სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" შარდენზე უკვე მეორედ გაიმართება
"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" შარდენზე უკვე მეორედ გაიმართება

ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია და მე­დი­ა­პორ­ტა­ლი Allwine.ge-სა და „მე­ი­დან ჯგუ­ფის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მწარ­მო­ებ­ლე­ბი, გრან­დი­ო­ზუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის­თვის უკვე მე­ო­რე წე­ლია ემ­ზა­დე­ბი­ან. ფეს­ტი­ვალ­ზე მცი­რე, სა­შუ­ა­ლო და დიდი მეღ­ვი­ნე­ე­ბი სტუმ­რებს სა­კუ­თარ ნა­წარმს წა­რუდ­გე­ნენ.

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“ ბევ­რი სი­ურპრი­ზით ბრუნ­დე­ბა. შარ­შან­დელ­მა წელ­მა ყვე­ლა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა, წელს კი კი­დევ უფრო მეტ სტუ­მარს ვე­ლო­დე­ბით. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა კი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოგ­ვწე­რონ ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე: ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი • Georgian Wine Festival ან დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ სა­კონ­ტაქ­ტო ნომ­რებ­ზე“ - ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბით იქ­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი, რომ­ლე­ბიც სტუმ­რებს და­დე­ბით გან­წყო­ბას შე­უქ­მნის და ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ და სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ღვი­ნოს კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­აც­ნობს. აქ­ტი­ვო­ბე­ბი მო­ი­ცავს ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ა­სა და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვას, რაც გა­სულ წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მოვ­ლე­ნა იყო, რად­გან სტუმ­რებ­მა ღვი­ნის ბევ­რი ისე­თი სა­ხე­ო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რაც მათ­თვის უც­ნო­ბი იყო და ბევ­რი ისე­თი მწარ­მო­ებ­ლის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც აქამ­დე ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ.

ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ას­თან ერ­თად, ფეს­ტი­ვალ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­დუქ­ცია იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“ სტუმ­რებს ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ პურ­საც შეს­თა­ვა­ზებს, ასე­ვე წა­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო ჩურ­ჩხე­ლა და ჩირი, ქარ­თუ­ლი ყვე­ლი.

იმი­სათ­ვის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბის პრო­ცე­სი კი­დევ უფრო სა­ხა­ლი­სო გახ­დეს, სტუმ­რე­ბი მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ დად­გმულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს იხი­ლა­ვენ, მო­ის­მე­ნენ ქარ­თულ ფოლკ­ლორს და გა­სუ­ლი წლის მსგავ­სად, ფეს­ტი­ვალს გა­ა­ფორ­მე­ბენ მი­მე­ბი. ეს მცი­რე­დია იმ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან რაც ფეს­ტი­ვალ­ზე გე­ლო­დე­ბათ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და 19:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა. რო­გორც შარ­შან, ასე­ვე წელს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ძა­ლი­ან ბევრ ტუ­რისტს ელო­დე­ბი­ან. ერთ სივ­რცე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­მუ­შე­ბი მათ გულ­გრილს ნამ­დვი­ლად არ და­ტო­ვებს.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ეს არის ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც ღვი­ნის არ­ცერ­თმა მოყ­ვა­რულ­მა არ უნდა გა­მო­ტო­ვოს. სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია: 558 598 598, 577 22 99 93

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" შარდენზე უკვე მეორედ გაიმართება

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" შარდენზე უკვე მეორედ გაიმართება

ონლაინმაღაზია და მედიაპორტალი Allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით ქართული ღვინის მწარმოებლები, გრანდიოზული ფესტივალისთვის უკვე მეორე წელია ემზადებიან. ფესტივალზე მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ.

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ ბევრი სიურპრიზით ბრუნდება. შარშანდელმა წელმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, წელს კი კიდევ უფრო მეტ სტუმარს ველოდებით. მონაწილეობის მიღების მსურველებმა კი აუცილებლად უნდა მოგვწერონ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე: ქართული ღვინის ფესტივალი • Georgian Wine Festival ან დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე“ - ანანო თავხელიძე, ორგანიზატორი.

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ მრავალფეროვანი აქტივობით იქნება დატვირთული, რომლებიც სტუმრებს დადებით განწყობას შეუქმნის და ქართულ ტრადიციულ და სხვადასხვა სახეობის ღვინოს კიდევ უფრო საინტერესოდ გააცნობს. აქტივობები მოიცავს ღვინის დეგუსტაციასა და გამოფენა-გაყიდვას, რაც გასულ წელს ჩატარებული ღვინის ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა იყო, რადგან სტუმრებმა ღვინის ბევრი ისეთი სახეობა აღმოაჩინეს, რაც მათთვის უცნობი იყო და ბევრი ისეთი მწარმოებლის შესახებ შეიტყვეს, რომელთა შესახებაც აქამდე ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ფესტივალზე სხვადასხვა სახის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. "ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ სტუმრებს ქართულ ტრადიციულ პურსაც შესთავაზებს, ასევე წამოდგენილი იქნება საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული ყველი.

იმისათვის, რომ აღნიშნული პროდუქტების დაგემოვნების პროცესი კიდევ უფრო სახალისო გახდეს, სტუმრები მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ დადგმულ ღონისძიებებს იხილავენ, მოისმენენ ქართულ ფოლკლორს და გასული წლის მსგავსად, ფესტივალს გააფორმებენ მიმები. ეს მცირედია იმ ჩამონათვალიდან რაც ფესტივალზე გელოდებათ.

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. როგორც შარშან, ასევე წელს ორგანიზატორები ძალიან ბევრ ტურისტს ელოდებიან. ერთ სივრცეში წარმოდგენილი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნიმუშები მათ გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ეს არის ფესტივალი, რომელიც ღვინის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს. საკონტაქტო ინფორმაცია: 558 598 598, 577 22 99 93

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი