სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ლევან ბერძენიშვილს ჯაშუშად არასოდეს მიიჩნევდა
გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ლევან ბერძენიშვილს ჯაშუშად არასოდეს მიიჩნევდა

არა­სო­დეს ვთვლი­დი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს არა­ვის ჯა­შუ­შად, - ამის შე­სა­ხებ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა გრი­გოლ ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას უპა­სუ­ხა „ნა­ცი­ო­ან­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ჯა­შუ­შო­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„2007 წელს, მე ვი­ყა­ვი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, ამი­ტომ ამ ინ­ცი­დენ­ტში ვე­რა­ნა­ირ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ვი­ღებ­დი. მე­ო­რე, პარ­ტი­ის წევ­რი არ ვყო­ფილ­ვარ 2017 წლის 21 იან­ვრამ­დე, მე­სა­მე, არა­სო­დეს არ ვთვლი­დი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს არა­ვის ჯა­შუ­შად. მას ვთვლი­დი ადა­მი­ა­ნად, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში და რომ­ლის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მი­ვაღ­წი­ეთ ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნას. ეს მას ვუ­თხა­რი ჯერ პი­რა­დი შეხ­ვედ­რი­სას და შემ­დეგ, სა­ჯა­როდ და­ვა­ფიქ­სი­რე. ეს სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტი ამო­წუ­რუ­ლია. დღეს არის მხარ­და­ჭე­რის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დრო. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, იმის­თვის, რომ მოხ­დეს იმ მა­ხინ­ჯი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის დე­მონ­ტა­ჟი, რო­მე­ლიც ბა­დებს ერ­თპარ­ტი­ულ და ერ­თპი­როვ­ნულ მმარ­თვე­ლო­ბას „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ მხარ­და­ჭე­რა ამ სა­კი­თხში არის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ვა­შა­ძემ.

ვა­შა­ძი­სა და "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რა დღეს გა­ი­მარ­თა. ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თქმით, პარ­ტია არ­ჩევ­ნებ­ში ვა­შა­ძის კან­დი­და­ტუ­რას უჭერს მხარს.

„ჩვენ მო­ვე­დით იმის­თვის, რომ გრი­გოლ ვა­შა­ძის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა გა­მოვ­ხა­ტოთ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში. „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია“ მას მხარს უჭერს. გან­ვი­ხი­ლეთ ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში სე­რი­ო­ზულ ცვლი­ლე­ბებ­საც.

„სა­უ­ბა­რი არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ ცვლი­ლე­ბებ­ზე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­შიც. ეს სა­კი­თხე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ და ვგეგ­მავთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ყვე­ლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით”, - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ლევან ბერძენიშვილს ჯაშუშად არასოდეს მიიჩნევდა

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ლევან ბერძენიშვილს ჯაშუშად არასოდეს მიიჩნევდა

არასოდეს ვთვლიდი ლევან ბერძენიშვილს არავის ჯაშუშად, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტების კითხვას უპასუხა „ნაციოანლური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ლევან ბერძენიშვილის ჯაშუშობაში დადანაშაულებასთან დაკავშირებით.

„2007 წელს, მე ვიყავი რიგითი მოქალაქე, ამიტომ ამ ინციდენტში ვერანაირ მონაწილეობას ვერ მივიღებდი. მეორე, პარტიის წევრი არ ვყოფილვარ 2017 წლის 21 იანვრამდე, მესამე, არასოდეს არ ვთვლიდი ლევან ბერძენიშვილს არავის ჯაშუშად. მას ვთვლიდი ადამიანად, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ეროვნულ მოძრაობაში და რომლის უშუალო მონაწილეობით მივაღწიეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენას. ეს მას ვუთხარი ჯერ პირადი შეხვედრისას და შემდეგ, საჯაროდ დავაფიქსირე. ეს სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია. დღეს არის მხარდაჭერის, გაერთიანების დრო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმისთვის, რომ მოხდეს იმ მახინჯი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი, რომელიც ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდაჭერა ამ საკითხში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძისა და "რესპუბლიკური პარტიის" წევრების შეხვედრა დღეს გაიმართა. ლევან ბერძენიშვილის თქმით, პარტია არჩევნებში ვაშაძის კანდიდატურას უჭერს მხარს.

„ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ გრიგოლ ვაშაძის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატოთ საპრეზიდენტო არჩევნებში. „რესპუბლიკური პარტია“ მას მხარს უჭერს. განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ევროპული ინტეგრაცია“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასამართლო სისტემაში სერიოზულ ცვლილებებსაც.

„საუბარი არის ძალიან სერიოზულ ცვლილებებზე სასამართლო სისტემაშიც. ეს საკითხები განვიხილეთ და ვგეგმავთ თანამშრომლობას ყველა ამ მიმართულებით”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - რურუას საქმე; მზადება არჩევნებისთვის;ხელისუფლების პოზიცია

"თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი... იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტური წალკოტი" - ანა დოლიძე

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"