სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ამ დროისთვის რეგისტრაცია 8 ათასზე მეტ ტაქსის მძღოლს აქვს გავლილი
ამ დროისთვის რეგისტრაცია 8 ათასზე მეტ ტაქსის მძღოლს აქვს გავლილი

ამ დრო­ის­თვის დე­და­ქა­ლაქ­ში ტაქ­სის სერ­ვი­სით მომ­სა­ხუ­რე­ბის 8 477 ნე­ბარ­თვაა გა­ცე­მუ­ლი. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ტაქ­სის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა. მო­ნა­ცე­მე­ბი ყო­ველ­წუ­თი­ე­რად იზ­რდე­ბა.

ტაქ­სის მძღო­ლებს შე­სა­ბა­მი­სი რე­გის­ტრა­ცი­ის გა­სავ­ლე­ლად მხო­ლოდ სამი დღე აქვთ დარ­ჩე­ნი­ლი, ვი­ნა­ი­დან დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ტაქ­სის სერ­ვი­სით მომ­სა­ხუ­რე­ბა ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე იკ­რძა­ლე­ბა. რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე ტაქ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე მე­რი­ას მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა ექ­ნე­ბა.

ტაქ­სის ლი­ცენ­ზი­ის ერთი წლის სა­ფა­სუ­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ში­გაწ­ვისძრა­ვი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის - 100 ლარი, ჰიბ­რი­დე­ბის­თვის - 50 ლარი, ხოლო ელექტროძ­რა­ვი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის - უფა­სოა.

ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე ტაქ­სის მძღო­ლე­ბი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი­თაც ისარ­გებ­ლე­ბენ. კერ­ძოდ, ქა­ლაქ­ში მათ­თვის პარ­კი­რე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი, უფა­სო ად­გი­ლე­ბი გა­მო­ი­ყო­ფა. გარ­და ამი­სა, მათ სა­უ­თარ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი ექ­ნე­ბათ კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა და იქი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა მათი პი­რა­დი სა­კუთ­რე­ბა იქ­ნე­ბა. ამას­თან, ტაქ­სის მა­ნა­თო­ბე­ლი, რო­მელ­საც თბი­ლი­სის მე­რია და­ამ­ზა­დებს, მათ უფა­სოდ გა­და­ე­ცე­მათ.

ამას­თან, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2019 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან თბი­ლის­ში მოძ­რა­ვი ყვე­ლა ტაქ­სი თეთ­რი ფე­რის იქ­ნე­ბა. ასე­ვე, 2019 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან სამ­კა­რი­ა­ნი და მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ამ სერ­ვი­სის გა­წე­ვას ვერ შეძ­ლე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ამ დროისთვის რეგისტრაცია 8 ათასზე მეტ ტაქსის მძღოლს აქვს გავლილი

ამ დროისთვის რეგისტრაცია 8 ათასზე მეტ ტაქსის მძღოლს აქვს გავლილი

ამ დროისთვის დედაქალაქში ტაქსის სერვისით მომსახურების 8 477 ნებართვაა გაცემული. ამის შესახებ თბილისის ტაქსის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა. მონაცემები ყოველწუთიერად იზრდება.

ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად მხოლოდ სამი დღე აქვთ დარჩენილი, ვინაიდან დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის სერვისით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ლიცენზიის გარეშე ტაქსის მომსახურების შემთხვევებზე მერიას მკაცრი რეაგირება ექნება.

ტაქსის ლიცენზიის ერთი წლის საფასური ჩვეულებრივი, შიგაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის - 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის - 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის - უფასოა.

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები პრივილეგიებითაც ისარგებლებენ. კერძოდ, ქალაქში მათთვის პარკირებისთვის სპეციალური, უფასო ადგილები გამოიყოფა. გარდა ამისა, მათ საუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და იქიდან შემოსული თანხა მათი პირადი საკუთრება იქნება. ამასთან, ტაქსის მანათობელი, რომელსაც თბილისის მერია დაამზადებს, მათ უფასოდ გადაეცემათ.

ამასთან, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან თბილისში მოძრავი ყველა ტაქსი თეთრი ფერის იქნება. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ