სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სალომე ზურაბიშვილი - მარიხუანა და ნარკოტიკები არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნისთვის
სალომე ზურაბიშვილი - მარიხუანა და ნარკოტიკები არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნისთვის

ნარ­კო­ტი­კე­ბი არის ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხე ქვეყ­ნის­თვის. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას, რო­გო­რიც არის სა­ქარ­თვე­ლო, სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან ჯან­სა­ღი მო­სახ­ლე­ო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ჯან­სა­ღი, - ამის შე­სა­ხებ ვარ­კე­თილ­ში ამომ­რჩევ­ლებ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა­გა­ნა­ცხა­და. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დე­დებს მი­მარ­თა.

„აქ დგა­ნან ახალ­გაზ­რდე­ბი. მინ­და ვუ­თხრა დე­დებს - რაც ეხე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას და ნარ­კო­ტი­კებს, ჩვენ უნდა ვი­ყოთ ერ­თად და გა­ვაფრ­თხი­ლოთ ახალ­გაზ­რდო­ბა, რომ ეს არის დიდი საფრ­თხე მათ­თვის, ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხე ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. ეს არის ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხე ქვეყ­ნის­თვის. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას, რო­გო­რიც არის სა­ქარ­თვე­ლო, სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან ჯან­სა­ღი მო­სახ­ლე­ო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ჯან­სა­ღი. ეს არის ის ორი რამ, რაც მჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ამ 6 წელ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო, რაც სა­ჭი­როა. ამ საქ­მე­ში, რა­საც ჰქვია გაფრ­თხი­ლე­ბა, ინ­ფორ­მი­რე­ბა, ერ­თად უნდა ვი­ყოთ. ჩვენ არ ვართ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე „მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კი" იყოს გარ­თო­ბის სა­გა­ნი. ჩვენ­თან არ არის ასე­თი გარ­თო­ბა. ჩვენ­თან უნდა იყოს სე­რი­ო­ზუ­ლი სწავ­ლა, სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა და არ გვცა­ლია ამ გარ­თო­ბე­ბის­თვის. არც თქვენ გცა­ლი­ათ ამ გარ­თო­ბე­ბის­თვის ახალ­გაზ­რდე­ბო. ჩვენ ერ­თად მივ­ხე­დოთ ამ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას სკო­ლებ­ში, ოჯა­ხებ­ში და სა­დაც მე დაგ­ჭირ­დე­ბით, იქ ვიქ­ნე­ბი თქვენ­თან ერ­თად. ასე­ვე უნდა მივ­ხე­დოთ ყვე­ლა იმ სო­ცი­ა­ლურ ჯგუფს, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა მეტი ზრუნ­ვა სა­ხელ­მწი­ფოს­გან. მე ვიქ­ნე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­ში ამ სა­ხელ­მწი­ფოს სა­თა­ვე­ში მათ­ზე მზრუნ­ვე­ლი, იმი­ტომ, რომ ეს არის ქა­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა. ჩვენ ვი­ცით რო­გო­რია სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ფონი, ვი­ცით, რომ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ბევრ სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ას სჭირ­დე­ბა უფრო მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­გან",- გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი - მარიხუანა და ნარკოტიკები არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნისთვის

სალომე ზურაბიშვილი - მარიხუანა და ნარკოტიკები არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნისთვის

ნარკოტიკები არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნისთვის. პატარა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, სჭირდება ძალიან ჯანსაღი მოსახლეობა და ახალგაზრდობა, განათლებული და ჯანსაღი, - ამის შესახებ ვარკეთილში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაგანაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა დედებს მიმართა.

„აქ დგანან ახალგაზრდები. მინდა ვუთხრა დედებს - რაც ეხება მარიხუანას და ნარკოტიკებს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად და გავაფრთხილოთ ახალგაზრდობა, რომ ეს არის დიდი საფრთხე მათთვის, ძალიან დიდი საფრთხე ჯანმრთელობისთვის. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნისთვის. პატარა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, სჭირდება ძალიან ჯანსაღი მოსახლეობა და ახალგაზრდობა, განათლებული და ჯანსაღი. ეს არის ის ორი რამ, რაც მჭირდება იმისთვის, რომ ამ 6 წელში ყველაფერი გავაკეთო, რაც საჭიროა. ამ საქმეში, რასაც ჰქვია გაფრთხილება, ინფორმირება, ერთად უნდა ვიყოთ. ჩვენ არ ვართ მატერიალურად განვითარებული ქვეყანა, სადაც შეიძლება რომელიმე „მსუბუქი ნარკოტიკი" იყოს გართობის საგანი. ჩვენთან არ არის ასეთი გართობა. ჩვენთან უნდა იყოს სერიოზული სწავლა, სერიოზული მუშაობა და არ გვცალია ამ გართობებისთვის. არც თქვენ გცალიათ ამ გართობებისთვის ახალგაზრდებო. ჩვენ ერთად მივხედოთ ამ საინფორმაციო კამპანიას სკოლებში, ოჯახებში და სადაც მე დაგჭირდებით, იქ ვიქნები თქვენთან ერთად. ასევე უნდა მივხედოთ ყველა იმ სოციალურ ჯგუფს, რომელსაც სჭირდება მეტი ზრუნვა სახელმწიფოსგან. მე ვიქნები ამ შემთხვევაში ამ სახელმწიფოს სათავეში მათზე მზრუნველი, იმიტომ, რომ ეს არის ქალის მოვალეობა. ჩვენ ვიცით როგორია სოციალური და ეკონომიკური ფონი, ვიცით, რომ ბევრია გასაკეთებელი, ბევრ სხვადასხვა კატეგორიას სჭირდება უფრო მეტი მზრუნველობა სახელმწიფოსგან",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები