სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ივანე მაჭავარიანი კანაფის შესახებ - "მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის ექსპორტზე"
ივანე მაჭავარიანი კანაფის შესახებ - "მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის ექსპორტზე"

წლი­დან წლამ­დე სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბის­თვის კა­ნა­ფის წარ­მო­ე­ბა გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით იზ­რდე­ბა და სხვა­დას­ხვა პროგ­ნო­ზით, 2024-2025 წლის­თვის 25 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ბა­ზა­რი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

„პრინ­ციპ­ში, ეს ახა­ლი ინ­დუსტრი­აა. კულ­ტუ­რა თა­ვის­თა­ვად ძვე­ლია, თრი­ა­ქით თრო­ბა ისე­თი­ვე ძვე­ლია, რო­გორც, ალ­ბათ, სამ­ყა­რო, მაგ­რამ ზუს­ტად კა­ნა­ფი­დან ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, არის ზუს­ტად სი­ახ­ლე და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ახალ სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს არის ძა­ლი­ან მზარ­დი ბა­ზა­რი და ჩვენც გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩა­ვერ­თოთ ამ პრო­ცეს­ში, გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლი და ვვა­რა­უ­დობთ, რომ მო­მა­ვა­ლი ორი-სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია ავი­დეთ მი­ლი­არ­დი ლა­რის ექ­სპორტზე, რაც ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კა­ნა­ფის მოყ­ვა­ნა და გა­და­მუ­შა­ვე­ბა ექ­სპორ­ტი­სა და გარე ბაზ­რის­თვის არის მი­მარ­თუ­ლი, ამი­ტომ ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის ზუს­ტი ციფ­რის გა­მოთ­ვლა არც ისე მარ­ტი­ვია. თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ორი-სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს იქ­ნე­ბა მი­ლი­არ­დი ლა­რის ექ­სპორ­ტი.

„ეს წა­მო­წყე­ბა მი­მარ­თუ­ლია ექ­სპორ­ტი­სა და გარე ბაზ­რის­თვის, შე­სა­ბა­მი­სად, აქ დათ­ვლა ასე­თი იო­ლიც არ არის. შიდა მოხ­მა­რე­ბის­თვის რო­დე­საც თვლი, გა­ცი­ლე­ბით იო­ლია, გახ­ვი­დე სწორ ციფ­რებ­ზე. აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რის კო­ნი­უნ­ქტუ­რა, ვინ იქ­ნე­ბი­ან დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ამ დროს სხვა ქვეყ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა. ჩვენ ხომ არ ვი­ცით, ამ ინ­დუსტრი­ა­ში რამ­დე­ნი ახა­ლი მო­თა­მა­შე იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ვვა­რა­უ­დობთ, რომ არა­ნაკ­ლებ მი­ლი­არ­დი ლა­რის იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ორი-სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და, თუ ეს ციფ­რი უფრო მეტი იქ­ნე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ წა­რად­გი­ნა, მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე უკვე გა­ნი­ხი­ლეს. შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნონპ­რო­ექ­ტით მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა მკაცრ სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ში ექ­ცე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნა­ფის მოყ­ვა­ნა-წარ­მო­ე­ბას სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნით ექ­სპორტზე გა­სა­ტა­ნად, კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნით კა­ნა­ფის მოყ­ვა­ნა-წარ­მო­ე­ბა ექ­სპორ­ტის­თვის მკაცრ სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­უ­ლი ლი­ცენ­ზი­რე­ბა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა იქ­ნე­ბა, ხოლო ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მა­ზე და პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ მკაც­რი კონ­ტრო­ლი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ივანე მაჭავარიანი კანაფის შესახებ - "მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის ექსპორტზე"

ივანე მაჭავარიანი კანაფის შესახებ - "მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის ექსპორტზე"

წლიდან წლამდე სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და სხვადასხვა პროგნოზით, 2024-2025 წლისთვის 25 მილიარდი დოლარის ბაზარი იქნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„პრინციპში, ეს ახალი ინდუსტრიაა. კულტურა თავისთავად ძველია, თრიაქით თრობა ისეთივე ძველია, როგორც, ალბათ, სამყარო, მაგრამ ზუსტად კანაფიდან ისეთი პროდუქტების დამზადება, რომლებიც სამედიცინო სფეროში გამოიყენება, არის ზუსტად სიახლე და დაკავშირებულია ახალ სამედიცინო ტექნოლოგიებთან. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მზარდი ბაზარი და ჩვენც გადავწყვიტეთ, ჩავერთოთ ამ პროცესში, გავაძლიეროთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი და ვვარაუდობთ, რომ მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის ექსპორტზე, რაც ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, კანაფის მოყვანა და გადამუშავება ექსპორტისა და გარე ბაზრისთვის არის მიმართული, ამიტომ ფინანსური სარგებლის ზუსტი ციფრის გამოთვლა არც ისე მარტივია. თუმცა ვარაუდობენ, რომ ორი-სამი წლის განმავლობაში ეს იქნება მილიარდი ლარის ექსპორტი.

„ეს წამოწყება მიმართულია ექსპორტისა და გარე ბაზრისთვის, შესაბამისად, აქ დათვლა ასეთი იოლიც არ არის. შიდა მოხმარებისთვის როდესაც თვლი, გაცილებით იოლია, გახვიდე სწორ ციფრებზე. აქ გასათვალისწინებელია საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურა, ვინ იქნებიან დისტრიბუტორები, როგორი იქნება ამ დროს სხვა ქვეყნების პოლიტიკა. ჩვენ ხომ არ ვიცით, ამ ინდუსტრიაში რამდენი ახალი მოთამაშე იქნება, თუმცა ვვარაუდობთ, რომ არანაკლებ მილიარდი ლარის იქნება შემდეგი ორი-სამი წლის განმავლობაში, მე ძალიან გამიხარდებოდა, თუ ეს ციფრი უფრო მეტი იქნებოდა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო