სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ გაავრცელა სუბელიანის ფარული ჩანაწერები შანტაჟის გამო - პროკურატურის განცხადება
ვინ გაავრცელა სუბელიანის ფარული ჩანაწერები შანტაჟის გამო - პროკურატურის განცხადება

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფა­რუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბა, რო­მელ­შიც პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის მუ­ქა­რით, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს მოს­თხო­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­კეთ­და.

“სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს, რომ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ზე, რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ ფი­გუ­რი­რებს მ.ს., ვ.ჯ. და დ.ც, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო 2018 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს, ვიდ­რე ჩა­ნა­წე­რი ერთ-ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მო­და.

გა­მო­ძი­ე­ბა ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბი­სა და შე­ნახ­ვის, იძუ­ლე­ბის, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი პი­რის კერ­ძო სა­უბ­რის უნე­ბარ­თვო ჩა­წე­რის, ჩა­ნა­წე­რის უკა­ნო­ნოდ შე­ნახ­ვი­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­საძ­ლო გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 150-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 1571-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 158-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბი­თა და 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლის ი.პ.-ს გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე წლის 12 ოქ­ტომ­ბერს, მას­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და შან­ტა­ჟი და ზე­წო­ლა: პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის მუ­ქა­რით მო­ქა­ლა­ქე ი.პ.-ს მოს­თხო­ვეს პა­ტი­მარ მ.ს-ს შეხ­ვედ­რე­ბის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ი.პ-სგან ამო­ღე­ბუ­ლია მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე ფა­რულ ჩა­ნა­წერს, მათ შო­რის იმ ფა­ილ­საც, რო­მე­ლიც გუ­შინ გავ­რცელ­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით. ყვე­ლა ჩა­ნა­წერ­ზე ავ­თენ­ტი­კუ­რო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით ჩა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, რო­გორც ამ და­ნა­შა­ულ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი ყვე­ლა პი­რის გა­მო­სავ­ლე­ნად, აგ­რეთ­ვე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში გახ­მო­ვა­ნე­ბულ შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

იმავდრო­უ­ლად, ამო­ღე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის პირ­ვე­ლად ანა­ლიზ­ზე დაყ­რდნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს პირ­თა ჯგუ­ფის მიერ კონ­კრე­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის სა­უბ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ვერ­სი­ას მათი შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბის მიზ­ნით.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ ეტაპ­ზე არ ასა­ჯა­რო­ებს გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მო­პო­ვე­ბულ ყვე­ლა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს. თუმ­ცა, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­კუ­რა­ტუ­რა ინ­ტენ­სი­უ­რად მო­ახ­დენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ”, - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ვინ გაავრცელა სუბელიანის ფარული ჩანაწერები შანტაჟის გამო - პროკურატურის განცხადება

ვინ გაავრცელა სუბელიანის ფარული ჩანაწერები შანტაჟის გამო - პროკურატურის განცხადება

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელება, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს მოსთხოვეს.

აღნიშნულ საქმეზე საგანგებო განცხადება მთავარ პროკურატურაში გაკეთდა.

“საქართველოს მთავარი პროკურატურა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მ.ს., ვ.ჯ. და დ.ც, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო 2018 წლის 12 ოქტომბერს, ვიდრე ჩანაწერი ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გადაიცემოდა.

გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება.

გამოძიების ფარგლებში, ი.პ-სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიასაშუალებით. ყველა ჩანაწერზე ავთენტიკურობის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, როგორც ამ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, აგრეთვე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.

იმავდროულად, ამოღებული აუდიოჩანაწერების პირველად ანალიზზე დაყრდნობით, გამოძიება ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას მათი შემდგომი გავრცელების მიზნით.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს გამოძიების პროცესში მოპოვებულ ყველა აუდიოჩანაწერს. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ინტენსიურად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ”, - განაცხადეს პროკურატურაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს