ავტორი:

„ატელიე  აუთლეტი“ მომხმარებლებს 50-მდე ბრენდის ყველაზე მოთხოვნად პროდუქციას სთავაზობს

„ატელიე  აუთლეტი“ მომხმარებლებს 50-მდე ბრენდის ყველაზე მოთხოვნად პროდუქციას სთავაზობს

„ატელიე აუთლეტი“ უკვე ერთი თვეა, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. ეს ქსელი მსოფლიოს წამყვან 50-მდე ბრენდის ყველაზე მოთხოვნად პროდუქციას აერთიანებს. Massimo Dutti, ZARA, Roberto Cavalli, Hugo Boss – ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შეძენა მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია. შეშელიძის 124-ში მდებარე მაღაზია საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი აუთლეთ ქსელია.

„ატელიე აუთლეთის“ ადმინისტრატორი ფერიდე როხვაძე ამბობს, რომ მუდმივად განახლებადი კოლექცია, დაბალი ფასები და მომსახურების მაღალი ხარისხი არის ის მახასიათებლები, რაც ამ ბრენდს სხვებისგან განასხვავებს.

- რას სთავაზობს „ატელიე აუთლეთი“ მომხმარებელს?

– „ატელიე აუთლეთი“ ერთი თვეა რაც დაარსდა. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ქალის, ბავშვის, მამაკაცის 50-მდე დასახელების ბრენდის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს აქსესუარებისა და პარფიუმერიის განყოფილებას. ჩვენს ბრენდებს შორისაა: Stradivarius, Adidas, Nike, DIESEL, Lee, TOMMY HILFIGER, Bershka და მრავალი სხვა. აქ, ასევე, დაგხვდებათ ყველა სეგმენტზე გათვლილი მისაღები ფასები, რაც მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შეძენილი პროდუქციის დაბრუნდება ხდება 24 საათის, ხოლო გადაცვლა 7 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. ასევე, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ ჩვენ ყოველ შაბათს მომხმარებლებს განახლებულ კოლექციას ვთავაზობთ.

- აპირებთ თუ არა გაფართოებას?

– აუცილებლად. მომხმარებლების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია, ისინი ხშირად გვეკითხებიან, გვექნება თუ არა ახალი ფილიალები. რაც შეეხება სიახლეს, ზემოხსენებულ 50-მდე დასახელების ბრენდს კიდევ დაემატება მოთხოვნადი ბრენდები. იხილეთ ვიდეო

თეო ცუცქირიძე

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის