ავტორი:

გორთან ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

გორთან ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

გორთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. გორი-კარალეთის მონაკვეთზე ერთმანეთს "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომანქანა და "მინივენი" შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. სამი დაშავებული კი მრავლობითი დაზიანებებით სამედიცინო ცენტრ "გორმედში" გადაიყვანეს. სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"შემოყვანილი სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთაგან სამივე მამაკაცია. მათ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ. სამივე პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. უტარდებათ ყველა საჭირო კვლევა და კვლევების პარალელურად მიმდინარეობს გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებები", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ექიმმა ლექსო ხეთაგურმა.

მთავარი ფოტო: qartli.ge

გორთან ავტომობილი სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა - გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია სამი პირი

რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე ობიექტის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია