ბათუმში გორგასლის ქუჩაზე ხმაური იყო. კონფლიქტი მეზობლებს შორის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში კედლის დემონტაჟს მოჰყვა. კედელი მაღალსართულიანი კორპუსების ეზოებს ჰყოფდა, რომლის დემონტაჟი შპს "ბალავარის" საცხოვრებელი სახლის მეპატრონეებმა მოახდინეს.
მოსახლეობის თქმით, კედლის ნაცვლად გაზონის გაკეთებას გეგმავენ, რაც მეზობლების ნაწილმა გააპროტესტა. მეზობლებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. რამდენიმე პირი პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.