სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ძუ ლომმა საკუთარი ბოკვერების მამა მოკლა - რატომ არის ინციდენტი მეცნიერებისთვის შოკისმომგვრელი
ძუ ლომმა საკუთარი ბოკვერების მამა მოკლა - რატომ არის ინციდენტი მეცნიერებისთვის შოკისმომგვრელი

ძუ ლომ­მა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის მამა მოკ­ლა, BBC წერს, რომ ექ­სპერ­ტე­ბი ინ­ცი­დენტს შო­კის­მომ­გვრე­ლად აფა­სე­ბენ.

ლო­მე­ბის წყვი­ლი ინ­დი­ა­ნა­პო­ლი­სის ზო­ო­პარკში ერ­თსა და იმა­ვე გა­ლი­ა­ში 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ნამ­დე ერ­თმა­ნე­თის მი­მართ აგ­რე­სია არ გა­მო­უვ­ლე­ნი­ათ.

რა­ტომ და­ეს­ხა თავს ძუ ლომი პარტნი­ორს - BBC ექ­სპერ­ტებს სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზებ­ზე ესა­უბ­რა.

12 წლის ზური 10 წლის ნი­აკს და­ეს­ხა თავს, ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მათი დრო­უ­ლად გა­ცალ­კე­ვე­ბა ვერ შეძ­ლეს. ნი­ა­კი ზუ­რიმ გა­გუ­და, თა­ვად კი უვ­ნებ­ლად გა­დარ­ჩა.

ზო­ო­პარკში ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხდარს სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლი­ან.

პრო­ფე­სო­რი ქრე­იგ პე­კე­რი, რო­მე­ლიც მი­ნე­სო­ტას ლო­მე­ბის შემ­სწავ­ლელ ცენ­ტრს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ამ­ბობს, რომ თავ­დას­ხმა უპ­რე­ცე­დენ­ტო იყო.

„ვი­ცით შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ხვა­დი ლო­მე­ბი კლავ­დნენ ძუ ლო­მებს, ასე­ვე - ძუ­ე­ბის ჯგუ­ფი დევ­ნი­და ხვა­დებს, თუმ­ცა ძუ ლომს რომ მო­ეკ­ლა ხვა­დი პარტნი­ო­რი, არა­სო­დეს გა­მი­გია“.

ის მი­იჩ­ნევს, რომ შემ­თხვე­ვა ლო­მე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ვე­ლურ პი­რო­ბებ­ში ხვა­დი ლო­მე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რი დო­მი­ნან­ტე­ბი არი­ან. ნი­ა­კი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ი­ზარ­და, რა­მაც, პე­კე­რის აზ­რით, უფრო და­უც­ვე­ლი გა­ხა­და. მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ზური უფრო ძლი­ე­რი და დო­მი­ნან­ტი იყო, ვიდ­რე სხვა ძუ ლო­მე­ბი. ის პარტნი­ორ­ზე მხო­ლოდ 11 კგ-ით ნაკ­ლებს იწო­ნი­და, რო­გორც წესი, ხვა­დი ლო­მე­ბი 150- 260 კგ-მდე იწო­ნი­ან, ნი­ა­კი კი 147 კგ იყო.

„თუ ეს შე­უ­ფე­რე­ბე­ლი პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით იყო გან­პი­რო­ბუ­ლი, შე­საძ­ლოა, არ­სე­ბობ­დეს რის­კი, იგი­ვე მოხ­დეს გა­ლი­ებ­ში მყო­ფი სხვა ლო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც,“ - აღ­ნიშ­ნავს ქრე­იგ პე­კე­რი.

მი­სი­ვე თქმით, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სირ­დე­ბა, მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია.

რამ­დე­ნად უც­ნა­უ­რია ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ლო­მე­ბის­თვის

ექ­სპერ­ტი პოლ ფანსტო­ნი იზი­ა­რებს პე­კე­რის აზრს, რომ ზუ­რის მოქ­მე­დე­ბა გა­სა­ო­ცა­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლია. მისი თქმით, ვე­ლურ პი­რო­ბებ­ში ძუ ლო­მე­ბის ჯგუ­ფი თავს ეს­ხმის ხვა­დებს, თუმ­ცა ამი­სი მი­ზე­ზი სა­კუ­თა­რი ბოკ­ვე­რე­ბის, ანდა ტე­რი­ტო­რი­ის დაც­ვაა, თუმ­ცა ფანსტო­ნი ამ­ბობს, რომ არა­სო­დეს უნა­ხავს მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტი მამ­რის სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბო­დეს.

მეც­ნი­ე­რის ერთ-ერთი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ზური, რო­მელ­საც ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია „ყუ­რა­დღე­ბი­ან და მზრუნ­ველ დე­დად“ აფა­სებს, ნი­აკ­მა შე­ა­ში­ნა, ბრძო­ლაც ამის გამო და­ი­წყო. ზუ­რის ბუ­ნებ­რივ­მა ინ­სტიქ­ტებ­მა სძლია და, ფანსტო­ნის აზ­რით, სწო­რედ ამი­ტომ დას­რულ­და ინ­ცი­დენ­ტი პარტნი­ო­რის სიკ­ვდი­ლით.

„ეს არის ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს ლო­მებ­ში. არა­სო­დეს იცი, რა მოხ­დე­ბა კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში. სწო­რედ ამი­ტომ არი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხო­ვე­ლე­ბი,“ - ამ­ბობს ფანსტო­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ძუ ლომმა საკუთარი ბოკვერების მამა მოკლა - რატომ არის ინციდენტი მეცნიერებისთვის შოკისმომგვრელი

ძუ ლომმა საკუთარი ბოკვერების მამა მოკლა - რატომ არის ინციდენტი მეცნიერებისთვის შოკისმომგვრელი

ძუ ლომმა საკუთარი შვილების მამა მოკლა, BBC წერს, რომ ექსპერტები ინციდენტს შოკისმომგვრელად აფასებენ.

ლომების წყვილი ინდიანაპოლისის ზოოპარკში ერთსა და იმავე გალიაში 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მანამდე ერთმანეთის მიმართ აგრესია არ გამოუვლენიათ.

რატომ დაესხა თავს ძუ ლომი პარტნიორს - BBC ექსპერტებს სავარაუდო მიზეზებზე ესაუბრა.

12 წლის ზური 10 წლის ნიაკს დაესხა თავს, ზოოპარკის თანამშრომლებმა მათი დროულად გაცალკევება ვერ შეძლეს. ნიაკი ზურიმ გაგუდა, თავად კი უვნებლად გადარჩა.

ზოოპარკში ამბობენ, რომ მომხდარს საფუძვლიანად შეისწავლიან.

პროფესორი ქრეიგ პეკერი, რომელიც მინესოტას ლომების შემსწავლელ ცენტრს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ თავდასხმა უპრეცედენტო იყო.

„ვიცით შემთხვევები, როდესაც ხვადი ლომები კლავდნენ ძუ ლომებს, ასევე - ძუების ჯგუფი დევნიდა ხვადებს, თუმცა ძუ ლომს რომ მოეკლა ხვადი პარტნიორი, არასოდეს გამიგია“.

ის მიიჩნევს, რომ შემთხვევა ლომების ინდივიდუალური თავისებურებებით არის გამოწვეული.

ველურ პირობებში ხვადი ლომები აბსოლუტური დომინანტები არიან. ნიაკი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა, რამაც, პეკერის აზრით, უფრო დაუცველი გახადა. მისგან განსხვავებით, ზური უფრო ძლიერი და დომინანტი იყო, ვიდრე სხვა ძუ ლომები. ის პარტნიორზე მხოლოდ 11 კგ-ით ნაკლებს იწონიდა, როგორც წესი, ხვადი ლომები 150- 260 კგ-მდე იწონიან, ნიაკი კი 147 კგ იყო.

„თუ ეს შეუფერებელი პიროვნული თავისებურებებით იყო განპირობული, შესაძლოა, არსებობდეს რისკი, იგივე მოხდეს გალიებში მყოფი სხვა ლომების შემთხვევაშიც,“ - აღნიშნავს ქრეიგ პეკერი.

მისივე თქმით, ვიდრე რამდენიმე მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირდება, მიზეზებზე საუბარი რთულია.

რამდენად უცნაურია ასეთი საქციელი ლომებისთვის

ექსპერტი პოლ ფანსტონი იზიარებს პეკერის აზრს, რომ ზურის მოქმედება გასაოცარი და მოულოდნელია. მისი თქმით, ველურ პირობებში ძუ ლომების ჯგუფი თავს ესხმის ხვადებს, თუმცა ამისი მიზეზი საკუთარი ბოკვერების, ანდა ტერიტორიის დაცვაა, თუმცა ფანსტონი ამბობს, რომ არასოდეს უნახავს მსგავსი ინციდენტი მამრის სიკვდილით მთავრდებოდეს.

მეცნიერის ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ზური, რომელსაც ზოოპარკის ადმინისტრაცია „ყურადღებიან და მზრუნველ დედად“ აფასებს, ნიაკმა შეაშინა, ბრძოლაც ამის გამო დაიწყო. ზურის ბუნებრივმა ინსტიქტებმა სძლია და, ფანსტონის აზრით, სწორედ ამიტომ დასრულდა ინციდენტი პარტნიორის სიკვდილით.

„ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ლომებში. არასოდეს იცი, რა მოხდება კონკრეტულ მომენტში. სწორედ ამიტომ არიან საინტერესო ცხოველები,“ - ამბობს ფანსტონი.

25 იანვარს ჩინური ახალი წელი დგება - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რა უნდა გააკეთოთ 15 დღის განმავლობაში, რომ ბედნიერება დაიბედოთ

7 თებერვლამდე ვენერა თევზებშია - ვის რა ელის სასიყვარულო ასპარეზზე და როგორ იმოქმედებს ეს დრო ჩვენს ფინანსებზე

მამაკაცის სკანდალური სტილი 2020 წელს - "ნუთუ, ეს არის კრეატივი და მოდა?"