სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზაზა სარალიძის დედა - 50 დღე ცდილობდნენ პროვოკაციაზე წამოეგოთ და ეს დღეს მოახერხეს - მის ნაცვლად პარლამენტთან მე ვიქნები
ზაზა სარალიძის დედა - 50 დღე ცდილობდნენ პროვოკაციაზე წამოეგოთ და ეს დღეს მოახერხეს - მის ნაცვლად პარლამენტთან მე ვიქნები

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ ზაზა სა­რა­ლი­ძის დედა მი­ვი­და. მისი თქმით, ის აქ­ცი­ას უერ­თდე­ბა. რო­გორც მა­რი­ნა ბე­გა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ზაზა სა­რა­ლი­ძის და­კა­ვე­ბით აქ­ცია არ შე­წყდე­ბა.

“ზა­ზამ მი­თხრა, დედა არ წა­მოხ­ვი­დე, შენ იქ ვერ გა­უძ­ლე­ბო, მაგ­რამ მე მა­ინც იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი არ ვიცი. მე აქ­ცი­ას ვუ­ერ­თდე­ბი. 50 დღეა ცდი­ლო­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი, მთავ­რო­ბა, რომ ზაზა პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ე­გოს და ეს დღეს ყვე­ლა­ნა­ი­რად მო­ა­ხერ­ხეს. მე ბევ­რჯერ მით­ქვამს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ასე სა­ჯა­როდ არას­დროს გა­მოვ­სულ­ვარ, რომ ზა­ზას გა­ჩე­რე­ბა და­კა­ვე­ბით ან რა­ი­მე ფორ­მით არ მოხ­დე­ბა. ჩვენ არ გავ­ჩერ­დე­ბით, მა­გას ჰყავს უკან ოჯა­ხი, ჰყავს საკ­მა­ოდ დიდი წრე, ვინც ზა­ზას მო­საზ­რე­ბებს იზი­ა­რებს და ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს”, - აღ­ნიშ­ნა მან.

ამას­თან, მა­რი­ნა ბე­გა­ძის თქმით, ზაზა სა­რა­ლი­ძეს ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

„ჯან­მრთე­ლო­ბა ხელს არ უწყობ­და ისე, რომ მთე­ლი ღამე და მთე­ლი დღე პარ­ლა­მენ­ტთან 24-სა­ა­თი­ა­ნი მო­რი­გე­ო­ბა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა, ამი­ტომ მო­დი­ო­და სახ­ლში, 2-3 სა­ა­თი ის­ვე­ნებ­და და მერე უკან ბრუნ­დე­ბო­და. მეც სულ აქ ვიქ­ნე­ბი, მის ნაც­ვლად პარ­ლა­მენ­ტთან მე ვივ­ლი”, - აღ­ნიშ­ნა მან.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ზაზა სა­რა­ლი­ძე პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის­თვის და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს მირ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

„რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ჯო­ხით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ზაზა სა­რა­ლი­ძე თავს და­ეს­ხა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ. ზაზა სა­რა­ლი­ძემ პო­ლი­ცი­ელ­თა მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გა­ნაგ­რძო, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე პო­ლი­ცი­ის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­სა­წე­ვად მი­ვი­და.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ზაზა სა­რა­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლით, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის­თვის და­ა­კა­ვეს. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლით და­კა­ვე­ბუ­ლია, ასე­ვე, ზაზა სა­რა­ლი­ძის თან­მხლე­ბი ორი პირი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ზაზა სარალიძის დედა - 50 დღე ცდილობდნენ პროვოკაციაზე წამოეგოთ და ეს დღეს მოახერხეს - მის ნაცვლად პარლამენტთან მე ვიქნები

ზაზა სარალიძის დედა - 50 დღე ცდილობდნენ პროვოკაციაზე წამოეგოთ და ეს დღეს მოახერხეს - მის ნაცვლად პარლამენტთან მე ვიქნები

პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის დედა მივიდა. მისი თქმით, ის აქციას უერთდება. როგორც მარინა ბეგაძემ აღნიშნა, ზაზა სარალიძის დაკავებით აქცია არ შეწყდება.

“ზაზამ მითხრა, დედა არ წამოხვიდე, შენ იქ ვერ გაუძლებო, მაგრამ მე მაინც იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. დაკავების მიზეზი არ ვიცი. მე აქციას ვუერთდები. 50 დღეა ცდილობენ სამართალდამცველები, მთავრობა, რომ ზაზა პროვოკაციაზე წამოეგოს და ეს დღეს ყველანაირად მოახერხეს. მე ბევრჯერ მითქვამს სოციალურ ქსელში, ასე საჯაროდ არასდროს გამოვსულვარ, რომ ზაზას გაჩერება დაკავებით ან რაიმე ფორმით არ მოხდება. ჩვენ არ გავჩერდებით, მაგას ჰყავს უკან ოჯახი, ჰყავს საკმაოდ დიდი წრე, ვინც ზაზას მოსაზრებებს იზიარებს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს”, - აღნიშნა მან.

ამასთან, მარინა ბეგაძის თქმით, ზაზა სარალიძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

„ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა ისე, რომ მთელი ღამე და მთელი დღე პარლამენტთან 24-საათიანი მორიგეობა ჩაეტარებინა, ამიტომ მოდიოდა სახლში, 2-3 საათი ისვენებდა და მერე უკან ბრუნდებოდა. მეც სულ აქ ვიქნები, მის ნაცვლად პარლამენტთან მე ვივლი”, - აღნიშნა მან.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს მირ გავრცელებულ განცხადებაში.

„რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია, ასევე, ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ