სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სუბელიანს  დეკემბერში უნდა მოეკლა თავი, როდესაც მისი შვილის გამო ჩემი შვილი მოკლეს" - სარალიძე
"სუბელიანს  დეკემბერში უნდა მოეკლა თავი, როდესაც მისი შვილის გამო ჩემი შვილი მოკლეს" - სარალიძე

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან აქ­ცია მიმ­დნა­რე­ობს სა­ხელ­წო­დე­ბით : „მა­მე­ბი სი­მარ­თლის დაც­ვი­სათ­ვის", "ნუ გვა­ბო­ლებ".

აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ზაზა სა­რა­ლი­ძე და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი. რო­გორც ზაზა სა­რა­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შე­იკ­რიბ­ნენ იმ მი­ზე­ზით, რომ მთა­ვარ პრო­კუ­რორს შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს თავი შე­ახ­სე­ნონ.

„მო­ვე­დით მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, რომ თავი შე­ვახ­სე­ნოთ შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს. რა­ღაც ის­ტო­რი­ებს თხზა­ვენ, რომ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­მა თა­ვის მოკ­ვლა სცა­დაო. კად­რე­ბი რაც "რუს­თა­ვი 2"- ის ეთერ­ში გა­ვი­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და ძა­ლო­ვან­მა უწყე­ბამ აჟი­ო­ტა­ჟი ატე­ხეს მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის, ჯა­ფა­რი­ძის უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვაო, ვინ ჩა­წე­რა ჩუ­მად და გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ვი­წყო­თო. თა­ვად, რომ გა­მო­ყა­რეს, მა­გა­ზე გა­მო­ძი­ე­ბას რა­ტომ არ იწყე­ბენ? სუ­ბე­ლი­ან­მა ახლა კი არ უნდა მო­იკ­ლას თავი, მას დე­კემ­ბერ­ში უნდა მო­ეკ­ლა თავი, რო­დე­საც მისი შვი­ლის გამო ჩემი შვი­ლი და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი მოკ­ლეს. ახლა აღარ აქვს თავი მო­საკ­ლა­ვი. ვაჟ­კა­ცო­ბა თუ უნ­დო­და მა­შინ ჩა­ე­დი­ნა ვაჟ­კა­ცო­ბა",-გა­ნა­ცხა­და სა­რა­ლი­ძემ.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხსე­ნე­ბით ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მო­ა­დუ­ნოს თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე.

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"სუბელიანს  დეკემბერში უნდა მოეკლა თავი, როდესაც მისი შვილის გამო ჩემი შვილი მოკლეს" - სარალიძე

"სუბელიანს  დეკემბერში უნდა მოეკლა თავი, როდესაც მისი შვილის გამო ჩემი შვილი მოკლეს" - სარალიძე

მთავარ პროკურატურასთან აქცია მიმდნარეობს სახელწოდებით : „მამები სიმართლის დაცვისათვის", "ნუ გვაბოლებ".

აქციაზე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბნენ იმ მიზეზით, რომ მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს თავი შეახსენონ.

„მოვედით მთავარ პროკურატურასთან, რომ თავი შევახსენოთ შალვა თადუმაძეს. რაღაც ისტორიებს თხზავენ, რომ მირზა სუბელიანმა თავის მოკვლა სცადაო. კადრები რაც "რუსთავი 2"- ის ეთერში გავიდა, ხელისუფლებამ და ძალოვანმა უწყებამ აჟიოტაჟი ატეხეს მირზა სუბელიანის, ჯაფარიძის უფლებები დაირღვაო, ვინ ჩაწერა ჩუმად და გამოძიება უნდა დავიწყოთო. თავად, რომ გამოყარეს, მაგაზე გამოძიებას რატომ არ იწყებენ? სუბელიანმა ახლა კი არ უნდა მოიკლას თავი, მას დეკემბერში უნდა მოეკლა თავი, როდესაც მისი შვილის გამო ჩემი შვილი და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. ახლა აღარ აქვს თავი მოსაკლავი. ვაჟკაცობა თუ უნდოდა მაშინ ჩაედინა ვაჟკაცობა",-განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" ხსენებით ცდილობს საზოგადოების ყურადღება მოადუნოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.

მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მობილიზებულია პოლიცია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ