სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
იცეკვებს თუ არა გიორგი გილიგაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - "მე ვეწევი ჰანტელებს სპორტდარბაზში და შემოქმედებით ცხოვრებას, სხვას არაფერს"
იცეკვებს თუ არა გიორგი გილიგაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - "მე ვეწევი ჰანტელებს სპორტდარბაზში და შემოქმედებით ცხოვრებას, სხვას არაფერს"

ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზის გამო ბევ­რმა "ჩემ­მა მზემ" შე­არ­ქვა, ისეთ პო­პუ­ლა­რულ პრო­ექ­ტში მი­იწ­ვი­ეს, რო­გო­რიც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბია" და მა­ყუ­რე­ბე­ლი შო­უ­ში ახალ ამ­პლუ­ა­ში იხი­ლავს. თა­ვად გი­ორ­გიმ ამა­ზე სი­ცი­ლით გვი­პა­სუ­ხა: "სად მივ­წვდე­ბი მე ცაში ვარ­სკვლა­ვებს, მე მოკ­რძა­ლე­ბით მზის შვი­ლი ვარ..."

ამის შემ­დეგ მას­თან სა­უ­ბა­რი ბლი­ცინ­ტერ­ვი­უს სტილ­ში გა­ვაგ­რძე­ლეთ. კი­თხვა­ზე, თუ რითი ხსნის ბოლო დროს მისი პი­როვ­ნე­ბის ასეთ პო­პუ­ლა­რო­ბას, გვპა­სუ­ხობს:

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი დო­ზით გან­სხვა­ვე­ბა არ მომ­ხდა­რა, ად­რეც, რო­დე­საც ქუ­ჩებ­ში დავ­დი­ო­დი, ღი­მი­ლი­ა­ნად მხვდე­ბო­და ჩემი ქა­ლა­ქი, სულ მი­ღი­მოდ­ნენ და მგო­ნი, ახ­ლაც ასეა. ისე, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით რომ არ ვსარ­გებ­ლობ, ვერ ვხვდე­ბი და ვგრძნობ, ჩემ­მა ცნო­ბა­დო­ბამ მო­ი­მა­ტა, თუ არა. "მე იგი­ვე ვარ მა­რად და მა­რად, არ ვსდევ ჟამ­თას­ვლას".

- ღი­მი­ლი ახ­სე­ნეთ. დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ადა­მი­ა­ნებს მგო­ნი, ღი­მი­ლი აკ­ლია...

- სი­ცო­ცხლე ტკი­ვილ­ნა­რე­ვი ღი­მი­ლია. ადა­მი­ანს ღი­მი­ლი თან უნდა სდევ­დეს. ღიმი სი­ნათ­ლეს­თან, იმე­დი­ა­ნო­ბას­თან, სარ­წმუ­ნო­ე­ბის სიყ­ვა­რულ­თან მო­ი­აზ­რე­ბა, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არ­სე­ბობს. ამ­დე­ნად, უფა­ლი ამ­ბობს, "გი­ხა­რო­დენ ყო­ველ­თა და ყო­ველ­თვის, რა­მე­თუ მე თქვენ­თა­ნა ვარ". ჰოდა, მახ­სოვს უფა­ლი რომ ჩემ­თან არის და რა­ზედ მო­მი­წყე­ნია? - ჩემი პა­სუ­ხიც ეს არის.

- გარ­და სა­ხა­სი­ა­თო მე­ტყვე­ლე­ბი­სა, იმი­ჯიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გაქვთ... არ მე­თან­ხმე­ბით?

- ყვე­ლა კაცს აქვს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ატა­როს წვე­რი, უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობ, რომ წვე­რი კა­ცის სამ­შვე­ნი­სია. ამას­თან, ქრის­ტეს უნდა ვემ­სგავ­სოთ... კაცი კაცს უნდა ჰგავ­დეს და მშვე­ნი­ე­რი - მშვე­ნი­ერს, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს ყვე­ლა­ფე­რი როცა გა­უ­კუღ­მართდე­ბა, "მზე იტი­რებს და ჩაქ­რე­ბა".

- რა არის თქვენ­თვის მთა­ვა­რი?

- კა­ცო­ბა. ჩემი დე­ვი­ზი ბავ­შვო­ბი­დან ეს არის. კა­ცო­ბა­ში მო­ი­აზ­რე­ბა ადა­მის მოდ­გმის უპირ­ვე­ლე­სი დას­ტუ­რი, ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი, მშობ­ლე­ბის - დე­დის და მა­მის პა­ტი­ვის­ცე­მა, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, მის­თვის თავ­და­დე­ბა. ეს არის კა­ცო­ბა და ამა­შია ადა­მი­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის აზრი... რომ უფალ­მა შექ­მნა ადა­მი­ა­ნი, მა­მა­კა­ცად, ქალი დე­და­კა­ცად და კა­ცუ­რი სა­წყი­სი არის ქალ­შიც და კაც­შიც.

- თქვე­ნი სა­ხა­სი­ა­თო ფრა­ზას - "ჩემ­მა მზემ", თუ გახ­სოვთ, სა­უ­ბარ­ში რო­დი­დან იყე­ნებთ?

- ის სა­თა­ვეს იმ პე­რი­ო­დი­დან იღებს, რო­დე­საც მზე ამო­ვი­და ცაზე. ჩემ­მა მზემ, ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ფიქ­რით, ასე მგო­ნია. ეს ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით, მაგ­რამ ჩემი დიდი შოთა, ილია და არა­ერ­თი გე­ნი­ა­ლუ­რი ავ­ტო­რი მას თა­ვის ნა­მუ­შე­ვარ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად იყე­ნებს. ასე რომ, ეს ფრა­ზა ჩემი სა­კუთ­რე­ბა არ გახ­ლავთ.

- ბავ­შვო­ბა­შიც ამ­ბობ­დით?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, ვი­ტყვო­დი. რო­გორც მამა მე­უბ­ნე­ბა და მეც მახ­სოვს, ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი პაპა ამ­ბობ­და. წი­ნაპ­რებს სა­უბ­რის დროს ახა­სი­ა­თებ­დათ ასე­თი მე­ტყვე­ლე­ბა, ასე­ვე მა­მა­ჩე­მის თა­ო­ბა­საც.

- რო­გო­რია თქვე­ნი მზე?

- ახლა ავ­ხე­დე და სა­ოც­რად სა­ო­ცა­რია!

- ბავ­შვო­ბა­ში ჭირ­ვე­უ­ლი ხომ არ იყა­ვით?

- რა­ღაც ნი­უ­ან­სებ­ში პა­ტა­რა გი­ორ­გი ჰგავს დღე­ვან­დელ გი­ორ­გის, რა­ღა­ცა­ში - არა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ ჰგავ­დეს... იმი­ტომ, რომ ეს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მთა­ვა­რი ნა­წი­ლია. თუ შენი ცხოვ­რე­ბა მრა­ვა­ლი ფე­რის­გან არ შედ­გე­ბა, მო­ი­წყენ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბევ­რი ლა­მა­ზი ფერი და ჩემს ბავ­შვო­ბა­შიც სხვა­დას­ხვა ფე­რია. ამას­თან, უნი­ვერ­სი­ტე­ტი სხვა ფე­რია, სკო­ლა - სხვა და ა.შ. კი, სხვა­დას­ხვა ფერ­თა გა­მაა ჩემ წინ გა­დაშ­ლი­ლი... ყო­ვე­ლი მზეც ახა­ლია, ძვე­ლი მზე არ არ­სე­ბობს.

- რამ­დე­ნი ფე­რია სამ­ყა­რო­ში?

- ეს აღუ­წე­რე­ლია, ისე, რომ ვე­რას­დროს მო­ი­წყენ და ვერ იტყვი, ვაჰ, ეს ფერი ხომ ნა­ნა­ხი მაქვს და მომ­ბეზ­რდაო.

- რას მი­იჩ­ნევთ თქვენს ტრა­დი­ცი­ად?

- მინ­და, ჩემი ტრა­დი­ცია თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყოს და ამ ტრა­დი­ცი­ის მა­ტა­რებ­ლო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად ვი­სურ­ვებ­დი.

- ბოლო დროს სი­ტყვა "მა­რი­ხუ­ა­ნა" ხში­რად ის­მის. რა ემო­ცი­ას იწ­ვევს თქვენ­ში?

- მა­რი­საც ვიც­ნობ, ხუ­ან­საც და ანა­საც... სინ­დისს ვფი­ცა­ვარ, არ ვიცი, რა არის. მე ვე­წე­ვი ჰან­ტე­ლებს სპორტდარ­ბაზ­ში და შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბას, სხვას არა­ფერს.

- არა­სო­დეს მო­გი­წე­ვი­ათ და გა­გისნ­ჯავთ?

- სი­გა­რეტს თავი 4 წლი­სამ და­ვა­ნე­ბე...

- რას ამ­ბობთ?

- მა­მა­ჩე­მის ძმა­კა­ცე­ბი ვახ­შმობ­დნენ, მი­ვე­დი მათ­თან, უკი­თხა­ვად და უტიფ­რად ხელ­ში ავი­ღე სი­გა­რე­ტის ღერი. უნდა მო­მე­კი­დე­ბი­ნა, მაგ­რამ სან­თე­ბე­ლა ვერ ავან­თე. რას აკე­თებ? - გად­მომ­ხე­და მა­მას მე­გო­ბარ­მა. სი­გა­რე­ტი უნდა მოვ­წიო-მეთ­ქი. რას ამ­ბობ, ბი­ჭოო, თუ მოს­წევ, ცოლი გაგშორ­დე­ბა, მე მასე დამ­შორ­დაო. ამან ჩემ­ზე გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად იმოქ­მე­და. იმის მერე არ გავ­კა­რე­ბი­ვარ. ასე რომ, ჩემს აზრს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის წე­სით ვა­დას­ტუ­რებ.

მე ქრის­ტე­ში ვარ და იმ მო­ძღვრე­ბა­ში, რა­შიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის სი­სავ­სე მი­წი­დან ზე­ცამ­დეა. ვფიქ­რობ, ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ფე­რი ღმერ­თამ­დე სა­ვალ გა­ზა­ში რაც ხვდე­ბა, უნდა მო­ი­შო­როს, რად­გა­ნაც ხელს შე­უშ­ლის. ესაა სა­მო­სის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, ვერ­ცხლის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, ქედ­მაღ­ლო­ბა, მემ­თვა­რე­ო­ბა... ეს მი­წი­ე­რი მრწამ­სია. ზე­ცი­უ­რი მრწამ­სი კი ისაა, რომ ადა­მი­ა­ნი უპი­რა­ტე­სად ზე­ცის მო­ქა­ლა­ქედ შე­იქ­მნა... ასე რომ, ეს საღ­მრთო მრწამ­სი ადა­მი­ანს სა­ოც­რად საღ­მრთოს ხდის, მას შე­ეძ­ლე­ბა ღმერ­თამ­დე მის­ვლა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლით შე­მო­სილს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

იცეკვებს თუ არა გიორგი გილიგაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - "მე ვეწევი ჰანტელებს სპორტდარბაზში და შემოქმედებით ცხოვრებას, სხვას არაფერს"

იცეკვებს თუ არა გიორგი გილიგაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - "მე ვეწევი ჰანტელებს სპორტდარბაზში და შემოქმედებით ცხოვრებას, სხვას არაფერს"

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი გილიგაშვილი, რომელსაც საყვარელი ფრაზის გამო ბევრმა "ჩემმა მზემ" შეარქვა, ისეთ პოპულარულ პროექტში მიიწვიეს, როგორიც "ცეკვავენ ვარსკვლავებია" და მაყურებელი შოუში ახალ ამპლუაში იხილავს. თავად გიორგიმ ამაზე სიცილით გვიპასუხა: "სად მივწვდები მე ცაში ვარსკვლავებს, მე მოკრძალებით მზის შვილი ვარ..."

ამის შემდეგ მასთან საუბარი ბლიცინტერვიუს სტილში გავაგრძელეთ. კითხვაზე, თუ რითი ხსნის ბოლო დროს მისი პიროვნების ასეთ პოპულარობას, გვპასუხობს:

- ჩემს ცხოვრებაში დიდი დოზით განსხვავება არ მომხდარა, ადრეც, როდესაც ქუჩებში დავდიოდი, ღიმილიანად მხვდებოდა ჩემი ქალაქი, სულ მიღიმოდნენ და მგონი, ახლაც ასეა. ისე, სოციალური ქსელით რომ არ ვსარგებლობ, ვერ ვხვდები და ვგრძნობ, ჩემმა ცნობადობამ მოიმატა, თუ არა. "მე იგივე ვარ მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთასვლას".

- ღიმილი ახსენეთ. დღეს საზოგადოებას, ადამიანებს მგონი, ღიმილი აკლია...

- სიცოცხლე ტკივილნარევი ღიმილია. ადამიანს ღიმილი თან უნდა სდევდეს. ღიმი სინათლესთან, იმედიანობასთან, სარწმუნოების სიყვარულთან მოიაზრება, სასოწარკვეთილი მდგომარეობა არ არსებობს. ამდენად, უფალი ამბობს, "გიხაროდენ ყოველთა და ყოველთვის, რამეთუ მე თქვენთანა ვარ". ჰოდა, მახსოვს უფალი რომ ჩემთან არის და რაზედ მომიწყენია? - ჩემი პასუხიც ეს არის.

- გარდა სახასიათო მეტყველებისა, იმიჯიც განსხვავებული გაქვთ... არ მეთანხმებით?

- ყველა კაცს აქვს ამის საშუალება ატაროს წვერი, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ წვერი კაცის სამშვენისია. ამასთან, ქრისტეს უნდა ვემსგავსოთ... კაცი კაცს უნდა ჰგავდეს და მშვენიერი - მშვენიერს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი როცა გაუკუღმართდება, "მზე იტირებს და ჩაქრება".

- რა არის თქვენთვის მთავარი?

- კაცობა. ჩემი დევიზი ბავშვობიდან ეს არის. კაცობაში მოიაზრება ადამის მოდგმის უპირველესი დასტური, ღვთის სიყვარული, მშობლების - დედის და მამის პატივისცემა, სამშობლოს სიყვარული, მისთვის თავდადება. ეს არის კაცობა და ამაშია ადამისეული ადამიანის აზრი... რომ უფალმა შექმნა ადამიანი, მამაკაცად, ქალი დედაკაცად და კაცური საწყისი არის ქალშიც და კაცშიც.

- თქვენი სახასიათო ფრაზას - "ჩემმა მზემ", თუ გახსოვთ, საუბარში როდიდან იყენებთ?

- ის სათავეს იმ პერიოდიდან იღებს, როდესაც მზე ამოვიდა ცაზე. ჩემმა მზემ, ჩემი მოკრძალებული ფიქრით, ასე მგონია. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ჩემი დიდი შოთა, ილია და არაერთი გენიალური ავტორი მას თავის ნამუშევარში სერიოზულად იყენებს. ასე რომ, ეს ფრაზა ჩემი საკუთრება არ გახლავთ.

- ბავშვობაშიც ამბობდით?

- სავარაუდოდ, ვიტყვოდი. როგორც მამა მეუბნება და მეც მახსოვს, ჩემი უსაყვარლესი პაპა ამბობდა. წინაპრებს საუბრის დროს ახასიათებდათ ასეთი მეტყველება, ასევე მამაჩემის თაობასაც.

- როგორია თქვენი მზე?

- ახლა ავხედე და საოცრად საოცარია!

- ბავშვობაში ჭირვეული ხომ არ იყავით?

- რაღაც ნიუანსებში პატარა გიორგი ჰგავს დღევანდელ გიორგის, რაღაცაში - არა. მნიშვნელოვანია, არ ჰგავდეს... იმიტომ, რომ ეს მრავალფეროვნება ადამიანის სიცოცხლის მთავარი ნაწილია. თუ შენი ცხოვრება მრავალი ფერისგან არ შედგება, მოიწყენ. აუცილებელია ბევრი ლამაზი ფერი და ჩემს ბავშვობაშიც სხვადასხვა ფერია. ამასთან, უნივერსიტეტი სხვა ფერია, სკოლა - სხვა და ა.შ. კი, სხვადასხვა ფერთა გამაა ჩემ წინ გადაშლილი... ყოველი მზეც ახალია, ძველი მზე არ არსებობს.

- რამდენი ფერია სამყაროში?

- ეს აღუწერელია, ისე, რომ ვერასდროს მოიწყენ და ვერ იტყვი, ვაჰ, ეს ფერი ხომ ნანახი მაქვს და მომბეზრდაო.

- რას მიიჩნევთ თქვენს ტრადიციად?

- მინდა, ჩემი ტრადიცია თავისუფლება იყოს და ამ ტრადიციის მატარებლობას ყველაზე მეტად ვისურვებდი.

- ბოლო დროს სიტყვა "მარიხუანა" ხშირად ისმის. რა ემოციას იწვევს თქვენში?

- მარისაც ვიცნობ, ხუანსაც და ანასაც... სინდისს ვფიცავარ, არ ვიცი, რა არის. მე ვეწევი ჰანტელებს სპორტდარბაზში და შემოქმედებით ცხოვრებას, სხვას არაფერს.

- არასოდეს მოგიწევიათ და გაგისნჯავთ?

- სიგარეტს თავი 4 წლისამ დავანებე...

- რას ამბობთ?

- მამაჩემის ძმაკაცები ვახშმობდნენ, მივედი მათთან, უკითხავად და უტიფრად ხელში ავიღე სიგარეტის ღერი. უნდა მომეკიდებინა, მაგრამ სანთებელა ვერ ავანთე. რას აკეთებ? - გადმომხედა მამას მეგობარმა. სიგარეტი უნდა მოვწიო-მეთქი. რას ამბობ, ბიჭოო, თუ მოსწევ, ცოლი გაგშორდება, მე მასე დამშორდაო. ამან ჩემზე გაუცნობიერებლად იმოქმედა. იმის მერე არ გავკარებივარ. ასე რომ, ჩემს აზრს საკუთარი ცხოვრების წესით ვადასტურებ.

მე ქრისტეში ვარ და იმ მოძღვრებაში, რაშიც თავისუფლების სისავსე მიწიდან ზეცამდეა. ვფიქრობ, ადამიანმა ყველაფერი ღმერთამდე სავალ გაზაში რაც ხვდება, უნდა მოიშოროს, რადგანაც ხელს შეუშლის. ესაა სამოსისმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება, ქედმაღლობა, მემთვარეობა... ეს მიწიერი მრწამსია. ზეციური მრწამსი კი ისაა, რომ ადამიანი უპირატესად ზეცის მოქალაქედ შეიქმნა... ასე რომ, ეს საღმრთო მრწამსი ადამიანს საოცრად საღმრთოს ხდის, მას შეეძლება ღმერთამდე მისვლა, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით შემოსილს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ