სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქელეხში კანაფის ფქვილისგან მომზადებული შეჭამანდი აუცილებელი იყო..." - როგორია კანაფის ისტორია საქართველოში და რატომ აიკრძალა მისი მოყვანა
"ქელეხში კანაფის ფქვილისგან მომზადებული შეჭამანდი აუცილებელი იყო..." - როგორია კანაფის ისტორია საქართველოში და რატომ აიკრძალა მისი მოყვანა

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ეთ­ნო­ლო­გი რო­ზე­ტა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბას უზი­ა­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ეთ­ნო­ლო­გი აღ­წერს, თუ რო­გო­რი ის­ტო­რია ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში კა­ნა­ფის მოყ­ვა­ნას და რის­თვის იყე­ნებ­დნენ მას:

"კა­ნა­ფი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და, ზო­გა­დად, მთელ მე­დი­ტე­რა­ნულ არე­ალ­ში, ძველ­თა­გან­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კულ­ტუ­რა იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი მოყ­ვა­ნის ტრა­დი­ცია შე­მოგ­ვი­ნა­ხა სვა­ნეთ­მა. აქ კა­ნაფს თე­სავ­დნენ და მას ნა­ირ­გვა­რი საკ­ვე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო და სა­მე­ურ­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით იყე­ნებ­დნენ.

გთხოვთ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცოთ შემ­დეგ გა­რე­მო­ე­ბას: ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის სვა­ნეთ­შიც, კა­ნა­ფი არ მოჰ­ყავ­დათ მის ნარ­კო­ტი­კად ქცე­ვის მიზ­ნით. ნარ­კო­ტი­კის მი­სა­ღე­ბად წარ­მო­ე­ბუ­ლი ჯიში ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფა­ში არ­სე­ბუ­ლი ჯი­ში­სა­გან. ამის შე­სა­ხებ, სჯობს, რომ ბო­ტა­ნი­კოს­თა­გან მი­ვი­ღოთ კომ­პე­ტენ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია.

მე, რო­გორც ეთ­ნო­ლო­გი, აღვწერ მხო­ლოდ ჩემს ხელთ არ­სე­ბულ ობი­ექ­ტურ მა­სა­ლას.

კა­ნა­ფის მოყ­ვა­ნა აიკ­რძა­ლა საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 80-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც ნარ­კო­მა­ნი­ის სენ­მა ფარ­თოდ მო­ი­კი­და ფეხი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. აკ­რძალ­ვის ზუს­ტი თა­რი­ღი მო­სა­ძებ­ნია არ­ქივ­ში.

კა­ნა­ფის მოყ­ვა­ნა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, 1949 წელი

კა­ნა­ფის მარ­ცვა­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, ფეტვის მარ­ცვლის მომ­წი­ფე­ბის დრო­ი­სათ­ვის მწიფ­დე­ბო­და. კა­ნა­ფის ღე­როს მოჭ­რიდ­ნენ, მარ­ცვალს გა­ცეხ­ვავ­დნენ, გა­რე­ცხავ­დნენ, გა­აშ­რობ­დნენ და ხე­ლის წის­ქვილ­ში დაფ­ქვავ­დნენ ან ნა­ყავ­დნენ. ამის შემ­დეგ შე­ი­ნა­ხავ­დნენ კი­დო­ბან­ში. გა­მო­ყე­ნე­ბა­დი იყო მცე­ნა­რის ღე­როც, მისი შემ­დგო­მი და­მუ­შა­ვე­ბით მი­ი­ღე­ბო­და მა­სა­ლა თო­კე­ბის­თვის, კა­ლა­თე­ბის­თვის და ა. შ.

მი­ვუბ­რუნ­დეთ საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბის ის­ტო­რი­ას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სვა­ნეთ­ში ჯერ კი­დევ 1930-იან წლე­ბამ­დე, ქრის­ტი­ა­ნულ დღე­სას­წა­ულ­თა გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი რა­ო­დე­ნო­ბა აღი­ნიშ­ნე­ბო­და. დიდ­მა ეთ­ნო­ლოგ­მა, აკა­დე­მი­კოს­მა ვერა ბარ­და­ვე­ლი­ძემ რე­ლი­გი­ურ ნიშ­ნით აღ­ბეჭ­დილ დღე­თა რი­ცხვი 130-ზე მეტი აღ­ნუს­ხა. კა­ნა­ფი, რო­მელ­საც სვა­ნურ კი­ლო­ებ­ზე ჰქვია „გიმ­ბაშ“, ძი­რი­თა­დად, სწო­რედ სა­რი­ტუ­ა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა იყო, ისე­ვე, რო­გორც ფეტვი. იგი, ძი­რი­თა­დად, სა­რი­ტუ­ა­ლო მნიშ­ვნე­ლო­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. იყო რა სა­მარ­ხვო პრო­დუქ­ტი, კა­ნა­ფის მარ­ცვლის ფქვი­ლი­სა­გან ამ­ზა­დებ­დნენ შე­ჭა­მან­დს, აგ­რეთ­ვე, მის ფქვილს ურევ­დნენ ყველ­ში და აცხობ­დნენ კა­ნა­ფი­სა და ყვე­ლის­გუ­ლი­ან ხა­ჭა­პუ­რებს. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვის წინა ღა­მეს კა­ნა­ფის ფქვი­ლის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი შე­ჭა­მან­დი აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო სუ­ლის შენ­დო­ბი­სათ­ვის გაშ­ლი­ლი ტრა­პე­ზის დროს. ასე­ვე, ქელეხ­შიც.

კა­ნა­ფის მარ­ცვლი­სა­გან გა­მო­იხ­დე­ბო­და ზეთი, ძვირ­ფა­სი სამ­კურ­ნა­ლო ფუნ­ქცი­ი­სა. კუბ­დარ­ში არას­დროს არ ამა­ტებ­დნენ, ეს სი­ახ­ლეა, ნო­ვა­ცი­აა და ამ­გვა­რი რე­ცეპ­ტი არ გახ­ლავთ ტრა­დი­ცი­უ­ლი.

მთა­ვა­რი: კა­ნა­ფის მარ­ცვლის ფქვი­ლი და ზეთი არ არის ნარ­კო­ტი­კი. ქარ­თვე­ლე­ბი ტრა­დი­ცი­ულ ყო­ფა­ში კა­ნაფს ნარ­კო­ტი­კად არ ვი­ყე­ნებ­დით. ამის შე­სა­ხებ იხი­ლეთ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი.

ჩემი აზრი დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ: თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც ეს სა­სარ­გებ­ლო მცე­ნა­რე აიკ­რძა­ლა ნარ­კო­მა­ნე­ბის მიერ მისი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მით გა­მო­ყე­ნე­ბის გამო, ბუ­ნებ­რი­ვია, დირ­ღვა ჩვე­ნი, არა­ნარ­კო­მა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბი. მო­ი­შა­ლა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გი.

ახლა რა ვქნათ? ვე­რა­ფერს ვი­ტყვი იმ სა­კი­თხზე, რა­შიც არა­ფე­რი გა­მე­გე­ბა - კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, მსოფ­ლი­ო­ში ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და სხვა, მაგ­რამ, თუკი, სა­ხელ­მწი­ფო შეძ­ლებს, რომ და­იც­ვას კა­ნა­ფის ნა­თე­სე­ბი მისი არა­ჯან­სა­ღი გა­მო­ყე­ნე­ბი­სა­გან, თუკი, ეს ახა­ლი ინ­ცი­ა­ტი­ვა არ გვაქ­ცევს ავ­ღა­ნე­თი­სა და კო­ლუმ­ბი­ის მსგავს ქვე­ყა­ნად, ალ­ბათ, ცუდი არ­ფე­რი იქ­ნე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გის აღ­დგე­ნა­ში.

ოღონდ, შეძ­ლებს კი კა­ნა­ფის მე­ურ­ნე­ო­ბის მოქ­ცე­ვას კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო? აი, ეს კი­თხვა არ მას­ვე­ნებს. კარ­გა­დაა ასა­წონ-და­სა­წო­ნი ყვე­ლა­ფე­რი. ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­დის ახლა ჩვე­ნი სამ­შობ­ლო, ოკუ­პი­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი მი­წის ნა­წი­ლი, ემიგ­რა­ცი­ა­შია ქარ­თველ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა წა­სუ­ლი, ფარ­თო­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნარ­კო­მა­ნი­ის სენი... ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ფიქ­რი ჰმარ­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

p. s. ვი­საც გა­ინ­ტე­რე­სებთ ვრცე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო გა­მოკ­ვლე­ვა კა­ნა­ფის კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ, შე­გიძ­ლი­ათ მო­ძებ­ნოთ და წა­ი­კი­თხოთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ეთ­ნო­ლო­გის ჯუ­ლი­ე­ტა რუ­ხა­ძის სტა­ტია" - წერს რო­ზე­ტა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი ვრცელ პოს­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ქელეხში კანაფის ფქვილისგან მომზადებული შეჭამანდი აუცილებელი იყო..." - როგორია კანაფის ისტორია საქართველოში და რატომ აიკრძალა მისი მოყვანა

"ქელეხში კანაფის ფქვილისგან მომზადებული შეჭამანდი აუცილებელი იყო..." - როგორია კანაფის ისტორია საქართველოში და რატომ აიკრძალა მისი მოყვანა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი საქართველოში მარიხუანას წარმოების საკითხთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებას უზიარებს საზოგადოებას.

ეთნოლოგი აღწერს, თუ როგორი ისტორია ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კანაფის მოყვანას და რისთვის იყენებდნენ მას:

"კანაფი ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, მთელ მედიტერანულ არეალში, ძველთაგანვე გავრცელებული კულტურა იყო. საქართველოში მისი მოყვანის ტრადიცია შემოგვინახა სვანეთმა. აქ კანაფს თესავდნენ და მას ნაირგვარი საკვები, სამედიცინო და სამეურნო დანიშნულებით იყენებდნენ.

გთხოვთ, ყურადღება მიაქცოთ შემდეგ გარემოებას: ტრადიციულად, საქართველოში, მათ შორის სვანეთშიც, კანაფი არ მოჰყავდათ მის ნარკოტიკად ქცევის მიზნით. ნარკოტიკის მისაღებად წარმოებული ჯიში ოდნავ განსხვავებულია საქართველოს ყოფაში არსებული ჯიშისაგან. ამის შესახებ, სჯობს, რომ ბოტანიკოსთაგან მივიღოთ კომპეტენტური ინფორმაცია.

მე, როგორც ეთნოლოგი, აღვწერ მხოლოდ ჩემს ხელთ არსებულ ობიექტურ მასალას.

კანაფის მოყვანა აიკრძალა საბჭოთა პერიოდში, დაახლოებით 80-იანების დასაწყისში, როდესაც ნარკომანიის სენმა ფართოდ მოიკიდა ფეხი ჩვენს ქვეყანაში. აკრძალვის ზუსტი თარიღი მოსაძებნია არქივში.

კანაფის მოყვანა საბჭოთა კავშირში, 1949 წელი

კანაფის მარცვალი, დაახლოებით, ფეტვის მარცვლის მომწიფების დროისათვის მწიფდებოდა. კანაფის ღეროს მოჭრიდნენ, მარცვალს გაცეხვავდნენ, გარეცხავდნენ, გააშრობდნენ და ხელის წისქვილში დაფქვავდნენ ან ნაყავდნენ. ამის შემდეგ შეინახავდნენ კიდობანში. გამოყენებადი იყო მცენარის ღეროც, მისი შემდგომი დამუშავებით მიიღებოდა მასალა თოკებისთვის, კალათებისთვის და ა. შ.

მივუბრუნდეთ საკვებად გამოყენების ისტორიას. მოგეხსენებათ, სვანეთში ჯერ კიდევ 1930-იან წლებამდე, ქრისტიანულ დღესასწაულთა განსაცვიფრებელი რაოდენობა აღინიშნებოდა. დიდმა ეთნოლოგმა, აკადემიკოსმა ვერა ბარდაველიძემ რელიგიურ ნიშნით აღბეჭდილ დღეთა რიცხვი 130-ზე მეტი აღნუსხა. კანაფი, რომელსაც სვანურ კილოებზე ჰქვია „გიმბაშ“, ძირითადად, სწორედ სარიტუალო დანიშნულებისა იყო, ისევე, როგორც ფეტვი. იგი, ძირითადად, სარიტუალო მნიშვნელობით გამოიყენებოდა. იყო რა სამარხვო პროდუქტი, კანაფის მარცვლის ფქვილისაგან ამზადებდნენ შეჭამანდს, აგრეთვე, მის ფქვილს ურევდნენ ყველში და აცხობდნენ კანაფისა და ყველისგულიან ხაჭაპურებს. მიცვალებულის დაკრძალვის წინა ღამეს კანაფის ფქვილისგან მომზადებული შეჭამანდი აუცილებელი იყო სულის შენდობისათვის გაშლილი ტრაპეზის დროს. ასევე, ქელეხშიც.

კანაფის მარცვლისაგან გამოიხდებოდა ზეთი, ძვირფასი სამკურნალო ფუნქციისა. კუბდარში არასდროს არ ამატებდნენ, ეს სიახლეა, ნოვაციაა და ამგვარი რეცეპტი არ გახლავთ ტრადიციული.

მთავარი: კანაფის მარცვლის ფქვილი და ზეთი არ არის ნარკოტიკი. ქართველები ტრადიციულ ყოფაში კანაფს ნარკოტიკად არ ვიყენებდით. ამის შესახებ იხილეთ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები.

ჩემი აზრი დღევანდელ ვითარების შესახებ: თავის დროზე, როდესაც ეს სასარგებლო მცენარე აიკრძალა ნარკომანების მიერ მისი არატრადიციული ფორმით გამოყენების გამო, ბუნებრივია, დირღვა ჩვენი, არანარკომანი მოსახლეობის უფლებები. მოიშალა ძალიან სასარგებლო ტრადიციული მეურნეობის დარგი.

ახლა რა ვქნათ? ვერაფერს ვიტყვი იმ საკითხზე, რაშიც არაფერი გამეგება - კანონმდებლობა, მსოფლიოში ამჟამად არსებული რეგულაციები და სხვა, მაგრამ, თუკი, სახელმწიფო შეძლებს, რომ დაიცვას კანაფის ნათესები მისი არაჯანსაღი გამოყენებისაგან, თუკი, ეს ახალი ინციატივა არ გვაქცევს ავღანეთისა და კოლუმბიის მსგავს ქვეყანად, ალბათ, ცუდი არფერი იქნება ტრადიციული მეურნეობის დარგის აღდგენაში.

ოღონდ, შეძლებს კი კანაფის მეურნეობის მოქცევას კანონის ფარგლებში ჩვენი სახელმწიფო? აი, ეს კითხვა არ მასვენებს. კარგადაა ასაწონ-დასაწონი ყველაფერი. ბეწვის ხიდზე გადის ახლა ჩვენი სამშობლო, ოკუპირებულია ჩვენი მიწის ნაწილი, ემიგრაციაშია ქართველთა დიდი რაოდენობა წასული, ფართოდაა გავრცელებული ნარკომანიის სენი... ძალიან სერიოზული ფიქრი ჰმართებს ხელისუფლებას.

p. s. ვისაც გაინტერესებთ ვრცელი სამეცნიერო გამოკვლევა კანაფის კულტურის შესახებ, შეგიძლიათ მოძებნოთ და წაიკითხოთ შესანიშნავი ეთნოლოგის ჯულიეტა რუხაძის სტატია" - წერს როზეტა გუჯეჯიანი ვრცელ პოსტში.

"ჩვენ შორის ერთი საწოლი იდგა, სადაც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები" - რას წერს ენათმეცნიერი, რომელიც კახი კავსაძესთან ერთად რეანიმაციაში იწვა

"გივი რომ სავადმყოფში იწვა, კახი მის საწოლს არ მოშორებია... ახლა, თქვენი მეგობრობა იქ გაგრძელდება" - რას წერს მამუკა ონაშვილი ცნობილ მსახიობებზე?

"ბედნიერებაა, როდესაც თავს გესხმის ის, ვინც შენს მიერ გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებაზე ბოდიშებს იხდიდა მოსკოვში" - რას პასუხობს სალომე სამადაშვილი ნინო ბურჯანაძეს