლი სის­ტე­მა, 2 507 ნაღმსა­ტყორ­ცნი, 27 ათას­ზე მეტი ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მარ­თვა­დი სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი, 1 207 თვით­მა­ვა­ლი სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო და­ნად­გა­რი, 2 700 დამ­რტყმე­ლი და სატ­რან­სპორ­ტო შვე­ულმფრე­ნი.

რუ­სე­თის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 270 ათას კაცს უტოლ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან რვა დი­ვი­ზი­ა­ში, 147 ბრი­გა­და­ში, ოთხ სამ­ხედ­რო ბა­ზა­სა და ორ სას­წავ­ლო ცენ­ტრში.

შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შია 3 000-ზე მეტი თ-72, თ-80 და თ-90 ტი­პის ტან­კი, 4 ათა­სი ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, 9 ათა­სამ­დე ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი და ჯავ­შან­მან­ქა­ნა, ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის 160-მდე სა­რა­კე­ტო და­ნად­გა­რი (მათ შო­რის - 108 ცალი "ის­კან­დე­რი"), 900-ზე მეტი ზალ­პუ­რი ცე­ცხლის რეა­ქტი­უ­ლი სის­ტე­მა, 2500-მდე ბუქ­სი­რე­ბა­დი და თვით­მა­ვა­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რი, 2 ათას­ზე მეტი ნაღმსა­ტყორ­ცნი, 21 ათა­სამ­დე ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მარ­თვა­დი სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი, 1 400-ზე მეტი თვით­მა­ვა­ლი სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო და­ნად­გა­რი.

ზღვა­ზე

აშშ-ის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ექ­ვსი ფლო­ტი შე­დის. მას­ში 320 ათას კა­ცამ­დე მსა­ხუ­რობს, 100 ათა­სამ­დე კი რე­ზერვში ირი­ცხე­ბა. შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შია 11 ატო­მუ­რი ავი­ა­მზი­დი, 11 სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დი, 22 სა­დე­სან­ტო დოკი, 22 სა­რა­კე­ტო კრე­ი­სე­რი, 66 სა­ეს­კად­რო ნაღ­მო­სა­ნი, სა­ნა­პი­რო ზო­ნის 12 საბ­რძო­ლო ხო­მალ­დი, 69 ატო­მუ­რი წყალ­ქვე­შა ნავი, 500-მდე შვე­ულმფრე­ნი, 2 ათას­ზე მეტი თვითმფრი­ნა­ვი, მათ შო­რის 929 სა­გემ­ბა­ნო. სულ 229 საბ­რძო­ლო მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა.

რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლოტ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ოთხი ფლო­ტი და ერთი ფლო­ტი­ლია. სულ ფლოტ­ში მსა­ხუ­რობს 150 ათა­სამ­დე მე­ზღვა­უ­რი. შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შია ერთი ავი­ა­მზი­დი, ოთხი სა­რა­კე­ტო კრე­ი­სე­რი, ცხრა სა­ეს­კად­რო ნაღ­მო­სა­ნი, ათი ფრე­გა­ტი, ათი კორ­ვე­ტი, 17 სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დი, 33 სა­რა­კე­ტო კა­ტარ­ღა, 24 ატო­მუ­რი და 17 დი­ზე­ლისძრა­ვი­ა­ნი წყალ­ქვე­შა ნავი. სულ 205 საბ­რძო­ლო მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა.

ცაში

აშშ-ის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია სტრა­ტე­გი­უ­ლი სა­რა­კე­ტო, სამ­ხედ­რო-კოს­მო­სუ­რი, ან­ტი­სა­ჰა­ე­რო და ან­ტი­სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი. პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 318 ათას კაცს აღე­მა­ტე­ბა, თით­ქმის 200 ათა­სი კი რე­ზერვში ირი­ცხე­ბა.შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შია 450 სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ბირ­თვულ­ქო­ბი­ნი­ა­ნი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა, 32 კოს­მო­სუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო თა­ნამ­გზავ­რი, 5 ათას­ზე მეტი საბ­რძო­ლო და სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვი, შვე­ულმფრე­ნი და უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი.

რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო-კოს­მო­სუ­რი ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი და სა­ჰა­ე­რო-კოს­მო­სუ­რი თავ­დაც­ვის ჯა­რე­ბი. მას­ში 430 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი მსა­ხუ­რობს.შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შია 3 600-მდე საბ­რძო­ლო და სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვი და შვე­ულმფრე­ნი (მათ შო­რის - 364 გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი, 245 მო­ი­ე­რი­შე და ბომბდამ­შე­ნი, 469 შვე­ულმფრე­ნი მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლია ან ახა­ლია).

ბირ­თვუ­ლი პა­რი­ტე­ტი

აშშ-ის მო­რი­გე­ო­ბა­ზე მყოფ 681 სტრა­ტე­გი­ულ მა­ტა­რე­ბელ­ზე (მი­წის­ქვე­შა შახ­ტებ­სა და ატო­მურ წყალ­ქვე­შა ნა­ვებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი და სტრა­ტე­გი­უ­ლი ბომბდამ­შე­ნე­ბის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი) გან­თავ­სე­ბუ­ლია 1 367 ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნი. კი­დევ 848 მა­ტა­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა რე­ზერვშია.

რუ­სე­თის მო­რი­გე­ო­ბა­ზე მდგარ 527 სტრა­ტე­გი­ულ მა­ტა­რე­ბელ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია 1 444 ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნი, 779 მა­ტა­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა კი რე­ზერვშია.

შე­ნიშ­ვნა: ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი ციფ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტად არ ემ­თხვე­ო­დეს რე­ა­ლურ და გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ მო­ნა­ცე­მებს (გან­სა­კუთ­რე­ბით - რუ­სე­თის შემ­თხვე­ვა­ში), მაგ­რამ სა­ერ­თო სუ­რათს მა­ინც ასა­ხავს.

ავ­ტო­რი: ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი

kvirispalitra.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

აშშ თუ რუსეთი - ვის უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს (+ინფოგრაფიკა)

აშშ თუ რუსეთი - ვის უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს (+ინფოგრაფიკა)

ახალი ცივი ომი საოცარი სისწრაფით იკრებს ძალას, პოლიტიკური დაპირისპირებები უკვე იარაღის ჟღარუნში გადადის. ბევრს აინტერესებს, მსოფლიოში ვის უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს - აშშ-ს თუ რუსეთს? ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ვეცდებით, ჩვენს მკითხველს ახალ ცივ ომში დაპირისპირებული ორი მთავარი ძალის სამხედრო პოტენციალის რეალობასთან მიახლოებული სურათი შევთავაზოთ.

სამხედრო სტრუქტურა

აშშ-ის შეიარაღებული ძალები შედგება ჯარების შემდეგი სახეობებისგან: სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო ძალები, სამხედრო-საზღვაო ძალები, საზღვაო ქვეითთა კორპუსი და სანაპირო დაცვა, ასევე - ეროვნული გვარდია. შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 1 მლნ 382 ათასი კაცი, რეზერვში - 840 ათასი, ხოლო სამობილიზაციო რეზერვი 14 მლნ ადამიანამდეა. 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტმა 700 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე მეტია.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანებულია ჯარების სამი სახეობა - სახმელეთო ჯარები, საჰაერო-კოსმოსური ძალები, სამხედრო-საზღვაო ფლოტი და ჯარების ორი გვარეობა - სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები და საჰაერო-სადესანტო ჯარები. სულ მსახურობს 1 მლნ 903 ათასი ადამიანი, აქედან 1 მლნ სამხედრო მოსამსახურეა. რეზერვი 2,5 მლნ ადამიანს აღწევს. 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტმა 46 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,85%-ს შეადგენს.

ხმელეთზე

აშშ-ის არმია (იგივე სახმელეთო ჯარები) 990 ათას კაცს ითვლის, რომელთაგან 460 ათასი რეგულარულ დანაყოფებში მსახურობს, 335 ათასი - ეროვნულ გვარდიაში, ხოლო 195 ათასი - შეიარაღებული ძალების რეზერვში ირიცხება.

შეიარაღებაშია 2 384 ტანკი "აბრამსი", 4 559 ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი", 2 852 ჯავშანტრანსპორტიორი "სტრაიკერი", 17 ათასამდე სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 1 242 ბუქსირებადი და 969 თვითმავალი ჰაუბიცა, 1 205 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 2 507 ნაღმსატყორცნი, 27 ათასზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი, 1 207 თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი, 2 700 დამრტყმელი და სატრანსპორტო შვეულმფრენი.

რუსეთის სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის რაოდენობა 270 ათას კაცს უტოლდება, რომლებიც გაერთიანებული არიან რვა დივიზიაში, 147 ბრიგადაში, ოთხ სამხედრო ბაზასა და ორ სასწავლო ცენტრში.

შეიარაღებაშია 3 000-ზე მეტი თ-72, თ-80 და თ-90 ტიპის ტანკი, 4 ათასი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 9 ათასამდე ჯავშანტრანსპორტიორი და ჯავშანმანქანა, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების 160-მდე სარაკეტო დანადგარი (მათ შორის - 108 ცალი "ისკანდერი"), 900-ზე მეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 2500-მდე ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, 2 ათასზე მეტი ნაღმსატყორცნი, 21 ათასამდე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი, 1 400-ზე მეტი თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი.

ზღვაზე

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში ექვსი ფლოტი შედის. მასში 320 ათას კაცამდე მსახურობს, 100 ათასამდე კი რეზერვში ირიცხება. შეიარაღებაშია 11 ატომური ავიამზიდი, 11 სადესანტო ხომალდი, 22 სადესანტო დოკი, 22 სარაკეტო კრეისერი, 66 საესკადრო ნაღმოსანი, სანაპირო ზონის 12 საბრძოლო ხომალდი, 69 ატომური წყალქვეშა ნავი, 500-მდე შვეულმფრენი, 2 ათასზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის 929 საგემბანო. სულ 229 საბრძოლო მცურავი საშუალება.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში გაერთიანებულია ოთხი ფლოტი და ერთი ფლოტილია. სულ ფლოტში მსახურობს 150 ათასამდე მეზღვაური. შეიარაღებაშია ერთი ავიამზიდი, ოთხი სარაკეტო კრეისერი, ცხრა საესკადრო ნაღმოსანი, ათი ფრეგატი, ათი კორვეტი, 17 სადესანტო ხომალდი, 33 სარაკეტო კატარღა, 24 ატომური და 17 დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი. სულ 205 საბრძოლო მცურავი საშუალება.

ცაში

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში გაერთიანებულია სტრატეგიული სარაკეტო, სამხედრო-კოსმოსური, ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის ძალები. პირადი შემადგენლობის რაოდენობა 318 ათას კაცს აღემატება, თითქმის 200 ათასი კი რეზერვში ირიცხება.შეიარაღებაშია 450 სტრატეგიული დანიშნულების ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტა, 32 კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრი, 5 ათასზე მეტი საბრძოლო და სატრანსპორტო თვითმფრინავი, შვეულმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შემადგენლობაში შედის სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ჯარები. მასში 430 ათასამდე ადამიანი მსახურობს.შეიარაღებაშია 3 600-მდე საბრძოლო და სატრანსპორტო თვითმფრინავი და შვეულმფრენი (მათ შორის - 364 გამანადგურებელი, 245 მოიერიშე და ბომბდამშენი, 469 შვეულმფრენი მოდერნიზებულია ან ახალია).

ბირთვული პარიტეტი

აშშ-ის მორიგეობაზე მყოფ 681 სტრატეგიულ მატარებელზე (მიწისქვეშა შახტებსა და ატომურ წყალქვეშა ნავებზე განთავსებული ბალისტიკური რაკეტები და სტრატეგიული ბომბდამშენების ფრთოსანი რაკეტები) განთავსებულია 1 367 ბირთვული ქობინი. კიდევ 848 მატარებელი საშუალება რეზერვშია.

რუსეთის მორიგეობაზე მდგარ 527 სტრატეგიულ მატარებელზე განთავსებულია 1 444 ბირთვული ქობინი, 779 მატარებელი საშუალება კი რეზერვშია.

შენიშვნა: ზემოთ მოყვანილი ციფრები შეიძლება ზუსტად არ ემთხვეოდეს რეალურ და გასაიდუმლოებულ მონაცემებს (განსაკუთრებით - რუსეთის შემთხვევაში), მაგრამ საერთო სურათს მაინც ასახავს.

ავტორი: ირაკლი ალადაშვილი

kvirispalitra.ge

ერაყში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა - ირანული მედია

"ერთ ქართველს, სასწაულებრივად შენახული წერილი და ფოტო უპოვეს..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში განისვენებენ

ბაღდადთან ახლოს განხორციელებული შეტევის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა