სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბიოპარკები, რითაც 1-ელი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკები უნდა ჩანაცვლდეს, შედარებით ძვირი ეღირება
ბიოპარკები, რითაც 1-ელი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკები უნდა ჩანაცვლდეს,  შედარებით ძვირი ეღირება

პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კებ­თან შე­და­რე­ბით ბი­ო­პარ­კე­ბის შე­ძე­ნა შე­და­რე­ბით ძვი­რი ეღი­რე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ერთჯე­რა­დი პარ­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა ეტა­პობ­რი­ვად იკ­რძა­ლე­ბა, რის ფარ­გლებ­შიც პლას­ტი­კის პარ­კე­ბი სწო­რედ ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბით ჩა­ნაც­ვლდე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ნარ­ჩე­ნე­ბი­სა და ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ალ­ვერდ ჩან­ქსე­ლი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა შე­და­რე­ბით უფრო ძვი­რია და „გარ­კვე­ულ­წი­ლად ეს, რა თქმა უნდა, გა­მო­იწ­ვევს ფა­სის ზრდას“.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩან­ქსე­ლი­ან­მა იმ საფრ­თხე­ებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, რა­საც პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბი იწ­ვევს.

„ეს გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხია. პლას­ტი­კის ნარ­ჩე­ნებ­მა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე შე­უქ­მნა ეკო­სის­ტე­მებს, ეკო­ლო­გი­ა­სა და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას. ის ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ცო­ცხალ ორ­გა­ნიზ­მზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­და­იდ­გა გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. ეს არის პლას­ტი­კის პარ­კე­ბის ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბის შე­ზღუდ­ვა. პლას­ტი­კის პარ­კი გა­რე­მო­ში ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იშ­ლე­ბა. მას ცხო­ვე­ლე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იყე­ნე­ბენ საკ­ვე­ბად და არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ცხო­ვე­ლი იღუ­პე­ბა პლას­ტი­კის პარ­კე­ბის­გან. პლას­ტი­კის პარ­კი დაშ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ კი­დევ შე­ი­ცავს სხვა­დას­ხვა სა­შიშ ნივ­თი­ე­რე­ბებს. ძა­ლი­ან რთუ­ლია მისი გა­და­მუ­შა­ვე­ბა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ჩან­ქსე­ლი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა ფა­სის ზრდას გა­მო­იწ­ვევს, თუმ­ცა ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ იქ­ნე­ბა.

„ჩა­ნაც­ვლე­ბა უნდა მოხ­დეს ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბით, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბა­ში სრუ­ლად და სწრა­ფად იშ­ლე­ბა და იმ პრობ­ლე­მებს არ წარ­მოქ­მნის, რა­საც პლას­ტი­კის პარ­კე­ბი. რო­დე­საც სა­უ­ბა­რია ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბულ პარ­კებ­ზე, მისი წარ­მო­ე­ბა შე­და­რე­ბით უფრო ძვი­რია და გარ­კვე­ულ­წი­ლად ეს, რა თქმა უნდა, გა­მო­იწ­ვევს ფა­სის ზრდას, მაგ­რამ პლას­ტი­კის პარ­კის ზი­ა­ნი იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი უნდა იყოს ეკო­ლო­გი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ“, - გა­ნა­ცხა­და ჩან­ქსე­ლი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ერთჯე­რა­დი პარ­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა ეტა­პობ­რი­ვად აიკ­რძა­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ბიოპარკები, რითაც 1-ელი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკები უნდა ჩანაცვლდეს, შედარებით ძვირი ეღირება

ბიოპარკები, რითაც 1-ელი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკები უნდა ჩანაცვლდეს,  შედარებით ძვირი ეღირება

პოლიეთილენის პარკებთან შედარებით ბიოპარკების შეძენა შედარებით ძვირი ეღირება. როგორც ცნობილია, 1-ელი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად იკრძალება, რის ფარგლებშიც პლასტიკის პარკები სწორედ ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსმა ალვერდ ჩანქსელიანმა განუცხადა, ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება შედარებით უფრო ძვირია და „გარკვეულწილად ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ფასის ზრდას“.

ამის პარალელურად, ჩანქსელიანმა იმ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც პოლიეთილენის პარკები იწვევს.

„ეს გლობალური საკითხია. პლასტიკის ნარჩენებმა ძალიან სერიოზული საფრთხე შეუქმნა ეკოსისტემებს, ეკოლოგიასა და ადამიანის ჯანმრთელობას. ის ფაქტობრივად, ყველა ცოცხალ ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნებში შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება და მათ შორის, საქართველოშიც გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. ეს არის პლასტიკის პარკების ბაზარზე განთავსების შეზღუდვა. პლასტიკის პარკი გარემოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იშლება. მას ცხოველები ხშირ შემთხვევაში იყენებენ საკვებად და არსებობს სხვადასხვა მონაცემები იმის შესახებ, რომ ასეულობით მილიონი ცხოველი იღუპება პლასტიკის პარკებისგან. პლასტიკის პარკი დაშლის შემთხვევაში, ჯერ კიდევ შეიცავს სხვადასხვა საშიშ ნივთიერებებს. ძალიან რთულია მისი გადამუშავება, ძალიან სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ჩანქსელიანმა.

მისივე თქმით, პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება ფასის ზრდას გამოიწვევს, თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ იქნება.

„ჩანაცვლება უნდა მოხდეს ბიოდეგრადირებადი პარკებით, რომელიც ბუნებაში სრულად და სწრაფად იშლება და იმ პრობლემებს არ წარმოქმნის, რასაც პლასტიკის პარკები. როდესაც საუბარია ბიოდეგრადირებულ პარკებზე, მისი წარმოება შედარებით უფრო ძვირია და გარკვეულწილად ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ფასის ზრდას, მაგრამ პლასტიკის პარკის ზიანი იმდენად მაღალია, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ეკოლოგიისა და ადამიანის ჯანმრთელობის სასარგებლოდ“, - განაცხადა ჩანქსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო