ავტორი:

რას აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ვარშავის რეისის ბუქარესტში დაშვების ფაქტზე

რას აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ვარშავის რეისის ბუქარესტში დაშვების ფაქტზე

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ვარშავის რეისის ბუქარესტში დაშვებას ადასტურებენ, თუმცა მიზეზს არ აკონკრეტებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის აეროპორტის „ცხელ ხაზზე“ განუცხადეს, მათ თვითმფრინავის დაშვების მიზეზი არ იციან. კომპანია WizzAir-ში კი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. სატელფონო ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობენ აეროპორტების გაერთიანებაში.

ვიაკომპანია "WizzAir"-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალური დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი ბორტზე ბომბის შესახებ არსებული ინფორმაცია გახდა. აღნიშნულის თაობაზე "რია ნოვოსტი" რუმინულ ტელეარხ "Digi-24"-ზე დაყრდნობით იუწყება. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი დაეშვა, სამართალდამცველები მის ბორტზე ბომბს ეძებენ, მათ შორის მგზავრების ბარგშიც. ლაინერის ბორტზე 173 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანის ევაკუაცია განხორციელდა.

რუმინეთის ინფორმაციის სამსახურის ცნობით, აეროპორტში კრიზისული საბჭო შეიქმნა. ადგილზე მივიდნენ სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანები, ასევე გამნაღმველები. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის აეროპორტში შევიდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი