სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ
21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო 21 სექ­ტემ­ბერს ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის შო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა ჩა­ტარ­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­დან აც­ნო­ბეს, დღე­სა­სა­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ას დი­დუ­ბის ღვთის­მშობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში 10.00 სა­ათ­ზე და­ი­წყებს.

***

წმინ­და გაბ­რი­ელ ეპის­კო­პო­სი ღვთის­მშობ­ლის შო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრძა­ნებს:

- უფალ­მა, ადა­მის მოდ­გმა რომ ეხ­სნა, კა­ცობ­რი­ვი ბუ­ნე­ბის მი­ღე­ბა ინე­ბა და დე­დად ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წუ­ლი მა­რი­ა­მი გა­მო­ირ­ჩია. ძვე­ლი აღ­თქმის წიგ­ნებ­ში ბევ­რგან გვხვდე­ბა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ღვთის­მშობ­ლის შე­სა­ხებ. ეზე­კი­ელ წი­ნას­წარ­მე­ტყველს იგი დახ­შულ ბჭედ ეჩ­ვე­ნა: "რო­მე­ლი არა­ვინ გან­ვლო, გარ­ნა ღმერ­თმან და დახ­შუ­ლი ჰგი­ეს ბჭეი იგი" (ეზ. 44:2); და­ნი­ელ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ამ­ბობ­და: "მთი­სა­გან ლოდი თვი­ნი­ერ ხე­ლი­სა­გან კა­ცი­სა გა­მო­კუ­ე­თი­ლი" (დან. 2:34), რაც იესო ქრის­ტეს უმა­მა­კა­ცოდ შო­ბას გუ­ლის­ხმობ­და, ხოლო ესა­ია ღა­ღა­დებ­და: "აჰა ესე­რა ქალ­წუ­ლი მი­უდ­გეს და შვეს ძეჲ" (ესა­ია 7:14).

მო­სემ ღვთის­მშო­ბე­ლი შე­უწ­ველ მაყ­ვლოვ­ნად იხი­ლა სი­ნას მთა­ზე, გე­დე­ონ­მა – საწ­მი­სად, და­ვით­მა – ტა­რი­გად, ოსე წი­ნას­წარ­მე­ტყველ­მა უხრწნელ ქალ­წუ­ლად ჰქა­და­გა, ეზე­კი­ელ­მა – სიწ­მინ­დის ბჭედ, და­ნი­ელ­მა – შე­ურ­ყე­ველ მთად, ესა­ი­ამ – იე­სეს ძი­რად.

ქრის­ტი­ა­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არ­სე­ბობს ია­კო­ბის აპოკ­რი­ფუ­ლი თხზუ­ლე­ბა "შობა მა­რი­ა­მი­სა" (აპოკ­რი­ფი ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვაა და "და­ფა­რულს" ნიშ­ნავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს სა­ხე­ლი ეწო­და არა­კა­ნო­ნი­კურ წიგ­ნებს, თუმ­ცა ზო­გი­ერთ აპოკ­რი­ფულ თხზუ­ლე­ბას წმინ­და ეკ­ლე­სია იწყნა­რებს, თუკი მათი თხრო­ბა არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბას), რო­მე­ლიც დაწ­ვრი­ლე­ბით მოგ­ვი­თხრობს, თუ რო­გორ შე­ე­ძი­ნათ იო­ა­კი­მე­სა და ანას მო­მა­ვა­ლი მშო­ბე­ლი გან­კა­ცე­ბუ­ლი უფ­ლი­სა:

ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წუ­ლი გა­ლი­ლე­ის პა­ტა­რა ქა­ლაქ ნა­ზა­რეთ­ში და­ი­ბა­და. მისი მამა, მარ­თა­ლი იო­ა­კი­მე, და­ვით მე­ფის ტო­მი­დან იყო, ხოლო დედა, მარ­თა­ლი ანა, პირ­ვე­ლი მღვდელმთავ­რის აა­რო­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლდათ. ღვთის­მო­შიშ ცოლ-ქმარს შვი­ლი არ ეძ­ლე­ო­და. ასე მი­აღ­წი­ეს მათ ხან­დაზ­მუ­ლო­ბამ­დე, მაგ­რამ იმე­დი არ და­უ­კარ­გავთ, რომ ღმერ­თი, რომ­ლის­თვი­საც არა­ფე­რია შე­უძ­ლე­ბე­ლი, შვილს მო­მად­ლებ­და მათ. იო­ა­კი­მემ და ანამ აღ­თქმა და­დეს, რომ ახალ­შო­ბილს ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის უფალს მი­უ­ძღვნიდ­ნენ. ებ­რა­ე­ლე­ბი უშ­ვი­ლო­ბას ღვთის სას­ჯე­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ, ამი­ტომ იო­ა­კი­მე და ანა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა­გან მრა­ვალ უსა­მარ­თლო ყვედ­რე­ბას ის­მენ­დნენ. ერთ-ერთ დღე­სას­წა­ულ­ზე მარ­თალ იო­ა­კი­მეს იე­რუ­სა­ლი­მის ტა­ძარ­ში უფ­ლი­სათ­ვის მსხვერ­პლის შე­წირ­ვა სურ­და, მაგ­რამ მღვდელმთა­ვარ­მა უარი უთხრა. მო­ხუ­ცი ღრმა მწუ­ხა­რე­ბით აივ­სო, უდაბ­ნოს მი­ა­შუ­რა და ორ­მო­ცი დღე მარ­ხვა­სა და ლოც­ვა­ში გა­ა­ტა­რა. უფალ­მა შე­ის­მი­ნა ცოლ-ქმრის ვერ­დე­ბა. მთვა­რან­გე­ლოზ­მა გაბ­რი­ელ­მა ანას აც­ნო­ბა, რომ იგი მალე დედა გახ­დე­ბო­და, ხოლო მისი ნა­შო­ბი გან­დიდ­დე­ბო­და. გა­ხა­რე­ბულ­მა ქალ­მა მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად მა­შინ­ვე აღ­თქმა დადო, რომ ბავ­შვს უფალს შეს­წი­რავ­და. ან­გე­ლოზ­მა უდაბ­ნო­ში გან­მარ­ტო­ე­ბულ იო­ა­კი­მე­საც აუ­წყა, რომ ღმერ­თმა მისი ვედ­რე­ბა შე­ის­მი­ნა და მალე მემ­კვიდ­რე შე­ე­ძი­ნე­ბო­და. გა­ვი­და ხანი და ანა­მაც იმ­შო­ბი­ა­რა. მას ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც მა­რი­ა­მი უწო­დეს. მა­რი­ა­მი ერთი წლი­სა რომ გახ­და, იო­ა­კი­მემ დიდი ლხი­ნი გა­და­ი­ხა­და და მღვდელმთავ­რე­ბი, მღვდლე­ბი, მწიგ­ნობ­რე­ბი და პა­ტივ­სა­ცე­მი მო­ხუ­ცე­ბი მი­იწ­ვია. მღვდელმთავ­რებ­მა და მღვდლებ­მა ჩვი­ლი და­ლო­ცეს და ღმერ­თს მისი კურ­თხე­ვა შეს­თხო­ვეს. შობა ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წუ­ლი­სა მა­რი­ა­მი­სა, ვინც თა­ვი­სი უმან­კო სხე­უ­ლით გან­კა­ცე­ბუ­ლი უფა­ლი იტ­ვირ­თა, ქრის­ტი­ან­თა ერთ-ერთი უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლია. ღვთის­მშო­ბელ­მა თა­ვი­სი სიწ­მინ­დი­თა და სათ­ნო­ე­ბით არა მხო­ლოდ ყვე­ლა მოკ­ვდავს, ყვე­ლა ან­გე­ლოზ­საც გარ­და­ა­მე­ტა, ღვთის ცო­ცხალ ტაძ­რად იქცა, რო­გორც მას წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია უგა­ლობს, გახ­და "ზე­ცი­უ­რი ბჭე, რომ­ლი­თაც ქრის­ტე ამ­ქვეყ­ნად მო­ვი­და ჩვენს სულ­თა სახ­სნე­ლად".

ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბე­ლი ზე­ცი­ურ იერ­არ­ქი­ა­ში თვით უმაღ­ლე­სი და­სის ან­გე­ლო­ზებ­ზე მაღ­ლა დგას. რო­გორც მის­და­მი მი­ძღვნილ ერთ-ერთ სა­გა­ლო­ბელ­შია, "უპა­ტი­ოს­ნე­სი ქე­რუ­ბიმ­თა და აღ­მა­ტე­ბით უზეს­თა­ე­სი სე­რა­ფიმ­თა".

ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბე­ლი ყვე­ლას შემ­წე და მე­ო­ხია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლებს იგი გან­სა­კუთ­რე­ბიტ მფარ­ვე­ლობს. ეს იმი­ტომ, რომ, საღვთო გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ივე­რია ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რია. როცა მო­ცი­ქუ­ლე­ბი წილს ყრიდ­ნენ, ვის რო­მელ მხა­რე­ში ექა­და­გა ქრის­ტეს რჯუ­ლი, ღვთის­მშო­ბელს სა­ქარ­თვე­ლო ხვდა წი­ლად, მაგ­რამ დე­დაღვთი­სას უფა­ლი გა­მო­ე­ცხა­და და აუ­წყა, არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა იე­რუ­სა­ლი­მი, ვი­ნა­ი­დან მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო მისი მი­ძი­ნე­ბა, და ისიც აღუქ­ვა, რომ მისი წილ­ხვედ­რი მიწა მო­მა­ვალ­ში გაბრ­წყინ­დე­ბო­და. ასე რომ, ღვთის­მშობ­ლის ნაც­ვლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი გა­მოგ­ზავ­ნეს.

სა­ქარ­თვე­ლო რომ ღვთის­მშობ­ლის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, ეს ღვთის დიდი წყა­ლო­ბაა, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც. წყა­ლო­ბას, მად­ლი­ე­რე­ბის გარ­და, ღირ­სე­უ­ლად მი­ღე­ბაც სჭირ­დე­ბა, რად­გან წყა­ლო­ბა მხო­ლოდ მა­ში­ნაა ჯილ­დო, როცა ერ­თუ­ლად მსა­ხუ­რებ უფალს; თუ უღირ­სად ექ­ცე­ვი ბო­ძე­ბულ მადლს, იგი სას­ჯე­ლად იქ­ცე­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ

21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ

მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასაწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში 10.00 საათზე დაიწყებს.

***

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბრძანებს:

- უფალმა, ადამის მოდგმა რომ ეხსნა, კაცობრივი ბუნების მიღება ინება და დედად ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გამოირჩია. ძველი აღთქმის წიგნებში ბევრგან გვხვდება წინასწარმეტყველება ღვთისმშობლის შესახებ. ეზეკიელ წინასწარმეტყველს იგი დახშულ ბჭედ ეჩვენა: "რომელი არავინ განვლო, გარნა ღმერთმან და დახშული ჰგიეს ბჭეი იგი" (ეზ. 44:2); დანიელ წინასწარმეტყველი ამბობდა: "მთისაგან ლოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოკუეთილი" (დან. 2:34), რაც იესო ქრისტეს უმამაკაცოდ შობას გულისხმობდა, ხოლო ესაია ღაღადებდა: "აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძეჲ" (ესაია 7:14).

მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვნად იხილა სინას მთაზე, გედეონმა – საწმისად, დავითმა – ტარიგად, ოსე წინასწარმეტყველმა უხრწნელ ქალწულად ჰქადაგა, ეზეკიელმა – სიწმინდის ბჭედ, დანიელმა – შეურყეველ მთად, ესაიამ – იესეს ძირად.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება "შობა მარიამისა" (აპოკრიფი ბერძნული სიტყვაა და "დაფარულს" ნიშნავს. მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა არაკანონიკურ წიგნებს, თუმცა ზოგიერთ აპოკრიფულ თხზულებას წმინდა ეკლესია იწყნარებს, თუკი მათი თხრობა არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას), რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა:

ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, შვილს მომადლებდა მათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ. ებრაელები უშვილობას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, ამიტომ იოაკიმე და ანა თანამემამულეთაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა. უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვერდება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად მაშინვე აღთქმა დადო, რომ ბავშვს უფალს შესწირავდა. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა. გავიდა ხანი და ანამაც იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მარიამი უწოდეს. მარიამი ერთი წლისა რომ გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები და პატივსაცემი მოხუცები მიიწვია. მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს. შობა ყოვლადწმიდა ქალწულისა მარიამისა, ვინც თავისი უმანკო სხეულით განკაცებული უფალი იტვირთა, ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, როგორც მას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა "ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად".

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, "უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა".

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებიტ მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ასე რომ, ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს.

საქართველო რომ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფება, ეს ღვთის დიდი წყალობაა, მაგრამ ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც. წყალობას, მადლიერების გარდა, ღირსეულად მიღებაც სჭირდება, რადგან წყალობა მხოლოდ მაშინაა ჯილდო, როცა ერთულად მსახურებ უფალს; თუ უღირსად ექცევი ბოძებულ მადლს, იგი სასჯელად იქცევა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ