ავტორი:

არაი-სმაილი -როცა ტექნიკა გინდა!

არაი-სმაილი -როცა ტექნიკა გინდა!

ქართული ტექნიკის ბაზრის ორი ლიდერი - არაი და სმაილი გაერთიანდა!

სმაილი, როგორც სამსუნგის, ინდეზიტის და პანასონიკის ოფიციალური პარტნიორი, ხოლო არაი, როგორც ელჯისა და ელექტროლუქსის ექსკლუზიური დისტრიბუტორი, აერთიანებენ საცალო ქსელს არაი-სმაილის სახელით.

არაის და სმაილის გაერთიანება, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ საშუალებას მისცემთ ტექნიკა კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზონ მომხმარებლს. არაი-სმაილი ხაზს უსვამს ტექნიკის და ბრენდების ფართო არჩევანს საკუთარ მაღაზიებში. მომსახურების სფეროში 20 წლიანი გამოცდილება კომპანიას საშუალებას აძლევს აქცენტი გააკეთოს მომსახურების მაღალ სტანდარტზე და გაუმჯობესებულ სერვისზე. არაი-სმაილმა უკვე აამოქმედა ახალი ონლაინ მაღაზა - smiley.ge, რომელზის სრულად 15 ნოემრბიდან ჩაეშვება. ახალ ვებ-პორტალზე შესაძლებელია ტექნიკის შეძენა, მათ შორის განვადებითაც.

არაი-სმაილის ახალი ქსელი მოიცავს 12 მაღაზიას საქართველოს მასშტაბით. გაერთიანების შედეგად, მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს განსაკუთრებული ფასებით - LG-ის, სამსუნგის, პანასონიკის, ელექტროლუქსის, ინდეზიტის,ჰოტ-პოინტ არისტონის, სატურნის, ტომასის, ლიბჰერის, ჰუავეის და სხვა წამყვანი ბრენდების ტექნიკაზე.

შპს ამერიტექმა (არაი) და შპს სმაილმა (სმაილი) ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მიმართეს კონკურენციის სააგენტოს და მიიღეს ნებართვა კონცენტრაციის შესახებ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი