სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
" მეორე ტურში „ქართული ოცნების“ შედეგი უარესი იქნება" - გია ხუხაშვილი
" მეორე ტურში „ქართული ოცნების“ შედეგი უარესი იქნება" - გია ხუხაშვილი

გრი­გოლ ვა­შა­ძეს არა მხო­ლოდ არით­მე­ტი­კუ­ლი, არა­მედ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მე­ო­რე ტურ­ში, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, უა­რე­სი შე­დე­გი ექ­ნე­ბა.

„გრი­გოლ ვა­შა­ძეს აქვს უპი­რა­ტე­სო­ბა არა მხო­ლოდ არით­მე­ტი­კუ­ლად, მარ­ტო „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ელექ­ტო­რა­ტი რომ ავი­ღოთ, მას აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მისი ამომ­რჩე­ვე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მე­ო­რე ტუ­რის დროს გა­მარ­ჯვე­ბის მო­ლო­დინ­ში. მა­შინ, რო­დე­საც მე­ო­რე მხა­რეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის შან­სე­ბი იკ­ლებს. ეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი ვინ არის? მათი საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი არი­ან მედ­რო­ვე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცვლი­ლე­ბე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე და­ი­წყე­ბენ სა­რე­ზერ­ვო აე­რო­პორ­ტე­ბის ძებ­ნას. ასე რომ, მი­უ­ხე­და­ვად შე­საძ­ლო ძა­ლის­ხმე­ვი­სა, მე­ო­რე ტურ­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შე­დე­გი მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით უფრო უა­რე­სი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე პირ­ველ ტურ­ში იყო. ეს არის მო­ცე­მუ­ლო­ბა, ძა­ლი­ან მძი­მე მო­ცე­მუ­ლო­ბა, მათ შო­რის, ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო. ასე­თია რე­ა­ლო­ბა, მე არ მაქვს უფ­ლე­ბა არ ვთქვა თუნ­დაც მწა­რე სი­მარ­თლე“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

" მეორე ტურში „ქართული ოცნების“ შედეგი უარესი იქნება" - გია ხუხაშვილი

" მეორე ტურში „ქართული ოცნების“ შედეგი უარესი იქნება" - გია ხუხაშვილი

გრიგოლ ვაშაძეს არა მხოლოდ არითმეტიკული, არამედ ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურში, მაღალი ალბათობით, უარესი შედეგი ექნება.

„გრიგოლ ვაშაძეს აქვს უპირატესობა არა მხოლოდ არითმეტიკულად, მარტო „ევროპული საქართველოს“ ელექტორატი რომ ავიღოთ, მას აქვს სერიოზული ფსიქოლოგიური უპირატესობა. შესაბამისად, მისი ამომრჩეველი მაქსიმალურად მობილიზებული იქნება მეორე ტურის დროს გამარჯვების მოლოდინში. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შანსები იკლებს. ეს ადმინისტრაციული რესურსი ვინ არის? მათი საკმაოდ დიდი ნაწილი არიან მედროვეები, რომლებიც ცვლილებების საფრთხის წინაშე დაიწყებენ სარეზერვო აეროპორტების ძებნას. ასე რომ, მიუხედავად შესაძლო ძალისხმევისა, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ შედეგი მაღალი ალბათობით უფრო უარესი იქნება, ვიდრე პირველ ტურში იყო. ეს არის მოცემულობა, ძალიან მძიმე მოცემულობა, მათ შორის, ჩემთვისაც ძალიან არასასიამოვნო. ასეთია რეალობა, მე არ მაქვს უფლება არ ვთქვა თუნდაც მწარე სიმართლე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები