სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზაზა ოქუაშვილი - 4 მლნ პირადად ივანიშვილმა მოითხოვა, შეხვედრას გიორგი გახარია და ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ
ზაზა ოქუაშვილი - 4 მლნ პირადად ივანიშვილმა მოითხოვა, შეხვედრას გიორგი გახარია და ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ

ივა­ნიშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რომ თვი­თონ ეთ­ქვა, ჯერ ვერ მივ­ხვდი, მაჩ­ვე­ნებ­და ოთხ თითს, მერე იკად­რა და გა­მოთ­ქვა, რომ ოთხი მი­ლი­ო­ნი უნდა მი­სუ­ლი­ყო ბი­ჭებ­თან, რომ­ლე­ბიც შრო­მო­ბენ, წვა­ლო­ბენ. ბი­ჭე­ბი თვი­თონ იყო რე­ა­ლუ­რად, - ამის შე­სა­ხებ „ომე­გა ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 4 მი­ლი­ო­ნი პირ­და­პირ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მო­ი­თხო­ვა და ამ შეხ­ვედ­რას გი­ორ­გი გა­ხა­რია და ლე­ვან ყი­ფი­ა­ნიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის სარ­დაფ­ში ჩა­კეტვის ფაქტსაც იხ­სე­ნებს და აცხა­დებს, რომ ის „ზემ­დე­ტი სი­ა­რუ­ლის­თვის და­ი­სა­ჯა“. „იმ შემ­თხვე­ვა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი იყო უკ­მა­ყო­ფი­ლო, რო­გორც ლე­ვან­მა თქვა გა­დას­ცა ეს ფარ­ცხა­ლა­ძეს და ფარ­ცხა­ლა­ძემ და­სა­ჯა ლე­ვა­ნი ზედ­მე­ტი სი­ა­რუ­ლის­თვის და არას­წო­რი მი­სა­მარ­თის­თვის. ჩა­აგ­დეს სარ­დაფ­ში და და­ნარ­ჩე­ნი ლე­ვანს ჰკი­თხოთ ჯო­ბია. ჩვენ რო­გორც ვი­ცით, ჩა­აგ­დეს სარ­დაფ­ში და სცა­დეს შე­უ­არ­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა, კაცი თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებ­და. ჩემი ხალ­ხი თვალ­ყურს ადევ­ნებ­და, იმი­ტომ, რომ ლე­ვა­ნი რომ წა­ვი­და იცოდ­ნენ და როცა და­ი­კარ­გა ლე­ვა­ნი იმ ღა­მეს ჩვენ, სუყ­ვე­ლა გან­ვიც­დი­დით. მერე იყო უფრო მეტი და­ში­ნე­ბა და იგი­ვე ჩვე­ნი დი­რექ­ტო­რე­ბის, რომ ეს სარ­და­ფის ილე­თე­ბი არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. ემუქ­რე­ბოდ­ნენ ჩემს ხალ­ხს. ყი­ფი­ა­ნი ამას ყვე­ლას უყ­ვე­ბო­და. მათ ვერ შეძ­ლეს და­ში­ნე­ბა. ჩვენ­ზე ამან გავ­ლე­ნა ვერ მო­ახ­დი­ნა.

პირ­ვე­ლი ხაზი ივა­ნიშ­ვილ­თან არის უჩა, ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, გა­ხა­რია - იქ იცი­ან მეტი. ლე­ვა­ნი იყო მე­ო­რე ხაზ­ზე, კვი­რი­კაშ­ვი­ლი მე­სა­მე­ზე იყო, ალ­ბათ. და­მა­ტე­ბით, მათ ვერ შეძ­ლეს ჩემი და ჩემი ხალ­ხის და­ში­ნე­ბა, რომ ის ოთხი მი­ლი­ო­ნი მი­მე­ტა­ნა და რად­გან ვერ შეძ­ლეს და რად­გან იყ­ვნენ იძუ­ლე­ბუ­ლი, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ჩა­ე­რი­ათ და მას თვი­თონ მო­ე­თხო­ვა. გახ­და ივა­ნიშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი, რომ თვი­თონ ეთ­ქვა. ჯერ ვერ მივ­ხვდი, მაჩ­ვე­ნებ­და ასე ოთხ თითს, მერე იკად­რა და გა­მოთ­ქვა, რომ ოთხი მი­ლი­ო­ნი უნდა მი­სუ­ლი­ყო ბი­ჭებ­თან, რომ­ლე­ბიც შრო­მო­ბენ, წვა­ლო­ბენ. ბი­ჭე­ბი თვი­თონ იყო რე­ა­ლუ­რად. მერე მა­გის შემ­დეგ 4 მი­ლი­ო­ნი გა­ი­ა­რა მათ თვალ­წინ. 4 მი­ლი­ო­ნი მე არ მი­მი­ტა­ნია არ­სად, ეს იყო მახე, რო­გორც სა­თა­გურ­ში. შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ყა­ვით მე, ყი­ფი­ა­ნი, ივა­ნიშ­ვი­ლი და გა­ხა­რია“, - გა­ნა­ცხა­და ოქუ­აშ­ვილ­მა.

რო­გორც ოქუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, მას 4 მი­ლი­ო­ნი მოს­თხო­ვეს იმის­თვის, რომ მის­თვის ოც­ნე­ბის ცი­სარ­ტყე­ლა გახ­სნი­ლი­ყო, რა­ზეც ოქუ­ა­ში­ლი აცხა­დებს, რომ თან­ხმო­ბა არ მი­უ­ცია. ამას­თან, ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, მას უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით შეხ­ვდა.

„დე­პარ­ტა­მენ­ტი იქ­მნე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის­თვის, რო­გორც მე ალღო ავი­ღე, მეტი ინ­ტე­რე­სი თუ აქვს, თვი­თონ არის ჩა­რე­უ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლი, ჩემ­თან მეტი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ი­ჩი­ნა, და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, რომ ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მა ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა შეც­დო­მა ბევ­რი აქვთ. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა მო­ვი­თხო­ვე. შემ­დეგ მხვდე­ბა ფარ­ცხა­ლა­ძე, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი. მხვდე­ბა სა­კუ­თარ სახ­ლში სა­ბურ­თა­ლოს ბა­ზარ­თან, შეხ­ვედ­რა მო­ი­თხო­ვა. ჩხარ­ტიშ­ვილ­მა მთხო­ვა შევ­ხვედ­რო­დი ვი­ღა­ცა კარგ ბი­ჭის, ვინც მუ­შა­ობ­და. პა­ტი­ვის­ცე­მით შემ­ხვდა ფარ­ცხა­ლა­ძე, ყი­ფი­ა­ნიც იქ იყო, ერ­თად მი­ვე­დით. მან თქვა, რომ იხ­სნე­ბო­და ჩემ­თვის ოც­ნე­ბის ცი­სარ­ტყე­ლა და ამი­თი შე­იძ­ლე­ბო­და ბევ­რი საქ­მე მე­კე­თე­ბი­ნა. ამ ცი­სარ­ტყე­ლის გახ­სნის­თვის სა­ჭი­რო იყო კი­დევ 4 მი­ლი­ო­ნი. მა­ში­ნაც მქონ­და წი­ნა­აღ­მდე­ო­ბა, რომ ზა­რა­ლი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. 4 მი­ლი­ო­ნი წი­ნას­წარ, მერე არ­ვი­ცი.

მე ვუ­თხა­რი მე არ მეს­მის ეს. ვერ ვიტ­ვი, რომ იქ მკვეთ­რი უა­რე­ბი მეთ­ქვას. მე ვუ­თხა­რი, რომ პირ­და­პირ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ვსა­უბ­რობ და უხერ­ხუ­ლად არ გა­მო­გი­ვი­დეს­თქო. ვუ­თხა­რი, რომ და­ე­ჭი­რა მხა­რი, რო­გორც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ში, ასე­ვე თა­ვი­სუ­ფალ ბიზ­ნეს­ში. მან მი­თხრა, რომ ამის­თვის სა­ჭი­როა 4 მი­ლი­ო­ნი. ვუ­თხა­რი მე ბი­ძი­ნას ვხდე­ბი მეთ­ქი და აბა მე ვის­გან მოვ­დი­ვა­რო ზაზა, მე შენ­თან მო­ვი­დო­დიო თვი­თო­ნო? ეს არის ბი­ძი­ნა, ეს არის უჩა, მე მათ­გან მოვ­დი­ვა­რო და ის გზა და ცი­სარ­ტყე­ლაა, რო­მე­ლიც შენ გე­ლო­დე­ბა, ამის­თვის 4 მი­ლი­ო­ნია სა­ჭი­როო. მე არ დავ­პი­რე­ბი­ვარ, ვუ­თხა­რი, რომ ეს უნდა გარ­კვე­უ­ლი­ყო, მის­გან და­მა­ლუ­ლი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

ამის მერე ყი­ფი­ან­მა და­ი­წყო ჩემი დი­რექ­ტო­რე­ბის და­ში­ნე­ბა, ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ში­ნე­ბა, რომ მო­ვი­დოდ­ნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ხალ­ხი, კა­რე­ბი გაგ­ვე­მაგ­რე­ბი­ნა, ხომ მშვი­დო­ბაა თქვენ­თან, წა­მო­ვიდ­ნენ, მო­ვიდ­ნენ. ამ და­ში­ნე­ბის მი­ზა­ნი იყო, რომ მე ეს 4 მი­ლი­ო­ნი სას­წრა­ფოდ მი­მე­ტა­ნა და გა­მე­გო, რომ ეს იყო კრი­მი­ნა­ლუ­რი ძალა, რო­მე­ლიც არა­ფერ­ზე არ და­ი­ხევ­და. ვუ­თხა­რი ყი­ფი­ანს ეს სი­სუ­ლე­ლე მო­ე­წეს­რი­გე­ბი­ნა, მე ვუ­თხა­რი, რომ წა­სუ­ლი­ყო ივა­ნიშ­ვილ­თან, რა­ტომ­ღაც, ის წა­ვი­და კვი­რი­კაშ­ვილ­თან, ეტყო­ბა ახ­ლობ­ლო­ბის გამო. კვი­რი­კა­ში­ლის შემ­დეგ დაბ­რუნ­და ოთარ­თან. კვი­რი­კაშ­ვი­ლი იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. გა­არ­ჩი­ეს კვი­რი­კაშ­ვილ­თან, კვი­რი­კაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან პა­ტა­რა კაცი გა­მოდ­გა, რო­მე­ლიც შემ­დეგ ივა­ნიშ­ვილ­მა უთხრა ლე­ვანს, კვი­რი­კაშ­ვი­ლი მო­ვი­და და ტი­რო­დაო, ჩემი უფ­რო­სი გე­გო­ნაო იქ რომ მი­დი­ო­დიო? ეს უთხრა ლე­ვანს“, - გა­ნა­ცხა­და ოქუ­აშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ზაზა ოქუაშვილი - 4 მლნ პირადად ივანიშვილმა მოითხოვა, შეხვედრას გიორგი გახარია და ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ

ზაზა ოქუაშვილი - 4 მლნ პირადად ივანიშვილმა მოითხოვა, შეხვედრას გიორგი გახარია და ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ

ივანიშვილი იძულებული გახდა, რომ თვითონ ეთქვა, ჯერ ვერ მივხვდი, მაჩვენებდა ოთხ თითს, მერე იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ, წვალობენ. ბიჭები თვითონ იყო რეალურად, - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 4 მილიონი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა და ამ შეხვედრას გიორგი გახარია და ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ.

ზაზა ოქუაშვილი ლევან ყიფიანის სარდაფში ჩაკეტვის ფაქტსაც იხსენებს და აცხადებს, რომ ის „ზემდეტი სიარულისთვის დაისაჯა“. „იმ შემთხვევაში ივანიშვილი იყო უკმაყოფილო, როგორც ლევანმა თქვა გადასცა ეს ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის. ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ ჯობია. ჩვენ როგორც ვიცით, ჩააგდეს სარდაფში და სცადეს შეუარცხყოფის მიყენება, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. ჩემი ხალხი თვალყურს ადევნებდა, იმიტომ, რომ ლევანი რომ წავიდა იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი იმ ღამეს ჩვენ, სუყველა განვიცდიდით. მერე იყო უფრო მეტი დაშინება და იგივე ჩვენი დირექტორების, რომ ეს სარდაფის ილეთები არ გაგრძელებულიყო. ემუქრებოდნენ ჩემს ხალხს. ყიფიანი ამას ყველას უყვებოდა. მათ ვერ შეძლეს დაშინება. ჩვენზე ამან გავლენა ვერ მოახდინა.

პირველი ხაზი ივანიშვილთან არის უჩა, ჩხარტიშვილი, გახარია - იქ იციან მეტი. ლევანი იყო მეორე ხაზზე, კვირიკაშვილი მესამეზე იყო, ალბათ. დამატებით, მათ ვერ შეძლეს ჩემი და ჩემი ხალხის დაშინება, რომ ის ოთხი მილიონი მიმეტანა და რადგან ვერ შეძლეს და რადგან იყვნენ იძულებული, რომ ივანიშვილი ჩაერიათ და მას თვითონ მოეთხოვა. გახდა ივანიშვილი იძულებული, რომ თვითონ ეთქვა. ჯერ ვერ მივხვდი, მაჩვენებდა ასე ოთხ თითს, მერე იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ, წვალობენ. ბიჭები თვითონ იყო რეალურად. მერე მაგის შემდეგ 4 მილიონი გაიარა მათ თვალწინ. 4 მილიონი მე არ მიმიტანია არსად, ეს იყო მახე, როგორც სათაგურში. შეხვედრაზე ვიყავით მე, ყიფიანი, ივანიშვილი და გახარია“, - განაცხადა ოქუაშვილმა.

როგორც ოქუაშვილი აცხადებს, მას 4 მილიონი მოსთხოვეს იმისთვის, რომ მისთვის ოცნების ცისარტყელა გახსნილიყო, რაზეც ოქუაშილი აცხადებს, რომ თანხმობა არ მიუცია. ამასთან, ბიზნესმენის თქმით, მას უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეხვდა.

„დეპარტამენტი იქმნება ინფორმაციებისთვის, როგორც მე ალღო ავიღე, მეტი ინტერესი თუ აქვს, თვითონ არის ჩარეული ივანიშვილი, ჩემთან მეტი ინტერესი გამოიჩინა, დავიმსახურეთ, რომ ნაკლები შეცდომა ყოფილიყო, თუმცა შეცდომა ბევრი აქვთ. სამართლიანობის აღდგენა მოვითხოვე. შემდეგ მხვდება ფარცხალაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი. მხვდება საკუთარ სახლში საბურთალოს ბაზართან, შეხვედრა მოითხოვა. ჩხარტიშვილმა მთხოვა შევხვედროდი ვიღაცა კარგ ბიჭის, ვინც მუშაობდა. პატივისცემით შემხვდა ფარცხალაძე, ყიფიანიც იქ იყო, ერთად მივედით. მან თქვა, რომ იხსნებოდა ჩემთვის ოცნების ცისარტყელა და ამითი შეიძლებოდა ბევრი საქმე მეკეთებინა. ამ ცისარტყელის გახსნისთვის საჭირო იყო კიდევ 4 მილიონი. მაშინაც მქონდა წინააღმდეობა, რომ ზარალი გაცილებით მეტია. 4 მილიონი წინასწარ, მერე არვიცი.

მე ვუთხარი მე არ მესმის ეს. ვერ ვიტვი, რომ იქ მკვეთრი უარები მეთქვას. მე ვუთხარი, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან ვსაუბრობ და უხერხულად არ გამოგივიდესთქო. ვუთხარი, რომ დაეჭირა მხარი, როგორც სამართლიანობაში, ასევე თავისუფალ ბიზნესში. მან მითხრა, რომ ამისთვის საჭიროა 4 მილიონი. ვუთხარი მე ბიძინას ვხდები მეთქი და აბა მე ვისგან მოვდივარო ზაზა, მე შენთან მოვიდოდიო თვითონო? ეს არის ბიძინა, ეს არის უჩა, მე მათგან მოვდივარო და ის გზა და ცისარტყელაა, რომელიც შენ გელოდება, ამისთვის 4 მილიონია საჭიროო. მე არ დავპირებივარ, ვუთხარი, რომ ეს უნდა გარკვეულიყო, მისგან დამალული არ უნდა ყოფილიყო.

ამის მერე ყიფიანმა დაიწყო ჩემი დირექტორების დაშინება, ტელევიზიის დაშინება, რომ მოვიდოდნენ შეიარაღებული ხალხი, კარები გაგვემაგრებინა, ხომ მშვიდობაა თქვენთან, წამოვიდნენ, მოვიდნენ. ამ დაშინების მიზანი იყო, რომ მე ეს 4 მილიონი სასწრაფოდ მიმეტანა და გამეგო, რომ ეს იყო კრიმინალური ძალა, რომელიც არაფერზე არ დაიხევდა. ვუთხარი ყიფიანს ეს სისულელე მოეწესრიგებინა, მე ვუთხარი, რომ წასულიყო ივანიშვილთან, რატომღაც, ის წავიდა კვირიკაშვილთან, ეტყობა ახლობლობის გამო. კვირიკაშილის შემდეგ დაბრუნდა ოთართან. კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი. გაარჩიეს კვირიკაშვილთან, კვირიკაშვილი ძალიან პატარა კაცი გამოდგა, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა უთხრა ლევანს, კვირიკაშვილი მოვიდა და ტიროდაო, ჩემი უფროსი გეგონაო იქ რომ მიდიოდიო? ეს უთხრა ლევანს“, - განაცხადა ოქუაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები