სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"წუხელ ღვთისმშობელი ვნახე: ნუ გეშინია მარიამ, შენთან ვარო..." - 2017 წელს უმძიმეს ავარიას გადარჩენილი დედა ტრაგედიაზე პირველად საუბრობს
"წუხელ ღვთისმშობელი ვნახე: ნუ გეშინია მარიამ, შენთან ვარო..." - 2017 წელს უმძიმეს ავარიას გადარჩენილი დედა ტრაგედიაზე პირველად საუბრობს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კა სა­გან­გა­შოა - 2018 წელს უკვე 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, უამ­რავ­მა მგზავ­რმა კი სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

11 სექ­ტემ­ბერს კი­დევ ერთი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გლ­დან­ში - 27 წლის ქალს და 3 წლის ბავ­შვს და­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნა, რო­მელ­საც ნას­ვა­მი მძღო­ლი მარ­თავ­და. ორი­ვე ქვე­ი­თი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

ამ ტრა­გე­დი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას 2017 წლის მარ­ტში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა გა­ახ­სე­ნა, როცა აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში მოძ­რა­ო­ბი­სას, გა­ჩე­რე­ბას­თან, ტრო­ტუ­არ­ზე მან­ქა­ნა სის­წრა­ფით ავარ­და და იქ მდგარ დედა-შვილს და­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 8 წლის მა­რი­ამ ჯი­ქუ­რა­ძე, ხოლო დე­და­მი­სი, 44 წლის ნანა ოჩი­გა­ვა უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ი­ყა­ნეს.

ქალი დიდ­ხანს აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, მას თავ­ში და­ზი­ა­ნე­ბას­თან ერ­თად, უამ­რა­ვი მო­ტე­ხი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. 3 თვე­ზე მეტი კლი­ნი­კა­ში გა­ა­ტა­რა, ჩა­უ­ტარ­და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია. სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩე­ნილ­მა დე­დამ 5 თვის შემ­დეგ გა­ი­გო ქა­ლიშ­ვი­ლის, მა­რი­ა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი. მა­ნამ­დე ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო.

ძა­ლოვ­ნებ­მა შემ­თხვე­ვის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს თორ­ნი­კე ტუ­ღუ­ში. ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა, აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო.

მალე ორი წელი გავა ამ ტრა­გე­დი­ი­დან. და­ვინ­ტე­რეს­დით, ოჯა­ხის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით. მათ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში პა­ტა­რა ოთა­ხის კედ­ლე­ბი მა­რი­ა­მის ხე­ლით არის მო­ხა­ტუ­ლი, ოთახ­ში სა­ლო­ცა­ვი კუ­თხე აქვთ, კე­დელ­ზე ხა­ტე­ბია, რომ­ლის წინ პა­ტა­რა გო­გო­ნა ყო­ველ დი­ლით სკო­ლა­ში წას­ვლამ­დე ლო­ცუ­ლობ­და. პა­ტა­რა მა­გი­და­ზე მა­რი­ა­მის ჩან­თა დევს, რო­მე­ლიც იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს ხელ­ში ეჭი­რა და სკო­ლა­ში მი­იჩ­ქა­რო­და.

ნანა ოჩი­გა­ვა, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა:

"მა­რი­ა­მი უში­შა­რი გოგო იყო, სიბ­ნე­ლე­შიც თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ო­და, მაგ­რამ ტრა­გე­დი­ამ­დე ერთი კვი­რით ადრე, ბავ­შვს შიში დას­ჩემ­და, ღა­მით მე­ძახ­და, - მე­ში­ნია, ვერ ვი­ძი­ნე­ბო. მიკ­ვირ­და რა­ტომ ეში­ნია-მეთ­ქი. მას მო­ძღვა­რი ჰყავ­და, მამა თე­ო­დო­რე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ყო­ველ დი­ლით ლო­ცუ­ლობ­და. ამ ამ­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე წა­ვე­დით დი­დუ­ბე­ში, ტა­ძარ­ში. ბავ­შვი ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის წინ დად­გა, ლო­ცუ­ლობ­და და ვხე­დავ­დი ტი­რო­და, ვკი­თხე, მარი, რა­ტომ ტი­რი­ხარ-მეთ­ქი, ხე­ლით მა­ნიშ­ნა: ჩუ­მად, ხელს ნუ მიშ­ლიო, ბავ­შვი ცრემ­ლად იღ­ვრე­ბო­და. ორი ხა­ტია ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი და იქ ილო­ცა, მერე მი­თხრა, გარ­დაც­ვლი­ლებს სა­დაც უნ­თე­ბენ სან­თელს იქ მი­მიყ­ვა­ნე და მერე დედა მატ­რო­ნას ხატ­თა­ნო, სან­თლე­ბი და­ან­თო...

წინა დღე­ებ­ში სიზ­მა­რიც ნახა, შე­ვე­დი დი­ლით და გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი დამ­ხვდა, სან­თე­ლი აენ­თო ოთახ­ში და ლო­ცუ­ლობ­და, დედა წუ­ხელ ღვთის­მშო­ბე­ლი ვნა­ხე, თავ­ზე ხელი და­მა­დო და მი­თხრა, ნუ გე­ში­ნია, მა­რი­ამ, მე შენ­თან ვარო. იმ დი­ლი­თაც ილო­ცა, ოღონდ ჩქა­რობ­და, რა­ტომ ჩქა­რობ­და, არ ვიცი, სხვა დროს სულ მე ვაჩ­ქა­რებ­დი და ვე­უბ­ნე­ბო­დი არ დაგ­ვაგ­ვი­ან­დეს-მეთ­ქი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"წუხელ ღვთისმშობელი ვნახე: ნუ გეშინია მარიამ, შენთან ვარო..." - 2017 წელს უმძიმეს ავარიას გადარჩენილი დედა ტრაგედიაზე პირველად საუბრობს

"წუხელ ღვთისმშობელი ვნახე: ნუ გეშინია მარიამ, შენთან ვარო..." - 2017 წელს უმძიმეს ავარიას გადარჩენილი დედა ტრაგედიაზე პირველად საუბრობს

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგანგაშოა - 2018 წელს უკვე 200-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, უამრავმა მგზავრმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

11 სექტემბერს კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა გლდანში - 27 წლის ქალს და 3 წლის ბავშვს დაეჯახა მანქანა, რომელსაც ნასვამი მძღოლი მართავდა. ორივე ქვეითი ადგილზე დაიღუპა.

ამ ტრაგედიამ საზოგადოებას 2017 წლის მარტში მომხდარი უბედური შემთხვევა გაახსენა, როცა აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობისას, გაჩერებასთან, ტროტუარზე მანქანა სისწრაფით ავარდა და იქ მდგარ დედა-შვილს დაეჯახა. ადგილზე დაიღუპა 8 წლის მარიამ ჯიქურაძე, ხოლო დედამისი, 44 წლის ნანა ოჩიგავა უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყანეს.

ქალი დიდხანს აპარატზე იყო შეერთებული, მას თავში დაზიანებასთან ერთად, უამრავი მოტეხილობა აღენიშნებოდა. 3 თვეზე მეტი კლინიკაში გაატარა, ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია. სიკვდილს სასწაულად გადარჩენილმა დედამ 5 თვის შემდეგ გაიგო ქალიშვილის, მარიამის გარდაცვალების ამბავი. მანამდე ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი საავადმყოფოში იყო.

ძალოვნებმა შემთხვევის შემდეგ დააკავეს თორნიკე ტუღუში. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, აღნიშნული იყო, რომ ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო.

მალე ორი წელი გავა ამ ტრაგედიიდან. დავინტერესდით, ოჯახის ამჟამინდელი მდგომარეობით. მათ საცხოვრებელ სახლში პატარა ოთახის კედლები მარიამის ხელით არის მოხატული, ოთახში სალოცავი კუთხე აქვთ, კედელზე ხატებია, რომლის წინ პატარა გოგონა ყოველ დილით სკოლაში წასვლამდე ლოცულობდა. პატარა მაგიდაზე მარიამის ჩანთა დევს, რომელიც იმ საბედისწერო დღეს ხელში ეჭირა და სკოლაში მიიჩქაროდა.

ნანა ოჩიგავა, გარდაცვლილი გოგონას დედა:

"მარიამი უშიშარი გოგო იყო, სიბნელეშიც თავისუფლად დადიოდა, მაგრამ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე, ბავშვს შიში დასჩემდა, ღამით მეძახდა, - მეშინია, ვერ ვიძინებო. მიკვირდა რატომ ეშინია-მეთქი. მას მოძღვარი ჰყავდა, მამა თეოდორე, რომელიც ძალიან უყვარდა. ყოველ დილით ლოცულობდა. ამ ამბამდე ერთი კვირით ადრე წავედით დიდუბეში, ტაძარში. ბავშვი ღვთისმშობლის ხატის წინ დადგა, ლოცულობდა და ვხედავდი ტიროდა, ვკითხე, მარი, რატომ ტირიხარ-მეთქი, ხელით მანიშნა: ჩუმად, ხელს ნუ მიშლიო, ბავშვი ცრემლად იღვრებოდა. ორი ხატია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი და იქ ილოცა, მერე მითხრა, გარდაცვლილებს სადაც უნთებენ სანთელს იქ მიმიყვანე და მერე დედა მატრონას ხატთანო, სანთლები დაანთო...

წინა დღეებში სიზმარიც ნახა, შევედი დილით და გაღვიძებული დამხვდა, სანთელი აენთო ოთახში და ლოცულობდა, დედა წუხელ ღვთისმშობელი ვნახე, თავზე ხელი დამადო და მითხრა, ნუ გეშინია, მარიამ, მე შენთან ვარო. იმ დილითაც ილოცა, ოღონდ ჩქარობდა, რატომ ჩქარობდა, არ ვიცი, სხვა დროს სულ მე ვაჩქარებდი და ვეუბნებოდი არ დაგვაგვიანდეს-მეთქი... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ