სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩემი და მე გავზარდე, სხვა ბავშვები დაგვცინოდნენ..." - რუსი ტოპ მოდელის ოჯახის მძიმე წარსული და ბრძოლა შშმ ბავშვებისთვის
"ჩემი და მე გავზარდე, სხვა ბავშვები დაგვცინოდნენ..." - რუსი ტოპ მოდელის ოჯახის მძიმე წარსული და ბრძოლა შშმ ბავშვებისთვის

რუსი ტოპ­მო­დე­ლი, ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა, გარ­და მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რი­სა, საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც არის ცნო­ბი­ლი.

ვო­დი­ა­ნო­ვა არის ფონ­დის Naked Heart Foundation და­მა­არ­სე­ბე­ლი, რო­მე­ლიც შშმ ბავ­შვებ­სა და მათ მშობ­ლებს ეხ­მა­რე­ბა.

ფონ­დის და­არ­სე­ბის იდეა მო­დელს 2004 წელს, ბეს­ლან­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ გა­უჩ­ნდა, რო­დე­საც 200-მდე ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. ვო­დი­ა­ნო­ვა ამ­ბობს, რომ მას სურ­და რამე გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რათა ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბო­და.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მი­მართ თა­ნაგ­რძნო­ბას მისი დაც აძ­ლი­ე­რებს. ოქ­სა­ნას აუ­ტიზ­მი და ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა აქვს.

"ჩემი და მე გავ­ზარ­დე. 6 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც და­ი­ბა­და, მა­მი­ნაც­ვალ­მა კი მიგ­ვა­ტო­ვა. დე­და­ჩემ­მა გა­უძ­ლო ყვე­ლა­ნა­ირ გა­ჭირ­ვე­ბას, რომ ის მო­სავ­ლე­ლად თავ­შე­სა­ფარ­ში არ გა­ეშ­ვა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბებ­ში დავ­დი­ო­დით. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ჩემ­თვის, სხვა ბავ­შვე­ბი დაგ­ვცი­ნოდ­ნენ... ეს ისე­თი მტკივ­ნე­უ­ლი იყო, ჯერ კი­დევ ვერ ვი­ვი­წყებ", - აღ­ნიშ­ნა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვო­დი­ა­ნო­ვამ.

ამას­თან, ტოპ­მო­დე­ლი ხში­რად წერს სა­კუ­თა­რი დის პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, ოქ­სა­ნას­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა ხში­რად კვლავ ძა­ლი­ან დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ერთ-ერთი ინ­ცი­დენ­ტი კი მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­როდ­ში კა­ფე­ში შე­ემ­თხვა, სა­დაც მას და ძი­ძას მოს­თხო­ვეს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

„ვიდ­რე დე­და­ჩე­მი მუ­შა­ობ­და, ოქ­სა­ნა სა­სე­ირ­ნოდ ჩვენ­მა ძი­ძამ წა­იყ­ვა­ნა. ოქ­სა­ნას შე­უძ­ლია, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უს­ვე­ნებ­ლად ია­როს, ამი­ტომ დედა და ძიძა ხში­რად ჩერ­დე­ბი­ან კა­ფე­ში, რომ და­ის­ვე­ნონ და ოქ­სა­ნას ჩაი და­ა­ლე­ვი­ნონ (ის წყალს და წვენს არ სვამს), შემ­დეგ კი სე­ირ­ნო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ,“ - და­წე­რა ვო­დი­ა­ნო­ვამ ღია წე­რილ­ში.

ამ­ჯე­რად ძი­ძამ კაფე „ფლა­მინ­გო­ში“ გა­და­წყვი­ტა შეს­ვლა. მფლო­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გო­გო­ნა „მომ­ხმა­რებ­ლებს აფრ­თხობ­და“ და ოქ­სა­ნას და ძი­ძას მოს­თხო­ვა, სას­წრა­ფოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ კაფე. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კა­ფეს პატ­რო­ნი მათ და­ე­მუქ­რა, რომ ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­რე­კავ­და და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი გო­გო­ნას „და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მო­კე­ტავ­და“.

ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს ვო­დი­ა­ნო­ვას დე­დაც, რო­მე­ლიც ხუ­ლიგ­ნო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და პო­ლი­ცი­ის ად­გი­ლობ­რივ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

„უნდა და­ვეხ­მა­როთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ფონ­დებს, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ინ­კლუ­ზი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მნის­თვის მუ­შა­ო­ბენ,“ - წერს ვო­დი­ა­ნო­ვა.

ის მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, სულ უფრო მეტი სახ­სრე­ბი მო­ი­ზი­დოს შშმ პი­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. მო­დე­ლის ფონდმა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის ბავ­შვე­ბის­თვის 180-ზე მეტი სა­თა­მა­შო მო­ე­და­ნი მო­ა­წყო, შეძ­ლეს 47 მლნ დო­ლა­რის მო­ზიდ­ვა. ამას­თან, შექ­მნა აპ­ლი­კა­ცია ELBI, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დებს თან­ხას ური­ცხა­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ჩემი და მე გავზარდე, სხვა ბავშვები დაგვცინოდნენ..." - რუსი ტოპ მოდელის ოჯახის მძიმე წარსული და ბრძოლა შშმ ბავშვებისთვის

"ჩემი და მე გავზარდე, სხვა ბავშვები დაგვცინოდნენ..." - რუსი ტოპ მოდელის ოჯახის მძიმე წარსული და ბრძოლა შშმ ბავშვებისთვის

რუსი ტოპმოდელი, ნატალია ვოდიანოვა, გარდა მოდის ინდუსტრიაში წარმატებული კარიერისა, საქველმოქმედო საქმიანობითაც არის ცნობილი.

ვოდიანოვა არის ფონდის Naked Heart Foundation დამაარსებელი, რომელიც შშმ ბავშვებსა და მათ მშობლებს ეხმარება.

ფონდის დაარსების იდეა მოდელს 2004 წელს, ბესლანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გაუჩნდა, როდესაც 200-მდე ბავშვი გარდაიცვალა. ვოდიანოვა ამბობს, რომ მას სურდა რამე გაეკეთებინა, რათა ადამიანებს დახმარებოდა.

სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მიმართ თანაგრძნობას მისი დაც აძლიერებს. ოქსანას აუტიზმი და ცერებრალური დამბლა აქვს.

"ჩემი და მე გავზარდე. 6 წლის ვიყავი, როდესაც დაიბადა, მამინაცვალმა კი მიგვატოვა. დედაჩემმა გაუძლო ყველანაირ გაჭირვებას, რომ ის მოსავლელად თავშესაფარში არ გაეშვა. დღის განმავლობაში მიტოვებულ შენობებში დავდიოდით. ძალიან რთული იყო ჩემთვის, სხვა ბავშვები დაგვცინოდნენ... ეს ისეთი მტკივნეული იყო, ჯერ კიდევ ვერ ვივიწყებ", - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ვოდიანოვამ.

ამასთან, ტოპმოდელი ხშირად წერს საკუთარი დის პრობლემების შესახებ, ოქსანასთვის საზოგადოებაში ცხოვრება ხშირად კვლავ ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ინციდენტი კი მშობლიურ ქალაქში, ნიჟნი ნოვგოროდში კაფეში შეემთხვა, სადაც მას და ძიძას მოსთხოვეს, დაწესებულება დაეტოვებინათ.

„ვიდრე დედაჩემი მუშაობდა, ოქსანა სასეირნოდ ჩვენმა ძიძამ წაიყვანა. ოქსანას შეუძლია, რამდენიმე საათის განმავლობაში შეუსვენებლად იაროს, ამიტომ დედა და ძიძა ხშირად ჩერდებიან კაფეში, რომ დაისვენონ და ოქსანას ჩაი დაალევინონ (ის წყალს და წვენს არ სვამს), შემდეგ კი სეირნობას აგრძელებენ,“ - დაწერა ვოდიანოვამ ღია წერილში.

ამჯერად ძიძამ კაფე „ფლამინგოში“ გადაწყვიტა შესვლა. მფლობელმა განაცხადა, რომ გოგონა „მომხმარებლებს აფრთხობდა“ და ოქსანას და ძიძას მოსთხოვა, სასწრაფოდ დაეტოვებინათ კაფე. წინააღმდეგ შემთხვევაში კაფეს პატრონი მათ დაემუქრა, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დარეკავდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გოგონას „დაწესებულებაში გამოკეტავდა“.

ინციდენტის შედეგად დააკავეს ვოდიანოვას დედაც, რომელიც ხულიგნობაში დაადანაშაულეს და პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

„უნდა დავეხმაროთ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებს, რომლებიც რუსეთში ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის მუშაობენ,“ - წერს ვოდიანოვა.

ის მუდმივად ცდილობს, სულ უფრო მეტი სახსრები მოიზიდოს შშმ პირების დასახმარებლად. მოდელის ფონდმა სპეციალური საჭიროების ბავშვებისთვის 180-ზე მეტი სათამაშო მოედანი მოაწყო, შეძლეს 47 მლნ დოლარის მოზიდვა. ამასთან, შექმნა აპლიკაცია ELBI, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები საქველმოქმედო ფონდებს თანხას ურიცხავენ.

ნატალია ვოდიონოვასა და მილიარდერის ვაჟის ქორწილი - კაბა, თაიგული და მინიმალისტური დეტალები ყველაზე არისტოკრატული ცერემონიიდან

"მაყურებელი სამედიცინო პირბადეებით ესწრებოდა წარმოდგენას" - ქართველი რეჟისორის სპექტაკლმა ლიეტუვაში, პანდემიის პირობებშიც კი, ანშლაგით ჩაიარა

"სალომეს პაროდიას რომ ვაკეთებ, თავი პრეზიდენტი მგონია! თვითონ თუ უყურებს, არ ვიცი" -  თამუნა ლეკვეიშვილი კარიერაზე, მეუღლესა და შვილებზე