ავტორი:

"ნაცემია და გაუპატიურებული, ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული" - პოლონეთში 28 წლის ქალის მკვლელობაში ქართველს ადანაშაულებენ

"ნაცემია და გაუპატიურებული, ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული" - პოლონეთში 28 წლის ქალის მკვლელობაში ქართველს ადანაშაულებენ

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ლოძში 28 წლის ქალის მკვლელობაში ადგილობრივი პროკურატურა 39 წლის მამუკა ხეცურიანს ადანაშაულებს.

"ქალი ნაცემია და გაუპატიურებული. სიკვდილი ყელის არეში ბასრი საგნით, სავარაუდოდ, დანით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია", - აცხადებს ლოძის პროკურორი კშიშტოფ კოპანია.

პოლონური მედია წერს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხეცურიანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ის ახლა საქართველოში იმყოფება.

"ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია ბელორუსის ერთი და საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებსაც გამოძიება პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევაში ადანაშაულებს", - წერს პოლონური მედია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ 39 წლის მამუკა ხეცურიანზე წითელი ცირკულარით ძებნა პოლონეთის ინტერპოლმა გამოაცხადა. მათივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ზოგადი ინფორმაცია ინტერპოლის ვებ-გვერდზეა განთავსებული და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ინფორმაცია ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ არის დაცული და ვინაიდან ინიციატორი არის პოლონური მხარე, ქართული მხარისათვის დამატებითი დეტალები უცნობია.

ამასთან, ფლობს თუ არა შს სამინისტრო ინფორმაციას პოლონური საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ მამუკა ხეცურიანი შესაძლოა, უკვე საქართველოში იმყოფებოდეს, შსს-ში აცხადებენ, რომ ქართული მხარე დამატებით დეტალებზე ვერ საუბრობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს