სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პრეზიდენტმა გასულ კვირას დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის უვადოდ მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა გასულ კვირას დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის უვადოდ მსჯავრდებული შეიწყალა

kvirispalitra.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტის მიერ რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­წყა­ლე­ბულ პა­ტი­მარ­თა შო­რის ერთ-ერთი უვა­დო პა­ტი­მა­რი, 52 წლის მარ­ნე­უ­ლე­ლი სა­ი­ათ ის­მა­ი­ლო­ვია, რო­მელ­საც 2007 წელს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით მი­ე­სა­ჯა.

„პრე­ზი­დენ­ტმა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ის­მა­ი­ლოვს გა­თა­ვი­სუ­ლე­ბის ვა­დად 2025 წელი და­უდ­გი­ნა. იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა მო­ტი­ვით მოხ­და ის­მა­ი­ლო­ვის შე­წყა­ლე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით. მათ შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თეს. ზვი­ად ქო­რი­ძემ ლა­კო­ნუ­რად გან­მარ­ტა, რომ "სუ­ლე­ი­მა­ნოვს ჰქონ­და შე­მო­ტა­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც გან­ვი­ხი­ლეთ, ვიმ­სჯე­ლეთ და პრე­ზი­დენტს შევ­თა­ვა­ზეთ რე­კო­მენ­და­ცია, მან გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია და პა­ტი­მარს და­უდ­გი­ნა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­რი­ღი“, - წერს kvirispalitra.ge.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რვა უვა­დო პა­ტი­მა­რი შე­ი­წყა­ლა - მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ვადა გა­ნუ­სა­ზღვრა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა შე­წყა­ლე­ბის მო­რი­გი აქტი 27 სექ­ტემ­ბერს გა­მოს­ცა და 111 მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი შე­ი­წყა­ლა. შე­წყა­ლე­ბულ პირ­თა­გან 42-მა იმა­ვე დღეს და­ტო­ვა სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­თა­გან 3 ქალი და 1 არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო.

ვა­დი­ა­ნი, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი სას­ჯე­ლი 69 პირს შე­უმ­ცირ­და, მათ შო­რის 4 ქალი და 6 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ამ სულ 866 საქ­მე გა­ნი­ხი­ლა, მათ შო­რის იყო დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე, თუმ­ცა მის შე­წყა­ლე­ბა­ზე კო­მი­სი­ამ უარ­ყო­ფი­თი რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა. იხი­ლეთ სტა­ტია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

პრეზიდენტმა გასულ კვირას დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის უვადოდ მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა გასულ კვირას დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის უვადოდ მსჯავრდებული შეიწყალა

kvirispalitra.ge-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ შეწყალებულ პატიმართა შორის ერთ-ერთი უვადო პატიმარი, 52 წლის მარნეულელი საიათ ისმაილოვია, რომელსაც 2007 წელს უვადო პატიმრობა განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით მიესაჯა.

„პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ისმაილოვს გათავისულების ვადად 2025 წელი დაუდგინა. იმის გასარკვევად, თუ რა მოტივით მოხდა ისმაილოვის შეწყალება, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დავუკავშირდით. მათ შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან გადაგვამისამართეს. ზვიად ქორიძემ ლაკონურად განმარტა, რომ "სულეიმანოვს ჰქონდა შემოტანილი განცხადება, რომელიც განვიხილეთ, ვიმსჯელეთ და პრეზიდენტს შევთავაზეთ რეკომენდაცია, მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და პატიმარს დაუდგინა გათავისუფლების თარიღი“, - წერს kvirispalitra.ge.

მათივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მისი პრეზიდენტობის განმავლობაში რვა უვადო პატიმარი შეიწყალა - მათ გათავისუფლების ვადა განუსაზღვრა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების მორიგი აქტი 27 სექტემბერს გამოსცა და 111 მსჯავრდადებული შეიწყალა. შეწყალებულ პირთაგან 42-მა იმავე დღეს დატოვა საპატიმრო დაწესებულება, რომელთაგან 3 ქალი და 1 არასრულწლოვანი იყო.

ვადიანი, ან უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი 69 პირს შეუმცირდა, მათ შორის 4 ქალი და 6 არასრულწლოვანია.

შეწყალების კომისიამ სულ 866 საქმე განიხილა, მათ შორის იყო დეკანოზი გიორგი მამალაძე, თუმცა მის შეწყალებაზე კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა. იხილეთ სტატია

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს