ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებში, რომლებსაც ქარიშხალი „ფლორენსი“ უახლოვდება, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გათვალისწინებით, ქარიშხლით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაში ფედერალური ხელისუფლების წილი 75%-ს შეადგენს.
სამხრეთ კაროლინაში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, 1 მილიონამდე ადამიანმა საკუთარი სახლები უნდა დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი „ფლორენსი“ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ის სანაპიროს უახლოესი ხუთი დღის მანძილზე მიაღწევს.