ავტორი:

"ვიზეარი" ქუთაისი-ვარშავის რეისზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

"ვიზეარი" ქუთაისი-ვარშავის რეისზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისი-ვარშავის რეისზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 25 ოქტომბერს, "ვიზეარის" რეისმა W6 1576 ქუთაისი-ვარშავა მიმართულება შეცვალა ბუქარესტისკენ, რისი მიზეზიც გახდა ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი.

"ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრხოდ იქნა გამოყვანილი ხომალდიდან. საქმე შემდგომი მოკვლევისთვის გადაეცა პოლიციას. უსაფრთხოება ვიზეარის უპირველესი პრიორიტეტია. ავიაკომპანია უცხადებს ნულოვან ტოლერანტობას ყველა იმ ქმედებას, რაც საფთხეს უქმნის მგზავრთა და ბორტის წევრების უსაფრთხოებას. ამჯერად საქმე გადაეცა პოლიციას შემდგომი მოკვლევისთვის", - ნათქვამია "ვიზეარის" განცხადებაში.

VIDEO: კადრები ბუქარესტის აეროპორტიდან, სადაც ქუთაისი-ვარშავას რეისი ექსტრემალურად დაეშვა - გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ბომბს ეძებენ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ