სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დრო მოვიდა, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა..." - სალომე ზურაბიშვილის შვილის ემოციური მიმართვა
"დრო მოვიდა, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა..." - სალომე ზურაბიშვილის შვილის ემოციური მიმართვა

კან­დი­და­ტი, რო­მელ­საც ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე­თი მი­მარ­თავთ და რო­მე­ლიც ალ­ბათ, კვი­რას ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა, ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბა უბ­რა­ლოდ დე­დად, - ამის შე­სა­ხებ მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შვილ­მა, თე­მურ გორ­ჯეს­ტან­მა სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ამომ­რჩევ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვაჟ­მა მის ოჯახს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და, რად­გან სცე­ნა­ზე იდგა და ქარ­თუ­ლი ენის თარ­ჯი­მა­ნი არ დას­ჭირ­და.

„მე და ქე­თე­ვა­ნი ჩა­მო­ვე­დით პა­რი­ზი­დან და ლონ­დო­ნი­დან ამ კვი­რას, ეს იმი­ტომ, რომ ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მენ­ტია. კან­დი­და­ტი, რო­მელ­საც ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე­თი მი­მარ­თავთ და რო­მე­ლიც ალ­ბათ, კვი­რას ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა, ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბა უბ­რა­ლოდ დე­დად. ეს მი­მარ­თვა - „დედა“ არის სიმ­ბო­ლო, რად­გან ეს სი­ტყვა ჩვენ­თვის იყო კავ­ში­რი ამ შო­რე­ულ სა­ქარ­თვე­ლოს­თან.

ეს არის ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რომ პირ­ვე­ლი ენა ყო­ფი­ლი­ყო ქარ­თუ­ლი. ჩვენ დღეს გვინ­დო­და მად­ლო­ბა გა­დაგ­ვე­ხა­და დე­დას­თვის, მა­მას­თვის, ბე­ბოს­თვის და ჯან­რის­თვის, რომ დღეს ჩვენ აქ თარ­ჯი­მა­ნი არ გვჭირ­დე­ბა. ამა­ყად გე­სა­უბ­რე­ბით ქარ­თულ ენა­ზე, რად­გან ეს ახა­სი­ა­თებს ჩვე­ნი ოჯა­ხის მიერ ქარ­თუ­ლი ენის დაც­ვას“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვაჟ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "დრო მო­ვი­და, რომ და­გით­მოთ ძვირ­ფა­სი დედა - პი­რო­ბას გაძ­ლევთ, და­გი­ცავთ ყვე­ლას" - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შვი­ლის ემო­ცი­ე­ბი სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას

ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას და გა­ნა­ცხა­და, რომ დე­და­მი­სის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­უ­ღე­ბე­ლი და არა­ქარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა იყო.

„ის, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ამ კამ­პა­ნი­ა­ში დე­დის მი­მართ, ქა­ლის მი­მართ, გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბი­ის მი­მართ - მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს შე­უ­რა­ცხყო­ფა იყო სრუ­ლი­ად არა­ქარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა. მე შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მას ვუშ­ვებ ქარ­თულ ენა­ში, მაგ­რამ ქარ­თვე­ლო­ბას არა­სო­დეს და­ვარ­ღვევ. ჩვე­ნი ოჯა­ხის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს დაც­ვა ნიშ­ნავ­და მო­ვა­ლე­ო­ბას, ეს იყო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ბა­ბუ­ა­ჩე­მის, როცა უარი თქვა საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე. მას სურ­და დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ქარ­თვე­ლად. ასე და­ი­ბა­და და ქარ­თველ ლტოლ­ვი­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ახლა დე­და­ჩე­მის მო­ვა­ლე­ო­ბაა. როცა დე­და­ჩემ­მა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა, 2006 წელს, მთე­ლი ოჯა­ხი ვეხ­ვე­წე­ბო­დით, რომ საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რათა მისი ფი­ზი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გვე­ში­ნო­და. გვე­ში­ნო­და, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კა იყო სა­ში­ში.

ამ თხოვ­ნა­ზე დე­დაჩ­ვენ­მა გვი­პა­სუ­ხა, რომ ბრძო­ლა მისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო და პა­რიზ­ში ჩა­მოს­ვლა იქ­ნე­ბო­და სამ­შობ­ლოს მი­ტო­ვე­ბა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უნდა იყოს ხიდი თბი­ლი­სი­დან ბრი­უ­სე­ლამ­დე, თბი­ლი­სი­დან პა­რი­ზამ­დე და თბი­ლი­სი­დან ლონ­დო­ნამ­დე. ჩვენ, რო­გორც და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი საფ­რან­გეთ­სა და ამე­რი­კა­ში, ვვოც­ნე­ბობთ იმა­ზე, რომ ევ­რო­პუ­ლი და და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გან­ვი­თარ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, დამ­შვი­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ჯიბ­რე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. დღეს ვფიქ­რობთ ბე­ბი­ა­ზე და ბა­ბუ­ა­ზე, ისი­ნი ჩვენ­თან არი­ან. დრო მო­ვი­და ჩვენ­თვის, რომ და­გით­მოთ ძვირ­ფა­სი დედა. პი­რო­ბას გაძ­ლევთ, და­გი­ცავთ ყვე­ლას“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შვილ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"დრო მოვიდა, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა..." - სალომე ზურაბიშვილის შვილის ემოციური მიმართვა

"დრო მოვიდა, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა..." - სალომე ზურაბიშვილის შვილის ემოციური მიმართვა

კანდიდატი, რომელსაც ქალბატონი სალომეთი მიმართავთ და რომელიც ალბათ, კვირას ქალბატონი პრეზიდენტი იქნება, ჩვენთვის ყოველთვის დარჩება უბრალოდ დედად, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თემურ გორჯესტანმა სპორტის სასახლეში, ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილის ვაჟმა მის ოჯახს მადლობა გადაუხადა, რადგან სცენაზე იდგა და ქართული ენის თარჯიმანი არ დასჭირდა.

„მე და ქეთევანი ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას, ეს იმიტომ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია. კანდიდატი, რომელსაც ქალბატონი სალომეთი მიმართავთ და რომელიც ალბათ, კვირას ქალბატონი პრეზიდენტი იქნება, ჩვენთვის ყოველთვის დარჩება უბრალოდ დედად. ეს მიმართვა - „დედა“ არის სიმბოლო, რადგან ეს სიტყვა ჩვენთვის იყო კავშირი ამ შორეულ საქართველოსთან.

ეს არის ჩვენი მშობლების დამსახურება, რომ პირველი ენა ყოფილიყო ქართული. ჩვენ დღეს გვინდოდა მადლობა გადაგვეხადა დედასთვის, მამასთვის, ბებოსთვის და ჯანრისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ თარჯიმანი არ გვჭირდება. ამაყად გესაუბრებით ქართულ ენაზე, რადგან ეს ახასიათებს ჩვენი ოჯახის მიერ ქართული ენის დაცვას“, - განაცხადა ზურაბიშვილის ვაჟმა.

იხილეთ ვიდეო: "დრო მოვიდა, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა - პირობას გაძლევთ, დაგიცავთ ყველას" - სალომე ზურაბიშვილის შვილის ემოციები სიტყვით გამოსვლისას

ის გამოეხმაურა წინასაარჩევნო კამპანიას და განაცხადა, რომ დედამისისთვის მიყენებული შეურაცხყოფა მიუღებელი და არაქართული ქმედება იყო.

„ის, რაც მიმდინარეობდა ამ კამპანიაში დედის მიმართ, ქალის მიმართ, გარდაცვლილი ბებიის მიმართ - მიუღებელია. ეს შეურაცხყოფა იყო სრულიად არაქართული ქმედება. მე შეიძლება შეცდომას ვუშვებ ქართულ ენაში, მაგრამ ქართველობას არასოდეს დავარღვევ. ჩვენი ოჯახის მიერ საქართველოს დაცვა ნიშნავდა მოვალეობას, ეს იყო ვალდებულება ბაბუაჩემის, როცა უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე. მას სურდა დარჩენილიყო ქართველად. ასე დაიბადა და ქართველ ლტოლვილად გარდაიცვალა. ეს ახლა დედაჩემის მოვალეობაა. როცა დედაჩემმა ქართულ პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვიტა, 2006 წელს, მთელი ოჯახი ვეხვეწებოდით, რომ საფრანგეთში დაბრუნებულიყო, რათა მისი ფიზიკური უსაფრთხოების გვეშინოდა. გვეშინოდა, რადგან საქართველოში პოლიტიკა იყო საშიში.

ამ თხოვნაზე დედაჩვენმა გვიპასუხა, რომ ბრძოლა მისი ვალდებულება იყო და პარიზში ჩამოსვლა იქნებოდა სამშობლოს მიტოვება. სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს ხიდი თბილისიდან ბრიუსელამდე, თბილისიდან პარიზამდე და თბილისიდან ლონდონამდე. ჩვენ, როგორც დაბადებულები საფრანგეთსა და ამერიკაში, ვვოცნებობთ იმაზე, რომ ევროპული და დასავლური ღირებულებები განვითარდეს საქართველოში. ადამიანის უფლებების დაცვა და თავისუფლება, დამშვიდებული პოლიტიკური შეჯიბრება არის მნიშვნელოვანი. დღეს ვფიქრობთ ბებიაზე და ბაბუაზე, ისინი ჩვენთან არიან. დრო მოვიდა ჩვენთვის, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა. პირობას გაძლევთ, დაგიცავთ ყველას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილის შვილმა სიტყვით გამოსვლისას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები