ავტორი:

რას ამბობს სააკაშვილი ივანიშვილის ინტერვიუზე : "ბოდიშს ვუხდი ყველას"

რას ამბობს სააკაშვილი ივანიშვილის ინტერვიუზე : "ბოდიშს ვუხდი ყველას"

ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი "ფეისბუქზე" ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ ერთი წინადადება დაწერა : "მე ბოდიშს ვუხდი ყველას,რომ დავუშვი ამ ავადმყოფის მოსვლა ხელისუფლებაში".

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას, სხვა თემების გარდა, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2008 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.

ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ჰააგის სასამართლოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატების გამოყენებას ეხებოდა, ივანიშვილმა აგვისტოს ომში "ნაციონალური მოძრაობის" ბრალეულობაზე საუბრით უპასუხა. მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი და სალომე ზურაბიშვილის მოსაზრება აგვისტოს ომთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.

"სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა. 2008 წელს რაც მოხდა და როგორც მაშინდელი ხელისუფლება, სააკაშვილის მეთაურობით, მოქმედებდა, ეს იყო სწორედ სამშობლოს ღალატი. მას შეეძლო ქვეყნისთვის ეს ომი თავიდანა აეცილებინა, არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება. 2008 წელს მაშინდელი ხელისუფლების მიერ მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა. ის, რაც არ წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, არაფერი გადაჭარბებით არ უთქვამს ქალბატონ სალომეს. მხოლოდ ამ რეზოლუციაში ჩაწერილი გაიმეორა მან. ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაში წერია, ვინ რა და როგორ გააკეთა. ჩემი და ქალბატონი სალომეს ინტერპრეტაცია აბსოლუტურად თანხვედრაშია. სწორედ რომ სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში. ყველას ავიწყდება სხვა დანარჩენი. როცა რუსმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ევროსაბჭოს რეზოლუციას ხმა მისცეს. ამ რეზოლუციაში გარკვევით წერია ყველაფერი, ვინ რა ქმედება ჩაიდინა და ამას იმეორებს ქალბატონი სალომე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები