სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ენმ-ის ნახევარ პოლიტსაბჭოსთან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ" - ზურაბ ჯაფარიძე
"ენმ-ის ნახევარ პოლიტსაბჭოსთან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ" - ზურაბ ჯაფარიძე

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ამ­ბობს, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ყოფ­ნის დროს მას­თან ერ­თად მა­რი­ხუ­ა­ნას პო­ლიტ­საბ­ჭოს არა­ერ­თი წევ­რი ეწე­ო­და, რამ­დე­ნი­მე წევ­რი კი სახ­ლში ზრდი­და კა­ნაფს პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის, „გირ­ჩის“ ლი­დე­რი ამის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს.

„ენმ-ამ სა­არ­ჩევ­ნო დრო­შად აქ­ცია კა­ნა­ფის თემა. იდე­ე­ბის­გან სრუ­ლი­ად დაც­ლილ­მა და დაღ­მარ­თზე ტემპ-აკ­რე­ფილ­მა პარ­ტი­ამ გა­და­წყვი­ტა ამ თე­მით მო­ახ­დი­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის მო­პო­ვე­ბა და სა­პატ­რი­არ­ქოს­თან ჩა­ხუ­ტე­ბა. "კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­ი­წე­როს", "კა­ნა­ფის რეს­პუბ­ლი­კა", "დე­მოგ­რა­ფია"..თვალ­სა და ხელს შუა გა­და­იქ­ცნენ კო­ლექ­ტი­ურ სოფო კი­ლა­ძე­ე­ბად.

ჰოდა, ვინც ამ ფა­რი­სე­ველ ხალ­ხს უს­მენთ:

ენმ-ის ნა­ხე­ვარ პო­ლიტ­საბ­ჭოს­თან ერ­თად მაქვს მო­წე­უ­ლი, თან არა­ერ­თხელ.

მათ შო­რის იმათ­თა­ნაც ვინც დღეს ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად ითხო­ვენ "მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნას" კა­ნა­ფის­გან.

იმ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა მაგ პარ­ტი­ა­ში ვი­ყა­ვი, პო­ლიტ­საბ­ჭოს არა­ერ­თი წევ­რი გვთხოვ­და მო­სა­წევს თით­ქმის რე­გუ­ლა­რუ­ლად (ვაძ­ლევ­დით, ან ვა­წე­ვი­ნებ­დით, ცხა­დია). რამ­დე­ნი­მე წევ­რი სახ­ლში ზრდი­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, დღე­საც ზრდის კა­ნაფს პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის (აქე­თაც გვა­წე­ვი­ნებ­დნენ).

ეგე­თი ხალ­ხი არი­ან - ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის გუ­ლის­თვის მზად არი­ან სა­კუ­თა­რი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის მხრი­დან "პე­დო­ფი­ლის" და­ძა­ხე­ბა აი­ტა­ნონ.

მერე ძმა­კა­ცებ­თან ერ­თად მო­წი­ონ და იბაზ­რონ კა­ცო­ბა­ზე, ძმო­ბა­ზე და გა­გე­ბა­ზე,“ - წერს ჯა­ფა­რი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ენმ-ის ნახევარ პოლიტსაბჭოსთან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ" - ზურაბ ჯაფარიძე

"ენმ-ის ნახევარ პოლიტსაბჭოსთან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ" - ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნის დროს მასთან ერთად მარიხუანას პოლიტსაბჭოს არაერთი წევრი ეწეოდა, რამდენიმე წევრი კი სახლში ზრდიდა კანაფს პირადი მოხმარებისთვის, „გირჩის“ ლიდერი ამის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს.

„ენმ-ამ საარჩევნო დროშად აქცია კანაფის თემა. იდეებისგან სრულიად დაცლილმა და დაღმართზე ტემპ-აკრეფილმა პარტიამ გადაწყვიტა ამ თემით მოახდინოს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება და საპატრიარქოსთან ჩახუტება. "კონსტიტუციაში ჩაიწეროს", "კანაფის რესპუბლიკა", "დემოგრაფია"..თვალსა და ხელს შუა გადაიქცნენ კოლექტიურ სოფო კილაძეებად.

ჰოდა, ვინც ამ ფარისეველ ხალხს უსმენთ:

ენმ-ის ნახევარ პოლიტსაბჭოსთან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ.

მათ შორის იმათთანაც ვინც დღეს ყველაზე აქტიურად ითხოვენ "მომავალი თაობის გადარჩენას" კანაფისგან.

იმ 2 წლის განმავლობაში, როცა მაგ პარტიაში ვიყავი, პოლიტსაბჭოს არაერთი წევრი გვთხოვდა მოსაწევს თითქმის რეგულარულად (ვაძლევდით, ან ვაწევინებდით, ცხადია). რამდენიმე წევრი სახლში ზრდიდა და სავარაუდოდ, დღესაც ზრდის კანაფს პირადი მოხმარებისთვის (აქეთაც გვაწევინებდნენ).

ეგეთი ხალხი არიან - ძალაუფლების ხელში ჩაგდების გულისთვის მზად არიან საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან "პედოფილის" დაძახება აიტანონ.

მერე ძმაკაცებთან ერთად მოწიონ და იბაზრონ კაცობაზე, ძმობაზე და გაგებაზე,“ - წერს ჯაფარიძე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები