ავტორი:

დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი ეთქვა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი ეთქვა

შეწყალების კომისიამ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია ვერ მისცა, რაც პრეზიდენტმა გაიზიარა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე გასულ კვირას განიხილა.

”გიორგი მამალაძის საქმე განიხილა შეწყალების საკითხთა კომისიამ. გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება.

ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ ვინც ესწრება კომისიის სხდომას.

გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისად დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზირია”, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიას ივანე მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგანაც მას განცხადება შეწყალების თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა, არ დაუწერია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს