სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით" - თემურ ალასანია გავრცელებულ ჩანაწერზე
"მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით" - თემურ ალასანია გავრცელებულ ჩანაწერზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბიძა თე­მურ ალა­სა­ნია უკ­რა­ი­ნულ პორ­ტალ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ოს, რო­მელ­შიც თით­ქოს­და სა­ა­კაშ­ვილ­თან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს, „სრულ ფაბ­რი­კა­ცი­ას“ უწო­დებს.

რო­გორც ალა­სა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, „მკვლე­ლო­ბებს სა­ერ­თოდ არ უკ­ვე­თავს და მი­თუ­მე­ტეს, ტე­ლე­ფო­ნით“.

“ჩემ­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის ვი­თომ შემ­დგა­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც სამ­თავ­რო­ბო “მხი­ლე­ბე­ბის” ბოლო ჰი­ტად უნდა იქ­ცეს, წარ­მო­ად­გენს სრულ ფაბ­რი­კა­ცი­ას და არ გა­მო­იწ­ვევს არა­ვი­თარ ვნე­ბა­თა ღელ­ვას. შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი მარ­ტო ორი კო­მენ­ტა­რით. ამათ ან ჩვენ ვგო­ნი­ვართ სრუ­ლი იმ­ბე­ცი­ლე­ბი, რომ ასეთ თე­მებ­ზე ვი­სა­უბ­როთ, ან ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, რო­მელ­მაც ეს უნდა უპი­რო­ბოდ გა­დაყ­ლა­პოს. ეს არც ჩემი სა­უბ­რის სტი­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით გი­ნე­ბა და არც ჩემი ხმა. მკვლე­ლო­ბებს სა­ერ­თოდ არ ვუკ­ვე­თავ და მი­თუ­მე­ტეს, ტე­ლე­ფო­ნით. და მე­ო­რე. ეტყო­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ და და­მარ­ცხე­ბა მათ­თვის გარ­და­უვ­ლია. სა­ი­დან ვიცი? იქი­დან, რომ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ქმნი­ან კომ­პრო­მატს“, - წერს თე­მურ ალა­სა­ნია.

Imedinews.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნულ ვებ-გვერ­დზე სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და მისი ბი­ძის, თე­მურ ალა­სა­ნი­ას სა­ვა­რა­უ­დო სა­უბ­რის ამ­სახ­ვე­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და. აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, სა­ვა­რა­უ­დოდ, თე­მურ ალა­სა­ნია ამ­ბობს: „ერთ მი­ლი­ონს გა­და­ვუხ­დი, ვინც „სნა­ი­პერსკი ვინ­ტოვ­კით“ მოკ­ლავს ბი­ძი­ნას“.

იხი­ლეთ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით" - თემურ ალასანია გავრცელებულ ჩანაწერზე

"მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით" - თემურ ალასანია გავრცელებულ ჩანაწერზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია უკრაინულ პორტალზე გავრცელებულ აუდიოს, რომელშიც თითქოსდა სააკაშვილთან ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობს, „სრულ ფაბრიკაციას“ უწოდებს.

როგორც ალასანია სოციალურ ქსელში წერს, „მკვლელობებს საერთოდ არ უკვეთავს და მითუმეტეს, ტელეფონით“.

“ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო “მხილებების” ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათა ღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბეცილები, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოდ გადაყლაპოს. ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს, ტელეფონით. და მეორე. ეტყობა ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვლია. საიდან ვიცი? იქიდან, რომ ოჯახის წევრებზე ქმნიან კომპრომატს“, - წერს თემურ ალასანია.

Imedinews.ge-ს ინფორმაციით, უკრაინულ ვებ-გვერდზე სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას სავარაუდო საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, თემურ ალასანია ამბობს: „ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას“.

იხილეთ აუდიოჩანაწერი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები