სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პროკურატურის ახალი ინფორმაცია - ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მხოლოდ მგზავრობის ხარჯებისთვის ფონდმა 700 000 ლარამდე დახარჯა
პროკურატურის ახალი ინფორმაცია - ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მხოლოდ მგზავრობის ხარჯებისთვის ფონდმა 700 000 ლარამდე დახარჯა

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის მე­უღ­ლის ან­გე­ლა ვა­სი­ლენ­კოს გა­მო­კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მი­ზა­ნია, და­ად­გი­ნოს რა სახ­სრე­ბი მი­ი­ღო ფონდმა 2004-2017 წლებ­ში და აღ­ნიშ­ნუ­ლი სახ­სრე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა თუ არა ფონ­დის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ. გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის და მისი მე­უღ­ლის ან­გე­ლა ვა­სი­ლენ­კოს მხო­ლოდ მგზავ­რო­ბის ხარ­ჯე­ბის­თვის ფონდმა და­ხარ­ჯა 700 000 ლა­რამ­დე, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც და­უდ­გე­ნე­ლია ან­გე­ლა ვა­სი­ლენ­კოს როლი ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის მე­უღ­ლის ან­გე­ლა ვა­სი­ლენ­კოს გა­მო­კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გა­თავ­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის საქ­ვემ­ლო­ქ­მე­დო ფონდ იავ­ნა­ნას ხელ­მძღვა­ნელ პირ­თა მიერ ფონ­დის კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის შე­საძ­ლო მით­ვი­სე­ბა-გაფ­ლან­გვის ფაქ­ტებ­ზე. ამ დრო­ი­სათ­ვის, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის მი­ზა­ნია, და­ად­გი­ნოს რა სახ­სრე­ბი მი­ი­ღო ფონდმა 2004-2017 წლებ­ში და აღ­ნიშ­ნუ­ლი სახ­სრე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა თუ არა ფონ­დის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ.

ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სწავ­ლობს სამ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას:

პირ­ვე­ლი ეპი­ზო­დი შე­ე­ხე­ბა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის და მისი მე­უღ­ლის ან­გე­ლა ვა­სი­ლენ­კოს მგზავ­რო­ბის ხარ­ჯე­ბის ფონ­დის კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბი­დან ანა­ზღა­უ­რე­ბას. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის და მისი მე­უღ­ლის ან­გე­ლა ვა­სი­ლენ­კოს მხო­ლოდ მგზავ­რო­ბის ხარ­ჯე­ბის­თვის ფონდმა და­ხარ­ჯა 700 000 ლა­რამ­დე, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც და­უდ­გე­ნე­ლია ან­გე­ლა ვა­სი­ლენ­კოს როლი ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

მე­ო­რე ეპი­ზო­დი ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის სა­სარ­გებ­ლოდ გა­წე­ულ სას­ტუმ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯებს. და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია, ფონ­დის სახ­სრე­ბი­დან რა­ტომ უნდა და­ხარ­ჯუ­ლი­ყო პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე­ბის და­სა­ფა­რად და­ახ­ლო­ე­ბით 40 000 ლარი. გა­უ­გე­ბა­რია და გარ­კვე­ულ ეჭ­ვებს აჩენს ფონ­დის რო­მელ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის ცხოვ­რე­ბა თუ სხვა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა სას­ტუმ­რო­ში, მი­თუ­მე­ტეს, რომ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­აჩ­ნია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბი, ხოლო ფონდს - კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ოფი­სი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თვა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა.

ამას­თან, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ფონ­დის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის იჯა­რით გა­ცე­მის ეპი­ზოდ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­გან ფონდს გა­და­ე­ცა სიმ­ბო­ლურ ფა­სად, რათა ამ უკა­ნას­კნელს ქო­ნე­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ფონ­დის მიზ­ნე­ბი­სათ­ვის. ამ ნა­წილ­ში დგინ­დე­ბა, რომ ფონდმა ერთ-ერთ სა­წარ­მოს იჯა­რით გა­დას­ცა ხსე­ნე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და რეს­ტო­რა­ნი, იჯა­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი კი უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ფონ­დის საქ­ველ­მოქ­მე­დო მიზ­ნე­ბი­სათ­ვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­წარ­მო და მისი ქვე­მო­ი­ჯა­რე საკ­მა­ოდ რენ­ტა­ბე­ლურ სა­წარ­მო­ებს წარ­მო­ად­გენ­დნენ, ისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯე­როვ­ნად არ ას­რუ­ლებ­დნენ და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს - ფონდს სრუ­ლად არ უხ­დიდ­ნენ იჯა­რის თან­ხას, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­წარ­მოს­თან არ შე­წყვე­ტი­ლა, უფრო მე­ტიც, სა­წარ­მოს მი­ე­ცა საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლე­ბე­ლო­ბა. შე­დე­გად, ფონდმა ვერ მი­ი­ღო ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ლარი, რო­მე­ლიც უნდა მოხ­მა­რე­ბო­და უდედ­მა­მო და მზრუნ­ვე­ლო­ბა მოკ­ლე­ბულ ბავ­შვებ­სა და ფონ­დის სხვა მიზ­ნებს.

ამ დრო­ი­სათ­ვის, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ანა­ლი­ზი ცხად­ყოფს, რომ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში 2004-2017 წლებ­ში მო­ზი­დუ­ლი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მხო­ლოდ 30 პრო­ცენ­ტი ხმარ­დე­ბო­და ქველ­მოქ­მე­დე­ბას, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი თან­ხე­ბი ხმარ­დე­ბო­და თა­ნამ­შრო­მელ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბა­სა და სხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფონ­დის თან­ხმე­ბის შე­საძ­ლო არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას გა­აჩ­ნია კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვე­ბი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის ცო­ლის, ან­გე­ლა ვა­სი­ლენ­კოს სა­სარ­გებ­ლოდ გა­დახ­დილ თან­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ფონ­დის მიერ ან­გე­ლა ვა­სი­ლენ­კო­სათ­ვის ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ხელ­ფა­სი და სხვა ხარ­ჯი ჯა­მუ­რად 254 000 ლარი, გა­დახ­დი­ლია ხელ­ფა­სი - და­ახ­ლო­ე­ბით 25 000 ლარი და სხვა ხარ­ჯი - და­ახ­ლო­ე­ბით 337 000 ლარს შე­ად­გენს.

ამ­ჟა­მად, საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად დას­კვნით ეტაპ­ზეა. მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ე­ბუ­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზი­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის შემ­დგომ საქ­მე­ზე მი­ღე­ბულ იქ­ნე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

პროკურატურის ახალი ინფორმაცია - ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მხოლოდ მგზავრობის ხარჯებისთვის ფონდმა 700 000 ლარამდე დახარჯა

პროკურატურის ახალი ინფორმაცია - ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მხოლოდ მგზავრობის ხარჯებისთვის ფონდმა 700 000 ლარამდე დახარჯა

პაატა ბურჭულაძის მეუღლის ანგელა ვასილენკოს გამოკითხვასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების მიზანია, დაადგინოს რა სახსრები მიიღო ფონდმა 2004-2017 წლებში და აღნიშნული სახსრები გამოიყენა თუ არა ფონდის ინტერესების სასარგებლოდ. განცხადების თანახმად, პაატა ბურჭულაძის და მისი მეუღლის ანგელა ვასილენკოს მხოლოდ მგზავრობის ხარჯებისთვის ფონდმა დახარჯა 700 000 ლარამდე, იმ პირობებში, როდესაც დაუდგენელია ანგელა ვასილენკოს როლი ფონდის საქმიანობაში. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"პაატა ბურჭულაძის მეუღლის ანგელა ვასილენკოს გამოკითხვასთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათავლისწინებით, საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის საქვემლოქმედო ფონდ იავნანას ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. ამ დროისათვის, საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების მიზანია, დაადგინოს რა სახსრები მიიღო ფონდმა 2004-2017 წლებში და აღნიშნული სახსრები გამოიყენა თუ არა ფონდის ინტერესების სასარგებლოდ.

ამ ეტაპზე გამოძიება სწავლობს სამ ძირითად მიმართულებას:

პირველი ეპიზოდი შეეხება პაატა ბურჭულაძის და მისი მეუღლის ანგელა ვასილენკოს მგზავრობის ხარჯების ფონდის კუთვნილი თანხებიდან ანაზღაურებას. უნდა აღინიშნოს, რომ პაატა ბურჭულაძის და მისი მეუღლის ანგელა ვასილენკოს მხოლოდ მგზავრობის ხარჯებისთვის ფონდმა დახარჯა 700 000 ლარამდე, იმ პირობებში, როდესაც დაუდგენელია ანგელა ვასილენკოს როლი ფონდის საქმიანობაში.

მეორე ეპიზოდი ეხება საქართველოში პაატა ბურჭულაძის სასარგებლოდ გაწეულ სასტუმრო მომსახურების ხარჯებს. დაუსაბუთებელია, ფონდის სახსრებიდან რატომ უნდა დახარჯულიყო პაატა ბურჭულაძის სასტუმროს მომსახურების დასაფარად დაახლოებით 40 000 ლარი. გაუგებარია და გარკვეულ ეჭვებს აჩენს ფონდის რომელ მიზანს ემსახურებოდა პაატა ბურჭულაძის ცხოვრება თუ სხვა სახის მომსახურება სასტუმროში, მითუმეტეს, რომ პაატა ბურჭულაძეს საქართველოში გააჩნია საცხოვრებელი ფართები, ხოლო ფონდს - კეთილმოწყობილი ოფისი, სადაც შესაძლებელი იყო შეხვედრების გამართვა და მოლაპარაკებების წარმოება.

ამასთან, გამოძიება მიმდინარეობს ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემის ეპიზოდზე. აღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ფონდს გადაეცა სიმბოლურ ფასად, რათა ამ უკანასკნელს ქონება გამოეყენებინა ფონდის მიზნებისათვის. ამ ნაწილში დგინდება, რომ ფონდმა ერთ-ერთ საწარმოს იჯარით გადასცა ხსენებული უძრავი ქონება, სადაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა რესტორანი, იჯარიდან მიღებული შემოსავალი კი უნდა გამოეყენებინა ფონდის საქველმოქმედო მიზნებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო და მისი ქვემოიჯარე საკმაოდ რენტაბელურ საწარმოებს წარმოადგენდნენ, ისინი დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ჯეროვნად არ ასრულებდნენ დაკისრებულ ვალდებულებებს - ფონდს სრულად არ უხდიდნენ იჯარის თანხას, თუმცა მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება საწარმოსთან არ შეწყვეტილა, უფრო მეტიც, საწარმოს მიეცა საქმიანობის გაგრძელების შესაძლებელობა. შედეგად, ფონდმა ვერ მიიღო ნახევარ მილიონზე მეტი ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა უდედმამო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებსა და ფონდის სხვა მიზნებს.

ამ დროისათვის, გამოძიების მიერ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული დოკუმენტაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქველმოქმედო ფონდში 2004-2017 წლებში მოზიდული შემოწირულობების დაახლოებით მხოლოდ 30 პროცენტი ხმარდებოდა ქველმოქმედებას, ხოლო დანარჩენი თანხები ხმარდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურებასა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებს.

აღსანიშნავია, რომ ფონდის თანხმების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის ცოლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებული ავიაბილეთების ღირებულება, ხელფასი და სხვა ხარჯი ჯამურად 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი - დაახლოებით 25 000 ლარი და სხვა ხარჯი - დაახლოებით 337 000 ლარს შეადგენს.

ამჟამად, საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ფაქტობრივად დასკვნით ეტაპზეა. მოპოვებული მტკიებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს