სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
4 196 ავტოსაგზაო შემთხვევა და 307 გარდაცვლილი - 2018 წელს ავარიების რაოდენობა გაიზარდა
4 196 ავტოსაგზაო შემთხვევა და 307 გარდაცვლილი - 2018 წელს ავარიების რაოდენობა გაიზარდა

2018 წლის 8 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 7%-ით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის კი 8%-ით გა­ი­ზარ­და. 2018 წლის იან­ვარ-აგ­ვის­ტოს საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს „სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის“ ავ­რცე­ლებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 8 თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 4 196 საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რომ­ლის დრო­საც და­ი­ღუ­პა 307 ადა­მი­ა­ნი და და­შავ­და 5 989 პირი. "სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 7%-ითაა გაზ­რდი­ლი. ამას­თან, 2017 წელ­თან შე­და­რე­ბით, წლე­ვან­დე­ლი წლის 8 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ღუ­პულ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 8%-ით შემ­ცირ­და, კერ­ძოდ, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად 26 პი­რით ნაკ­ლე­ბი და­ი­ღუ­პა.

მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, წინა წლის იგი­ვე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით თბი­ლის­ში საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი 4%-ით, და­შა­ვე­ბუ­ლო­ბა კი 2%-ით გა­ი­ზარ­და. ავ­ტო­ა­ვა­რი­ას ასე­ვე წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 1 პი­რით მეტი ემსხვერ­პლა. „სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბის 47%, და­ზი­ა­ნე­ბე­ბის 41% და და­ღუპ­ვის 20% დე­და­ქა­ლაქ­ზე მო­დის, და­ნარ­ჩე­ნი კი რე­გი­ო­ნებ­ზე ნა­წილ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა 16 წლამ­დე მო­ზარდბს, მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, წინა წლის იგი­ვე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 16 წლამ­დე მო­ზარ­დე­ბის და­შა­ვე­ბუ­ლო­ბა 2 %-ით გა­ი­ზარ­და, ხოლო 2 მო­ზარ­დით ნაკ­ლე­ბი და­ი­ღუ­პა. კერ­ძოდ, 2018 წლის იან­ვარ-აგ­ვის­ტო­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად 16 წლამ­დე ასა­კის 13 მო­ზარ­დი და­ი­ღუ­პა, 646 კი და­შავ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

4 196 ავტოსაგზაო შემთხვევა და 307 გარდაცვლილი - 2018 წელს ავარიების რაოდენობა გაიზარდა

4 196 ავტოსაგზაო შემთხვევა და 307 გარდაცვლილი - 2018 წელს ავარიების რაოდენობა გაიზარდა

2018 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით, დაშავებულების კი 8%-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვარ-აგვისტოს საგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, 8 თვეში საქართველოს მასშტაბით 4 196 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 307 ადამიანი და დაშავდა 5 989 პირი. "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ინფორმაციით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ითაა გაზრდილი. ამასთან, 2017 წელთან შედარებით, წლევანდელი წლის 8 თვის მონაცემებით, დაღუპულ პირთა რაოდენობა 8%-ით შემცირდა, კერძოდ, წინა წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 26 პირით ნაკლები დაიღუპა.

მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით თბილისში საგზაო შემთხვევები 4%-ით, დაშავებულობა კი 2%-ით გაიზარდა. ავტოავარიას ასევე წინა წელთან შედარებით 1 პირით მეტი ემსხვერპლა. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, საქართველოში მომხდარი ავტოავარიების 47%, დაზიანებების 41% და დაღუპვის 20% დედაქალაქზე მოდის, დანარჩენი კი რეგიონებზე ნაწილდება.

რაც შეეხება 16 წლამდე მოზარდბს, მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 16 წლამდე მოზარდების დაშავებულობა 2 %-ით გაიზარდა, ხოლო 2 მოზარდით ნაკლები დაიღუპა. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 16 წლამდე ასაკის 13 მოზარდი დაიღუპა, 646 კი დაშავდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი